აფროამერიკელებიამერიკის მაცხოვრებლები, რომლებიც  ნეგროიდული რასის აფრიკელების სრული ან ნაწილობრივი  მემკვიდრეები არიან. ეს ტერმინი პილიტკორექტულობის შედეგია — მათ ადრე შავკანიანებს უწოდებდნენ.  როგორც წესი ტერმინი „აფროამერიკელი“ მოიცავს XVII-XIX საუკენეებში ამერიკაში შეყვანილი აფრიკელი მონების შთამომავლებს, რომელთა რამდენიმე თაობა უკვე  ამერიკის კონტინენტზე სახლობს ბრიტანეთის მთავრობამ 1519 წელს პირველად შეიყვანა აფრიკელი ტყვეები ვირჯინიის შტატში. 1860 წელს  —  მონობის გაუქმების წელს კი ამერიკის 15 შტატის 12 მილიონიანი მოსახლეობიდან  4 მილიონი მონა იყო. დღეს  აშშ-ში 42 მილიონამდე აფრო-ამერიკელი ცხოვრობს ( .შ. მულატი). აშშ-ში შეყვანილი მონები აფრიკის სხვადასხვა ეთნოსს  განეკუთვნებოდნენ. წლების განმავლობაში ხდებოდა სხვადასხვა კულტურის შერწყმა, რამაც საბოლოო ჯამში, ჩამოაყალიბა აფრო-ამერიკელთა ერთიანი კულტურა, რელიგია და ენა. აფრო-ამერიკული კულტურა  ამერიკული რეალობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ამერიკელი შავკანიანების შექმნილი მუსიკალური სტილი —  სპირიჩუელსი, ბლუზი, ჯაზი — კანის ფერის მიუხედავად ყველა ამერიკელმა გაითავისა. [1]

აფრო-ამერიკელების ჯგუფი 1905-10 წლები

რელიგია რედაქტირება

ვუდუს საკურთხეველი (სამსხვერპლო), რომელშიც ჩანს რამდენიმე კერპი.

აფრო-ამერიკელების რელიგიის დღევანდელი რეალობა საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. აფრიკიდან ჩამოყვანილი მონები  წარმართები იყვნენ — ვუდუს რელიგიის მიმდევრები. ისინი თვლიდნენ, რომ ვუდუ სამყაროზე ადრე შეიქმნა. ვუდუ ადამიანის შემადგენელი ნაწილია დაბადებისთანავე ისე, როგორც ხაზები მის ხელისგულზე. ვუდუ ყველგანაა — ფოთოლში,  წყალში, მიწაში. ისინი თაყვანს სცემდნენ ბუნების ძალებს და აღმერთებდნენ გარდაცვლილ წინაპრებს. ვუდუს რელიგია ოფიციალურ რელიგიად არის აღიარებული დასავლეთი აფრიკის ქვეყნებში. ამერიკის კონტინენტზე ჩამოყვანის შემდეგაც მონები განაგრძობდნენ  საკუთარი კერპების თაყვანისცემას. ღამ-ღამობით ისინი პლანტაციებში, ტყეში, ჭაობებში და მიყრუებული ადგილებისკენ მალულად  მიემართებოდნენ, სადაც იმპროვიზებული საკურთხევლის წინაშე ლოცვებს აღავლენდნენ თავიანთი კერპებისადმი, ატარებდნენ მსხვერპლშეწირვის ცერემონიებს და მსხვერპლად სწირავდნენ ქათმებს, ღორებს, მტრედებს ან თხებს.

დროთა განმავლობაში პლანტაციის მფლობელები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მონები ქრისტიანებად მოენათლათ. შავკანიანების პირველი ქრისტიანული ორგანიზაციები სწორედ თეთრკანიანმა პლანტაციათა მფლობელებმა ჩამოაყალიბეს მე-17 საუკუნის ბოლოს.  ქადაგებაზე სასულიერო პირები ძირითადად აქცენტს თავმდაბლობასა და მოთმინებაზე აკეთებდნენ. თავგადაკლული შრომის  სამაგიეროდ მათ სიკვდილის შემდეგ სამოთხეს ჰპირდებოდნენ. ფაქტობრივად, შავკანიანების ქრიასტიანული ორგანიზაცია პლანტაციის მესაკუთრეების ხელში მონების მართვის მძლავრ იარაღად იქცა. 

საკუთარ ფესვებს ძალით მოწყვეტილი მონების საპასუხო რეაქცია მდგომარეობდა იმაში, რომ შეენარჩუნებინათ საკუთარი კულტურა და რელიგია. მიუხედავად გაქრისტიანებისა, ისინი მაინც განაგრძობდნენ ვუდუს თაყვანისცემას, მაგრამ  ახლა უკვე ქრისტიანული ეკლესიის ჩრდილში. დროთა განმავლობაში კათოლიკურ  წმინდანთა და საიდუმლოებათა თაყვანისცემა ტრადიციული აფრიკული რწმენისთვის არა მარტო საფარი იყო, არამედ  დასაყრდენიც  აფრიკელი მონებისათვის და მათი  ერთიანობისთვის. საკუთარი თავისა და თანამეგობრობის შეგრძნების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი იყო თანმიმდევრული რელიგიური სისტემის შექმნა.

რელიგიური მრწამსის გაერთიანების პროცესი (სინკრეტიზაცია)  ნათელჰყოფს, თუ რატომ გახდა შესაძლებელი  ქრისტიანული მრწამსის გარკვეული ნაწილის  და ადგილობრივი კულტის ელემენტების შერწყმა. პირველ ხანებში ეს ინტეგრაცია საფარი იყო მკაცრად აკრძალული  რელიგიების მიმდევრებისათვის, მომდევნო თაობებში კი  რეალური სინკრეტიზმი მონათა ორმაგი მრწამსის განუყოფელ ნაწილად იქცა. თანდათანობით ხდებოდა ამ ორი რელიგიის გაერთიანება.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეკლესია სასტიკად ეწინააღმდეგებოდა მონების გათავისუფლების პროცესს და 1861-65 წლებში აშშ-ის სამოქალაქო ომში რეაქციონერთა მხარეზე იდგა.

