აქილევსი და კუ — ძველბერძენი ფილოსოფოსის, ზენონ ელეელის, ერთ-ერთი აპორია.

შემცველობა რედაქტირება

ფეხმარდი აქილევსი ვერასდროს დაეწევა აუჩქარებელ კუს, თუკი მოძრაობის დასაწყისში კუ აქილევსზე წინაა.

დავუშვათ, აქილევსი კუზე ათჯერ უფრო სწრაფად დარბის და მისგან ათასი ნაბიჯით უკანაა. იმ დროის განმავლობაში, რა დროშიც აქილევსი გაივლის ამ მანძილს, კუ იმავე მიმართულებით გაცოცდება ასი ნაბიჯის სიგრძეზე. როდესაც აქილევსი გაირბენს ას ნაბიჯს, კუ გაცოცდება კიდევ ათი ნაბიჯით და ასე შემდეგ. პროცესი გაგრძელდება უსასრულოდ და აქილევსი ვერასდროს დაეწევა კუს.

დიოგენე ლაერტელი ამ ცნობილი აპორიის ავტორად მიიჩნევდა პარმენიდეს, ზენონის მასწავლებელს[1]. კუ, როგორც პერსონაჟი, ჩასმულია მოგვიანებით კომენტატორის მიერ. არისტოტელეს „ფიზიკაში“ მოყვანილი აპორიის ტექსტში ფეხმარდი აქილევსი სხვა მორბენალს მისდევს.

აპორიის გადაჭრა რედაქტირება

პარადოქსის ერთ-ერთი შესაძლო ახსნა: მცდარი წარმოდგენა დროისა და მანძილის უსასრულო დაყოფადობის შესახებ.

სქოლიო რედაქტირება

  1. Маковельский А. О., Досократики. В 3 томах. Глава 15-я, Минск: Харвест, 1999. — გვ. 784 (Классическая философская мысль)..