აფხაზეთის სახალხო პარტია

აფხაზეთის სახალხო პარტია (აფხ. Аҧсны Ажәлартә Апартиа; რუს. Народная Партия Абхазии) — ერთ–ერთი სეპარატისტული ოპოზიციური პარტია აფხაზეთში. დაარსდა 1992 წლის მარტში. პარტიის თავმჯდომარეა იაკუბ ლაკობა.[1] სახალხო პარტია იყო ერთ–ერთი იმ პარტიათაგანი, რომლებმაც დააარსეს აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი 2005 წლის 8 თებერვალს.[2] 2008 წლის 30 იანვარს სახალხო პარტიამ და აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Кучуберия, Анжела (2008-01-30). „Партия экономического развития и Народная партия Абхазии договорились сотрудничать“ (რუსული). Кавказский Узел. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 2009-05-29.
  2. Кучуберия, Анжела (2005-02-09). „В Абхазии создан Форум народного единства, в который вошли двенадцать партий и движений республики“ (რუსული). Кавказский Узел. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 2009-05-29.


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.