შავკანიანების დამოუკიდებელი ქრისტიანული ორგანიზაციები XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე შეიქმნა. ასე მაგალითად, 1816 წელს შეიქმნა  აფრიკული მეთოდისტური ეპისკოპალური ეკლესია, რომელსაც სათავეში პირველი შავკანიანი ეპისკოპოსი რიჩარდ ალენი ჩაუდგა. შავკანიანების დამოუკიდებელი ბაპტისტური ეკლესია კი მხოლოდ სამოქალაქო ომისა და მონების განთავისუფლების მერე შეიქმნა. თავიდან შავკანიანები და თეთრკანიანები ერთ  ეკლესიას განეკუთვნებოდნენ, მხოლოდ სამოქალაქო ომის შემდეგ მოხდა შავკანიანების სეგრეგაცია, იზოლაცია ცხოვრების  ყველა სფეროში და მათ შორის ეკლესიაშიც. საეკლესიო ორგანიზაციებში შავკანიანებისა და თეთრკანიანების განცალკევება სამხრეთის შტატებში კანონით იყო დადგენილი,  ჩრდილოეთის შტატებშიც შავკანიანები მხოლოდ საკუთარ ეკლესიაში ლოცულობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დამცირება და ხშირად ფიზიკური ანგარიშსწორება ელოდათ.

აფრო-ამერიკელთა ეკლესიების უმეტესი ნაწილი არა მარტო ლოცვისა და რელიგიური წეს-ჩვეულებების ჩატარების ადგილი იყო, არამედ გასართობი კლუბიც. აქ იმართებოდა კრებები,  ხანდახან კონცერტები. ასე მაგალითად სამხრეთის შტატებში აფრო-ამერიკელთა ეკლესიები აწყობდნენ კონცერტებს, სპორტულ შეჯიბრებებს, კინოსურათების ჩვენების სეანსებს. კვირაობით აფრო-ამერიკელები ეკლესიაში საუკეთესო ტანსაცმელში გამოწყობილი დადიოდნენ, აქ ხვდებოდნენ მეგობრებს, ატარებდნენ საქმიან შეხვედრებს, ხშირად ტარდებოდა პოლიტიკური მიტინგები.

შავკანიანები ქრისტიანული ეკლესიის სხვადასხვა ფრთას განეკუთვნებიან. უმეტესობა ბაპტისტურ ეკლესიას აღიარებს, შემდეგ რიცხოვნობით მათ მოსდევენ მეთოდისტები და კათოლიკები. მლოცველთა 5% კი სხვადასხვა მიმდინარეობებსა და სექტებს განეკუთვნებიან.

რელიგიური ხაზით შავკანიანების ასეთი დანაწევრება საფუძველს კლასობრივი კუთვნილებიდან იღებს, კერძოდ, მდიდარი და საშუალო ბურჟუაზია პრესვიტერიანურ

და ეპისკოპალურ ეკლესიას განეკუთვნება. წვრილი ბურჟუაზია და მშრომელთა დიდი ნაწილი ბაპტისტურ და მეთოდისტურ ეკლესიას ანიჭებს უპირატესობას.

ზოგიერთი ეთნოგრაფი აღნიშნავს, რომ აფრო-ამერიკულ ქრისტიანულ ეკლესიაზე გავლენა იქონია აფრიკელი შავკანიანების წარმართულმა რელიგიამ. აფრიკანიზმის მნიშვნელოვანი გამოვლენაა აფრო-ამერიკული ღვთისმსახურების დროს ცეკვისა და სიმღერის როლი მორწმუნეთა რელიგიური ტრანსის და ეგზალტაციისათვის. ეს ერთგვარად წარმართულ ქადაგებას ემსგავსება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აფრო-ამერიკელთა ღვთისმსახურება, დიდად არ განსხვავდება თეთრკანიანთა ღვთისმსახურებისგან — ძირითადად ადგილი ეთმობა სახარებაის კითხვას, ქადაგებას, ფსალმუნებისა და ჰიმნების შესრულებას.

აფრო-ამერიკელთა ძველი რწმენის კვალი შემონახულია ე.წ. ცრურწმენების სახით. ეს ეხება ვუდუს რელიგიის ნიშნებს. ძირითადად ეს დამახასიათებელია ლუიზიანასა და ნიუ ორლეანის შტატებისათვის. [2]

ენა რედაქტირება

დღესდღეობით ძნელია განაცალკევო ერთმანეთისგან ის , რაც  აფრიკიდან მოჰყვა მონებს და ის, რაც მათ შეიძინეს სამი საუკუნის განმავლობაში თეთრკანიანებისაგან.

ეს ეხება აფრო-ამერიკელთა ენის ჩამოყალიბების პროცესსაც. ამერიკის კონტინენტზე შემოყვანილი ყველა აფრიკელი ტყვე   თავის დიალექტზე მეტყველებდა. ისინი ხომ სხვადასხვა ეთნოსს განეკუთვნებოდნენ. მათ არა მარტო თეთრკანიანების არ ესმოდათ, არამედ  ერთმანეთის ნათქვამსაც ძლივს იგებდნენ.

ინგლისური ენის აფრო-ამერიკული ვარიანტი  ( შავკანიანების ინგლისური) არის ინგლისური ენის განსაკუთრებული სახესხვაობა, რომელიც აერთიანებს დიალექტისა და ნაწილობრივ სოციოლექტის ( სოციალური დიალექტი, რომელზეც ლაპარაკობენ კონკრეტულ სოციალურ კლასში, სოციალურ ჯგუფსა ან სუბკულტურაში.) ელემენტებს. აფრო-ამერიკული ინგლისური ანუ შავი ინგლისური აფრო-ამერიკელთა სასაუბრო, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ლიტერატურული ენაა.

არსებობს სამი  შეხედულება  ენის წარმოშობის შესახებ:

  • ერთნი თვლიან, რომ ეს არის კრეოლთა ენა, რომელიც მე– 17 საუკუნეში ჩამოყალიბდა დასავლეთ აფრიკის მკვიდრ მოსახლეობას შორის და წარმოადგენდა აბორიგენთა და ინგლისელ მეზვღაურთა ურთიერთობის საშუალებას.
  • მეორენი თვლიან,რომ შავი ინგლისური არის ინგლისური ლექსიკის აფრიკულ წარმოთქმასთან და ნაწილობრივ გრამატიკის ელემენტებთან შერწყმის შედეგი და  იგი წარმოიშვა  დღევანდელი აშშ-ს ტერიტორიაზე  აფრიკელი მონების ინტენსიური შეყვანის პერიოდში.
  • მესამე, ყველაზე აქტუალური არის სოციო-ლინგვისტური თეორია. ეს ნიშნავს, რომ ენის განსხვავებულობა, სიტყვების სრულიად განსხვავებული მარაგი განპირობებულია  არასასიამოვნო ფაქტით, კერძოდ იმით, რომ ენის მატარებლები  რამდენიმე საუკუნის განმავლობაში  ბინადრობდნენ მეგაპოლისების შავ გეტოებში (inner cities) და სწორედ გარემომ შეუწყო ხელი ამ თავისებური ენის ჩამოყალიბებას.

სამივე შეხედულება გასათვალისწინებელია, სამივეშია სიმართლის მარცვალი.

ლინგვისტებს შორის არ არის აზრთა ერთიანობა აფრო-ამერიკული ინგლისურის სტატუსის განსაზღვრებაშიც. ზოგიერთი მას ახასიათებს, როგორც დამოუკიდებელ ენას. ბევრი მას დიალექტად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში ირღვევა პოლიტკორექტულობა, ვინაიდან დიალექტი არის ნორმისგან გადახრა. „შავ ინგლისურს“ სლენგსაც ვერ ვუწოდებთ, მით უმეტეს, რომ ენას საკუთარი სლენგი გააჩნია - მას Jive ეწოდება.

ერთი სიტყვით მეცნიერები ძალიან ფრთხილობენ ამ საკითხში და მას  ინგლისური ენის  აფრო-ამერიკულ ვარიანტს უწოდებენ ( variety)

აფრო-ამერიკული ენის არსებობა საზოგადოებამ  პირველად  მე–18 საუკუნის ბოლოს აღიარა. 1983 წელი კი შეიძლება აფრო-ამერიკული ენის მწვერვალად ჩაითვალოს. სწორედ ამ წელს გამოვიდა ელის უოკერის „იისფერი“ (The Color Purple). ამ რომანში აქტიურად არის გამოყენებული „შავი ინგლისური“. ელის უოკერის რომანი „იისფერი“ მოგვითხრობს შავკანიან გოგონა სელიაზე. სელია წერილებს წერს თავისი ცხოვრების შესახებ და ამ წერილების ადრესატი ღმერთია. მცირეწლოვანი სელია გააუპატიურა მამინაცვალმა, შემდეგ ის გაათხოვეს ასაკით ბევრად უფროს მამაკაცზე, რომელიც გამუდმებით სცემდა და შეუარცხყოფას აყენებდა მას. წიგნი გვიჩვენებს სასტიკ სამყაროს, დანახულს შავკანიანი გოგონას თვალით. რომანი აკრძალულ იქნა ძალადობის მეტად ნატურალურად აღწერის, ავტორის დაინტერესებით რასობრივი საკითხებით და ზედმეტად დეტალურად გადმოცემული სექსუალური სცენების გამო.

ცნობილი აფრო ამერიკელი მომღერალი Jay Z

„შავი ინგლისური“ ხშირად ისმის დიდი ქალაქების ქუჩებში, ისმის   სცენიდან რეპის და ჰიპ–ჰოპის შემსრულებელი აფრო-ამერიკელი მომღერლებისა და ჯგუფებისაგან.  ეს ენა გამოიყენება აფრო-ამერიკულ ეკლესიაში  ბაპტისტური ღვთისმსახურების დროს ქადაგებისას,  სიმღერებისა და ჰიმნების შესრულებისას.

„შავი ინგლისური“ ცნობილია აგრეთვე ებონიქსის სახელით. ეს ტერმინი პირველად 1973 წელს დოქტორ რ.ლ. უილიამსმა გამოიყენა. ტერმინი ბერძნულია  და ნიშნავს ebony (შავი) и phonics (ხმოვანება).

აფრო-ამერიკული ინგლისური ენა, როგორც მოვლენა ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე უბრალო ენობრივი გამოცანა. იგი წარმოადგენს სოციალური, ეთნიკური, კულტურული და პოლიტიკური მიმდინარეობებისა და პრობლემების ნარევს.[3][4][5]

მონობა რედაქტირება

მონობა ამერიკაში დაიწყო მაშინ, როცა პირველი აფრიკელი მონები ჩაიყვანეს ვირჯინიაში, ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიაში, სახელად ჯეიმსთაუნი, 1619 წელს. ამის მიზეზი იყო თამბაქოს მაღალშემოსავლიან ბიზნესში ჰყოლოდათ მონები, რომლებიც უსასყიდლოდ იმუშვებდნენ. სწორედ ასეთები აღმოჩდნენ აფრო-ამერიკელები. მონობა მთლიანად ამერიკის კოლონიების ჩვეულება იყო დაახლოებით XVII-XVIII საუკუნეებში და აფრიკელი ამერიკელი მონები ეხმარებოდნენ ახალ სახელმწიფოს, შეექმა ეკონომიკის საფუძვლები. 1793 წელს ბამბის საწმენდი დანადგარის გამოგონებამ გაამყარა  მონების ყოლის მნიშვნელობა და აუცილებლობა სამხრეთის ეკონომიკაში. მე-19 საუკუნის შუა ხანებში ამერიკის დასავლეთის ექსპანსია მიმდინარეობდა, ჩრდილოეთში მიმდინარე მოძრაობების ფონზე მონობის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც შეიძლებოდა პროვოცირება მოეხდინა და სახელმწიფო გაეხლიჩა და ამ ყველაფერს ამერიკა სამოქალაქო ომამდე მიეყვანა. ეს იყო 1861-65 წლებში. შედეგად გათავისუფლდა 4 მილიონი მონა. მონობამ დატოვა გარკვეული კვალი ამერიკის ისტორიაში, რომელიც გრძელდებოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, რეკონსტრუქციის ხმაურიანი წლებიდან ( 1865-77 ) სამოქალაქო უფლებების მოძრაობამდე, რომელიც გამოჩნდა 1960-იან წლებში.  მიუხედავად გათავისუფლებისა, დაახლოებით ერთი საუკუნის განმავლობაში მათ ვერ მოახერხეს საზოგადოებაში სრულყოფილი ადგილის დამკვიდრება.

მონობის დამკვიდრება ამერიკაში რედაქტირება

აფრო-ამერიკელი მონები პლანტაციებში

მე-17 საუკუნის დასაწყისში, ჩრდილოეთ ამერიკის ევროპელმა ახალმოსახლეებმა აფრიკელი მონები გამოიყენეს, როგორც უფრო იაფი და ხარისხიანი მუშახელი, იმათთან შედარებით, ვისაც ისინი ამაში ფულს უხდიდნენ. ასეთ მუშახელს ძირითადად უფრო ღარიბი ევროპელები წარმოადგენდნენ. 1619 წლიდან, როდესაც გერმანულმა გემმა 20 აფრიკელი ჩამოიყვანა ბრიტანეთის კოლონიის სანაპიროზე, ვირჯინიაში, ჯეიმზთაუნში, ეს მონები განსახლდნენ ამერიკის მთელ ტერიტორიაზე. მე-18 საუკუნეში 6-7 მილიონი მონა გადმოიყვანეს „ახალ სამყაროში“. ეს, რა თქმა უნდა, აფრიკის კონტინენტს „ართმევდა“ ყველაზე მარჯვე და ჯანმრთელ ქალებსა და კაცებს, რომლებიც კონტინტის განვითარების მთავარი ძალა უნდა ყოფილიყვნენ. XVII-XVIII  საუკუნეებში შავკანიანი მონები ძირითადად მუშაობდნენ თამბაქოზე, ბრინჯსა და ამორფის პლანტაციებზე, რომლებიც ძირითადად სამხრეთ სანაპიროებზე იყო განლაგებული. ამერიკული რევოლუციის შემდეგ ( 1775-1789 ) ბევრმა  კოლონისტმა ( განსაკუთრებით ჩრდილოეთში, სადაც მონობა იყო შედარებით უმნიშვნელო ეკონომიკის თვალსაზრისით) შავი მონების ჩაგვრის დაკავშირება დაიწყო მათი ბრიტანელების მიერ ჩაგვრასთან, იმ მიზნით, რომ მონობა გაეუქმებინათ. ომის დასრულების შემდეგ როგორღაც ახალმა ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციამ ჩუმად აღიარა ინსტიტუტი, რომელიც თვლიდა ერთ მონას, როგორც ადამიანის სამ მეხუთედად იმ მიზნით, რომ კონგრესში წარედგინათ უფრო ნაკლები რაოდენობის მონა, ვიდრე ეს სინამდვილეში იყო და რომელიც იძლეოდა იმის გარანტიას, რომ მათ კვლავ ექნებოდათ იმის შესაძლებლობა, რომ ეს მონები ისევ თავიანთ დაქვემდებარებაში მოექციათ და გამოეყენებინათ სხვადასხვა სამუშაოებში.

ბამბის საწმენდი ქარხნის მნიშვნელობა რედაქტირება

მე-18 საუკუნის ბოლოს მიწა, რომელიც თამბაქოს გასაზრდელად გამოიყენებოდა გამოიფიტა. სამხრეთი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დადგა. ამ ყველაფრის შემდეგ მონობის ზრდის გაგრძელება ამერიკაში უკვე ეჭვის ქვეშ დგებოდა. დაახლოებით იმავე დროს ტექსტილის ინდუსტრიის მექანიზაცია ინგლისში იწვევდა დიდ მოთხოვნას ამერიკულ ბამბაზე. სამხრეთის მოსავალი შემცირდა იმის გამო, რომ უკვე რთული ხდებოდა ბამბის ხელით, მექანიზმის გარეშე, დაცალკევება. სწორედ ამის შემდგომ, 1793 წელს იანკების სკოლის მასწავლებელმა , სახელად ელი ვიტნიმ, გამოიგონა ბამბის საწმენდი მექანიზმი, უბრალო მექანიკური მოწყობილობა, რომელიც სწორად აცლიდა მარცვალს. ამ მოწყობილობამ ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და მალევე გავრცელდა. სულ რამდენიმე წელში სამხრეთი გადავიდა თამბაქოს მსხვილი წარმოებიდან ბამბის მსხვილ წარმოებაზე. ამან განაპირობა რეგიონის დამოკიდებულება მონათა შრომაზე.

მონობა ჩრდილოეთში ფართოდ გავრცელებული არ იყო, თუმცა ბევრი რეგიონის ბიზნესმენები გამდიდრდნენ მონათა ვაჭრობით და სამხრეთის პლანტაციებში დიდძალი ინვესტიციების ჩადებით. 1774  და 1804 წლებს შორის ჩრდილოეთის ყველა შტატმა გააუქმა მონობა. ჩრდილოეთში მონობის გაუქმებას სამხრეთისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა 1808 წელს აკრძალა აფრიკელ მონათა ვაჭრობა.  თუმცა მიუხედავად აკრძალვებისა, შიდა ვაჭრობა მაინც ყვაოდა და მომდევნო 50 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში მონათა რაოდენობა დაახლოებით გასამმაგდა. 1860 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 4 მილიონს მიაღწია, რომელთა ნახევარზე მეტი სამხრეთის იმ ნაწილებში ცხოვრობდა, სადაც ბამბას აწარმოებდნენ.

მონები და მონათმფლობელები რედაქტირება

მონები სამხრეთში, წინა საომარი პერიოდის დროს, შეადგენდნენ სამხრეთის მოსახლეობის ერთ მესამედს. მონათა უმრავლესობა ცხოვრობდა დიდ ფერმებში ან პატარა პლანტაციებში. ბევრი მონათმფლობელი 50-მდე მონას ფლობდა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. მონათმფლობელები მონებისგან მოითხოვდნენ, ყოფილიყვნენ მათზე სრულად დამოკიდებულნი და მონები, რომლებიც წესით და რიგით ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, მათთვის უბრალოდ უსულო საგნებად ითვლებოდნენ. შემზღუდველი კოდექსის სისტემა მართავდა და განაგებდა მონათა ცხოვრებას და ისინი ვალდებულნი იყვნენ დამორჩილებოდნენ ამ წესებს. მათ აკრძალული ჰქონდათ ესწავლათ წერა-კითხვა და მათი საქციელი თუ უბრალო მოძრაობა შეზღუდული იყო. ზოგ პატრონს მონა ქალებზე სექსუალური თავისუფლებაც კი ჰქონდა. მორჩილ მონათა საქციელი ჯილდოვდებოდა გარკვეული სახის მოწყალებებით მონათმფლობელთა მხრიდან, მაშინ როდესაც მეამბოხე მონები სასტიკად ისჯებოდნენ. მკაცრი იერარქია მონებს შორის ( პრივილეგირებული სახლის მონებიდან და  მარჯვე ხელოსნებიდან დაწყებული მინდვრის მუშებით დამთავრებული ) ეხმარებოდათ მათ გაეცალკევებინათ მონები ერთმანეთისგან და ასეთ შემთხვევაში ნაკლები შანსი იყო იმისა, რომ ისინი აბუნტებულიყვნენ საკუთარი მონათმფლობელის წინაშე, რადგან ისინი ყველანი ერთ დონეზე არ იყვნენ და განსხვავებული უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობდნენ. მონათა ქორწინება არ იყო ლეგალური, მაგრამ ისინი ქორწინდებოდნენ და დიდ ოჯახებსაც ქმნიდნენ. მონათმფლობელთა უმეტესობა ამ პრაქტიკას ხელს უწყობდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უყოყმანოდ შეეძლოთ ეს ოჯახები დაეშალათ საკუთარი ინტერესების გამო, მაგალითდ ეს შეიძლება ყოფილიყო ოჯახის სხვადასხვა წევრთა სხვადასხვა ადგილზე გაყიდვა ან სხვა ტერიტორიაზე გაგზავნა. მონათა აჯანყებები ხდებოდა სისტემის შიგნით ( გამორჩეული აჯანყებებია: გაბრიელ პროსერის მიერ რიჩმონდში 1800 წელს და ჩარლზტონში დენმარკ ვესის მიერ 1822 წელს ),  თუმცა  მათგან რამდენიმე წარმატებულად დამთავრდა. მონათა აჯანყებებს შორის ის, რომელმაც თეთრი მონათმფლობელები შეაშინა, მოწყობილი იყო ნეთ ტერნერის მიერ, საუზ ჰემპტონის მუნიციპალიტეტში, ვირჯინიაში, 1831 წლის აგვისტოში. ტერნერის ჯგუფმა, რომელიც დაახლოებით 75 შავკანიანი მონისგან შედგებოდა, 60 თეთრკანიანი მოკლა დაახლოებით 2 დღეში, მანამ სანამ ადგილობრივი თეთრკანიანები შეიარაღებულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ და ჩამოსულ მილიციონერთა ძალები გაანადგურებდნენ მათ. მონობის მხარდამჭერები ტერნერის აჯანყებას თვლიდნენ იმის მტკიცებულებად, რომ შავკანიანები არსებითად ბარბაროსები იყვნენ, რომლებიც აუცილებლად საჭიროებდნენ ისეთ ინსტიტუტს, როგორიცაა მონობა, იმისთვის, რომ დისციპლინირებულნი ყოფილიყვნენ. ნეთ ტერნერის აჯანყებამ დააშინა სამხრეთის მონათმფლობელები და ამის შემდეგ მათ გადაწყვიტეს უფრო მკაცრად შეეზღუდათ მონათა უფლებები, როგორიცაა მათი განათლება, გადაადგილება და მონათა ერთობლიობა. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ შეეზღუდათ მათი ერთად ყოფნის დრო და რაც შეიძლება მეტად დაეცალკევებინათ. ჩრდილოეთში სამხრეთელი შავკანიანების რეპრესიათა ზრდა იწვევდა აჯანყებათა რიცხვის ზრდას.

აბრაამ ლინკოლნი

სამოქალაქო ომი და განთავისუფლება რედაქტირება

სამხრეთისთვის ახალი ერის დასაწყისი იყო რესპუბლიკელი კანდიდატის, აბრაამ ლინკოლნის პრეზიდენტად არჩევა. ლინკოლნის პოლიტიკა მონობას ეწინააღმდეგებოდა. აჯანყება გახდა სამოქალაქო ომის წინაპირობა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მონები შტატის მიუხედავად იმ დღიდან დაწყებული უნდა ყოფილიყვნენ თავისუფალი. გათავისუფლდა 3 მილიონი აჯანყებული მონა. ამ ომში დაღუპულთა რიცხვი 620 000-ს აღწევდა. ეს იყო კონფლიქტი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ამერიკის ისტორიაში.

მონობის კვალი რედაქტირება

სამოქალაქო ომის შემდეგ გათავისუფლებული შავკანიანი მონის სტატუსი შეიცვალა და ელოდებოდა სხვადასხვა გამოწვევებს რეკონსტრუქციის სხვადასხვა პერიოდში. ყოფილმა მონებმა მიიღეს სამოქალაქო უფლებები და თანასწორობა. 1870 წელს მათ მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ხშირად კონსტიტუციის დადგენილება იგნორირებული იყო და რთულდებოდა ყოფილ მონათა უფლებების დაცვა.

მიუხედავად იმისა, რომ შავკანიან მოსახლეობას დიდი წვლილი მიუძღოდა ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში, აფრო-ამერიკელთათვის რეკონსტრუქცია მაინც ხელის შემშლელი აღმოჩნდა, რადგან იქმნებოდა რასისტული ორგანიზაციები, რომლებიც გარკვეულ წარმატებას აღწევდნენ. ერთ-ერთი ამის მაგალითი იყო KU KLUX KLAN. მან პოპულარობა მოიპოვა სამხრეთში 1877 წელს. დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ რასიზმისა და დისკრიმინაციის მიმართ წინააღმდეგობა ამერიკაში, რომელიც მონობის ეპოქაში დაიწყო, წინ უძღოდა სამოქალაქო ომს 1960-იან წლებში, რომელმაც მიაღწია იმას, რომ შავკანიანებმა შეძლეს ესარგებლათ ისეთივე პოლიტიკური და სოციალური უფლებებით, როგორიც თეთრკანიანებს ჰქონდათ.

სოციალური დისკრიმინაციის საფუძვლები და რასიზმი რედაქტირება

ამერიკული ანთროპოლოგიის მამად წოდებული ფრანც ბოასი სოციალური დისკრიმინაციის ფესვებს არა მხოლოდ ყოფაში, მორალში, და ანთროპოლოგიაში ხედავდა, არამედ მიიჩნევდა რომ პრობლემის დიდი ნაწილი მეცნიერული იდეოლოგიის გადმონაშთში მდებარეობდა.[6] ამ მიზეზის გამო, ფრანც ბოასი შეწუხებული იყო მეცნიერული დარგის წინსვლით, რადგან, იგი დააჩქარებდა რასობრივი გაყოფის პროცესს. რამდენიმე წლით ადრე სამუელ ჟორჯ მორტონმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის პროცესშიც მან მოიპოვა 6000-ზე მეტი თავის ქალა. მეცნიერს სჯეროდა, რომ რაც უფრო დიდი იყო ადამიანის თავის ქალა, მით უფრო დიდი იყო მისი ტვინი; ტვინის ზომა კი განაპირობებდა ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს. თითქმის ყველა თავის ქალის შესწავლის შემდეგ მორტონმა დაასკვნა, რომ თეთრი რასა არა მარტო სოციალურად, არამედ ბიოლოგიურადაც აღემატებოდა შავს.[7] ჩატარებულმა ექსპერიმენტმა და მსოფლიო ისტორიამ (მონობამ, თავისუფლების აღკვეთამ, არაადამიანებად შერაცხვამ) შავი რასის დეჰუმანიზაციას დაუდო საფუძველი. დღეს კი მათ, და განსაკუთრებით აფრიკელებს ე.გ. პრიმიტიულ კულტურადაც მოვიხსენიებთ[8] - პრიმიტიულის მნიშვნელობა კი შემდეგია: ყველაზე ძველი რასა, ყველაზე ძველი და მდიდარი კულტურით, რომელმაც სავარაუდოდ ყველა სხვა რასის და ერის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი თავიანთი გამრავლებით. “შავს” დღესდღეობით მხოლოდ უარყოფითი კონოტაციებითაც კი იყენებენ ინგლისურ (და სხვა) ენებში.[9] ენობრივი და ყოველდღიური დაშორება, ალიენაცია “სხვა” რასისგან კი უკვე ქვეცნობიერ სახეს იღებს, რაც გაუთვითცნობიერებულ რასიზმს განაპირობებს.

რასობრივი დანაწევრება საზოგადოებაში ადრეული სტადიიდან იწყება. ეს სოციოლოგიური პრობლემა დასაბამს ბავშვობის ასაკიდან, კერძოდ, სკოლიდან იღებს. სიგნითია ფორდჰემის კვლევა “Capital High” მიჩნეულია, როგორც უნივერსალური სტანდარტი, რადგან ყველა სკოლაში სხვადასვხა კვლევის თანახმად, იგივე დამოკიდებულებაა აფრო-ამერიკელების მიმართ. დამოკიდებულებაში იგულისხმება რასობრივი შედარებები.[10] მრ.მაკგრიფი, რომელიც სკოლის დირექტორი იყო, აფრო-ამერიკელებს იმით ამხნევებდა, რომ თეთრები მათზე მეტს აღწევდნენ და უპირატესი იყვნენ. ის ფორმა რომელსაც დირექტორი იყენებდა, დღევანდელი სტანდარდებით გაუმართლებელია. 1. ის ცდებოდა.[11] სიდნი და მაქსი, ორივე აფრო-ამერიკელი მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც გაცილებით უკეთესად ასპარეზობდნენ ტესტებზე (სტანდარტიზირებულ) ვიდრე სხვები, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ მათ არ უნდოდათ, რომ ეს ასე ყოფილიყო, რადგან სკოლა უკვე შუაზე იყო გაყოფილი, თავიანთი რასა უფრო სპორტით, ცეკვით, და სხვა აქტივობებით იყო დაკავებული, რაც ამ ორ სტუდენტს სერიოზულ მორალურ ზიანს აყენებდა, რადგან მათ არც მეგობრების დაკარგვა სურდათ და არც სწავლაზე ხელის აღება. საბოლოოდ კი ისინი ისევ თავიანთი რასისკენ იხრებოდნენ, არა თვითნებურად არამედ ერთადერთი გამოსავლის გამო. ისინი ბავშვები იყვნენ, შედარებით სუსტები, და არ გააჩნდათ იმის ძალა რომ თავისი გაეტანათ, რადგან განათლების გზა მათთვის გაცილებით უფრო რთული ჩანდა ვიდრე ცეკვის ან სპორტის თამაშის, სადაც აფრო-ამერიკელებს პატივისცემა გააჩნდათ. 2. დირექტორის მიდგომა მოსწავლეების მიმართ ყოვლად მიუღებელია იმ ნორმების გათვალისწინებით, რომ მას სხვანაირად შეეძლო გამოეთქვა თავისი “მხარდაჭერა” ან ბიძგი.[12] მისი სიტყვებით იგი უყალიბებდა არამართებულ აზროვნებას ახალგაზრდებს, რომლებსაც არ ექნებოდათ სიტყვის თავისუფლების შეგრძნება. ეს მუდმივი შედარება თეთრებთან ზღუდავდა პირველივე წლებიდან მათ იდეოლოგიას.[13] აფრო-ამერიკელები იზღუდებოდნენ საკუთარი თავის გამოხატვაში, ისინი ეთნიკურ ერთიანობას პოულობდნენ, რომელიც მათ სურვილს უჩენდათ, რომ ისეთივე ყოფილიყვნენ, როგორც სხვები.[14] ეს პრობლემა, რომელიც რასების შედარებაზე იყო ორიენტირებული სხვადასხვა ფრონტებზე გადიოდა და მათ მთლიან ცხოვრებას ართულებდა.[15]

მსგავსმა მოპყრობამ არაოფიციალურად, მაგრამ მასობრივად ისეთი სკოლების და სამეზობლოების შექმნა განაპირობა, სადაც მხოლოდ ერთი და იმავე კულტურის და რასის მიმდევრები ცხოვრობენ.

აფრო-ამერიკელების რასამ უმტკივნეულესი და ურთულესი გზა გამოიარა და პირველად მონობიდან 1848 წელს[16] მხოლოდ ინგლისში გამოვიდა. მათ სამაოდ დიდ დრო დასჭირდათ იმ ეტაპის მისაღწევად, რასაც თეთრკანიანები 2000 წლის განმავლობაში აღწევდნენ.

აფრო-ამერიკელები თავიანთ განვითარებას და განსაკუთრებით სკოლას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და მიიჩნევენ, რომ სკოლა მათი “გადამრჩენელია”,[17] და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრს სახლშივე სწავლობენ[18] და უკვე არიან დამფრთხალნი მრავალრასობრივი სკოლის იდეისგან, მათთვის განათლება უპირობო გამოსავლად მიიჩნევა. ლეით მულლინგსი, რომელიც იყო ამერიკული ანთროპოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი ვირჯინიაში, თვლის რომ,  სკოლამ არა მარტო კარგი განათლება უნდა მისცეს ახალგაზრდებს, არამედ კარგი ატმოსფერო უნდა შესთავაზოს, რადგან პირველ რიგში იგი კარგი პიროვნებების ჩამოყალიბებაზე უნდა ზრუნავდეს, რაც იმასაც მოიცავს, რომ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და რასები თანაცხოვრებას შეეჩვიონ.

არსებობენ ასევე სკოლები, სადაც სიტუაცია პირიქითაა და უმცირებოსა არ არის დაჩაგრული, თუმცა სოციალური სირთულეები მაინც იჩენს თავს.[19] ასეთ სკოლებშიც შეიძლება შეიქმნას პრობლელემები და ხშირად უფრო დათრგუნულად იგრძნოს თავი  რომელიმე კონკრეტულმა რასამ, მაგრამ აქ უკვე თვითონ სკოლა ხდება ატმოსფეროს შექმნაზე პასუხისმგებელი.  ასეთი ტიპის სკოლებში, მოსწავლეები გაცილებით ხარისხიანად მუშაობენ, შედარებით იმ სკოლებთან სადაც ისინი იმყოფებიან ხანგრძლივი მორალური წნეხის ქვეშ. არსებობს “სოჯორნის სინდრომი”, რომელიც ამ შეხედულებას ამართლებს და ძირითადად ყველა, ვინც ამ სინდრომს იკვლევს ან განიხილავს, დაინტერესებულია აფრო-ამერიკელების რასის განვითარებით და ისინი, მულტიკულტურულ სკოლებს რეკომენდაციას უწევენ.[20] ასეთი სკოლები არა მარტო მათ ინტელექტუალურ, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებასაც ცვლიან.[21]

კულტურული აღქმის და სწორად განვითარების დანერგვა ბავშვობის წლებიდანვე ხდება. დღევანდელ დღესაც, აფრო-ამერიკელები ძირითადად სპორტული შესაძლებლობების, რეპის, ცეკვის, და ჯაზის გამო ფასდებიან.[22] ეს სტერეოტიპები გამომდინარეობს საზადოებიდან, რომლებსაც ადამიანის ცნობიერი თუ ქვეცნობიერი ხელიდან ვერ უშვებს. 30-40 წლის წინ ნიუ-იორკში, MOMA-ში ჩატარდა ჩვენება, სადაც აფრიკული ტომების გამოფენა შერწყმული იყო “პრიმიტივიზმის” მიმდევერების ნამუშევრებით. ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკელი ისტორიკოსი, ანთროპოლოგიის განხრით ჯეიმზ კლიფორდი, თვლის რომ მთლიანი ისტორია, თვალთახედვა, კულტურა, წყალში იყო ჩაყრილი და გატარებული იყო, როგორც “პრიმიტიულის” ფენომენი.[23] კლიფორდი ასევე აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ სამეცნიერო და სხვა სფეროებშიც, ეს დამოკიდებულება მათი გონებრივი შესაძლებლობების მიმართ და ზოგადად კულტურის მიმართ გასტანს უმეტეს სფეორებში. “პრიმიტივიზმი” (მხატვრობაში, როგორც მიმდევრობა) ხშირად პირდაპირი გაგებით რაიმე პრიმიტიულს ასახავს, მარტივს და მისი როგორც დეტალის, “მომენტის” ან იმ წამიერი ემოციით შეფასებას იწვევს. მაგრამ აფრიკული ტომების ხელოვნება სულაც არ მოიცავდა მარტივად რაიმე ერთი “მესიჯის” გადმოცემას, ის პირიქით რელიგიაში დაფუძნებული, ტრადიციებითა და კულტურით სავსე, ხშირად საკმაოდ დახვეწილი ნიმუშიც კი იყო. აფრიკული ტომების ნამუშევრები კი ზუსტად იმ პირველი, პირდაპირი იდეოლოგიით იყვნენ გატარებულნი ადამიანის გონებაში, უფრო მეტიც, “პრიმიტივიზმს” აფრიკულ კულტურულ მხატვრობასთან და ტომეულ მიმდევრობასთან არაფერი აქვს საერთო.[24] ხალხმა ვერ შეძლო არსებული პრობლემის გააზრება და ქვეცნობიერად მთლიანი რასა ისევ პრიმიტუილ სფეროში ჩააგდო, რაც ისევ გაუთვითცნობიერებულ, მაგრამ ნამდვილ აზრებს აყალიბებდა ხალხის და ეთნიკური ჯგუფის მიმართ. ამ გამოფენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან ის არა მარტო რასობრივ, ეთნიკურ, და კულტურულ-ტრადიციულ ფესვებს უარყოფდა, არამედ თვითონ ხელოვნების დარგსაც აუფასურებდა და მის რეპუტაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა - “მოდერნის” / “პრიმიტივიზმის” იდეაც იქარწყლებოდა და ასევე აფრიკული ხელოვნებაც თავისი დიდი ისტორიიდან განცალკევდებოდა, რაც თვითონ მხატვრობის სფეროს კომპეტენციას და “აკადემიის” პრობლემას ისევ წინ წევდა. ნახატების უმეტესობა რელიგიური დატვირთვის იყო და ეს მის მნიშვნელობას აზიანებდა, რადგან მას სხვა მიმდევრობის იდეოლოგია თან ახლდა. რელიგია და ხელოვნება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და აფრო-ამერიკელების ძალიან დიდი პროცენტი რელიგიურია, რაც მათ კულტურულ იერსახესაც განაპირობებს.[25]

ანთროპოლოგი კონრად ფილიპ კოტაკი ფიქრობს, რომ ყოველდღიურობა ისეთივე რასიზმითაა სავსე, როგორც თვითონ რასისტული მომენტები.  იგი თვლის რომ, ხშირად ჩვენ ამას ვერც ვხვდებით ან სულაც ყურადღებას არ ვაქცევთ. პირველი მსოფლიო ომის პერიოდის შემდეგ, კვლავ აქტუალური იყო აფრო-ამერიკელების დასაქმების პრობლემა. ხშირ შემთხვევაში თუ ისინი საქმდებოდნენ, ეს ისევ ფიზიკური სამუშაოთი ვლინდებოდა ან რაიმე შედარებით “მდაბიო” პირობებით.[26] მორტონის შემდეგ, კვლავ განხილვის თემად იქცა აფრო-ამერიკელების “ტვინზე” და გონებრივ შესაძლებლობეზე საუბარი. მეცნიერებმა ჰერსტეინმა და მურრაიმ ვინც ე.გ. I.Q. ტესტები გამოიგონეს ნახეს რომ აფრო-ამერიკელებს უარესი შედეგები ჰქონდათ თეთრკანიანებთან შედარებით,[27] რამაც თავიდან დაიწყო დისკუსია მათ გონებრივ სიძლიერეზე. თვითონ მეცნიერები ძალიან ეცადნენ დისკრიმინაციისგან თავის არიდებას, მაგრამ ის მეცნიერები, ვინც მათ მხარს უჭერდნენ იმავე აზრზე არ იყვნენ და წამოწიეს ყველა ის საკითხი, რომელიც ერთი ტესტის გამო მთლიან რასას “მარხავდა”.[28]

ძალიან ბევრ სტუდენტს ინტერ-რასობრივი სკოლებიდან უთქვამს, რომ მათი ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი და იოლი გამხდარა. მათ ადვილად შეუძენიათ მეგობრები და საერთო ინტერესის სფეროში უასპარეზიათ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებთან ერთად.[29] ეს მათ უკეთესად ამზადებდა ცხოვრებისთვის და ელემენტარულ უყურადღებობას არ ავითარებდა სხვების მიმართ. მსგავს სკოლებს მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ დღევანდელი კულტურის და საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რადგან ბოლო წლებში არა მხოლოდ დასავლური ქვეყნები, არამედ მთელი მსოფლიო ნელ-ნელა ინტერკულტურული ხდება და სხვა ტრადიციის, კანის ფერის, თუ რელიგიის მიღება ადამიანში ბუნებრივი ხდება. ამერიკელი ანთროპოლოგი მაურინ მაჰუნი თავის წიგნში წერს, რომ ხელოვნური ტოლერანტობა ჩაითველბა ერთსულოვნებად, რადგან უმოქმედობაც მოქმედებაა. მას მიაჩნია, რომ ერთიანი ცხოვრება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის თანამედროვე საზოდაგადოებაში.[30]

“I learned how to do the white people's game,” (Mullings, 16) ამბობდნენ მულტიკულტურული სკოლის მოსწავლეები და იმავეთი პასუხობდნენ თეთრები. ლეით მულინგსი ფიქრობს, რომ ადამიანის გათვითცნობიერება პირველივე დღეებიდან იწყება და ადამიანის გონებრივი შესაძლებლობა არც მისი კანის ფერით და არც ეთნიკურობით არ განისაზღვრება. მულინგსი თავის ნაშრომში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ყველა ინდივიდს თანაბარი პოტენციალი გააჩნია და ყველა ინდივიდის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაში, საზოგადოებამ  უნდა შექმნას სათანადო გარემო.

სეგრეგაცია რედაქტირება

„ჯიმ კროუს კანონები“ რედაქტირება

მე-19 საუკუნის ბოლოს  სახელი ჯიმ კროუ  გამოიყენებოდა შავკანიანების დასაცინად და ამიტომ, იმ კანონების კრებულს, რომელიც ძალაში 1890 წელს შევიდა, ხშირად „ჯიმ კროუს კანონებს“ უწოდებდნენ. ეს კანონები იყო რასობრივი სეგრეგაციის შესახებ, რომლებიც ითვალისწინებდა თეთრკანიანებისა და შავკანიანების  სეგრეგაციას საზოგადოებრივ ადგილებში, ტრანსპორტში, სკოლებში და ა.შ. ეს კანონი მაშინ ამოქმედდა, როცა ლუიზიანაში ოფიციალურად დაკანონდა სეგრეგაცია რკინიგზის ტრანსპორტზე. როგორც ჯერ კიდევ 1883 წელს დაადგინა უზენაესმა სასამართლომ "ორი რასის იძულებითი გაყოფაში არ იგულისხმება ფერადკანიანი რასის არასრულყოფილების იდეა”. ძალაში თანდათან შევიდა პრინციპი "გაყოფილები, მაგრამ თანაბრები”. 1915 წლიდან სეგრეგაცია ყველა შტატში დაკანონდა. შავკანიანებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უნდა გადაეხადათ მაღალი გადასახადი და ჩაებარებინათ ტესტი, რაც ითვალისწინებდა კონსტიტუციისა და დამოუკიდებლობის დეკლარაციის ზეპირად. 

სეგრეგაცია  არ ეხებოდა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობას, აფრო-ამერიკელების უფლებები თითქმის ყველა ასპექტში იზღუდებოდა. მაგალითად, ნებისმიერი გამყიდველი უნდა მომსახურებოდა ან მხოლოდ თეთრკანიანებს, ან მხოლოდ შავკანიანებს; ორი განსხვავებული რასის წარმომადგენლების ქორწინება ოფიციალურად არ დაკანონდებოდა და ასეთი ქორწინება ისჯებოდა ჯარიმით ან პატიმრობით; დაუშვებელი იყო შავკანიანისა და თეთრკანიანის ერთ კამპანიაში ყოფნა, ანუ ისინი ვერ ითამაშებდნენ ერთად თუნდაც ბანქოს ან სხვა რამეს. 

რაც შეეხება სეგრეგაციას სამართლებრივი კუთხით, ერთი და იგივე დანაშაულზე თეთრკანიანი შეიძლება დაეჯარიმებინათ, ხოლო შავკანიანი ლინჩის წესით გაესამართლებინათ. აფრო-ამერიკელების ლინჩის წესით გასამართლება მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მოსახლეობის საყვარელი გასართობი იყო. ხალხის დიდი ჯგუფი იკრიბებოდა და უყურებდა, თუ როგორ აწამებდნენ შავკანიანებს თუნდაც უმნიშვნელო დანაშაულისთვის, სიკვდილის შემდეგ კი ხანდახან გარდაცვლილის სხეულის ნაწილებს სუვენირად ყიდიდნენ.  ლინჩის წესით გასამართლების ანტიკონსტიტუციურად ცნობის მცდელობები არაერთხელ ჩავარდა (უკანასკნელად 1940 წელს), რადგან სამხრეთელი სენატორები და კონგრესმენები კანონპროექტს ხმას არ აძლევდნენ, ხოლო პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა შავკანიანი ორგანიზაციების თხოვნას ლინჩის წესით გასამართლების აკრძალვასთან დაკავშირებით უპასუხა, რომ არ სურს მოამავალი არჩევნების წაგება. 

სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მართინ ლუთერ კინგი რედაქტირება

სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლა იწყება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისში.  ამ ბრძოლის ლიდერი და აფრო-ამერიკელების მთავარი უფლებადამცველი იყო მარტინ ლუთერ კინგი, თუმცა მისი ბრძოლის ინსპირაცია იყო როზა პარკსი.

სეგრეგაციის გაუქმება ტრანსპორტში რედაქტირება

საქალაქო ავტობუსებში შავკანიანებს უფლება არ ჰქონდათ, რომ ავტობუსის წინა რიგები დაეკავებინათ, რადგან ეს ადგილები თეთრკანიანებს ეკუთვნოდათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტობუსი სულ ცარიელი იყო, მაშინაც კი არ შეეძლოთ შავკანიანებს წინ დაჯდომა. მეტიც,  იმდროინდელ ავტობუსებში ბილეთის შეძენა მხოლოდ ავტობუსის წინა ნაწილში იყო შესაძლებელი და ხშირად, როცა შავკანიანები ბილეთს ავტობუსის წინა ნაწილში იძენდნენ და შემდეგ ავტობუსიდან ჩადიოდნენ , რათა უკანა მხარეს ასულიყვნენ, ამ დროს ავტობუსის მძღოლები, რომლებიც , რა თქმა უნდა, თეთრკანიანები იყვნენ სპეციალურად ძრავდნენ ავტობუსს, რათა შავკანიანები ვეღარ ამოსულიყვნენ. ასევე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შავკანიანები თავიანთ ადგილას ისხდნენ,ხოლო თეთრკანიანებისთვის ადგილი აღარ იყო ავტობუსში, მაშინ შავკანიანები ვალდებულნი იყვნენ მათთვის თავიანთი კუთვნილი ადგილი დაეთმოთ. თუ შავკანიანები ამ წესებს არ დაემორჩილებოდნენ, მაშინ მათ აპატიმრებდნენ.

1955 წელს  შავკანიანი ქალბატონი როზა პარკსი მგზავრობდა ავტობუსით, როდესაც ავტობუსში თეთრკანიანთა ჯგუფი ამოვიდა. მძღოლმა როზა პარკსს ადგილის დათმობა მოსთხოვა, თუმცა შავკანიანმა ქალბატონმა იმ დროისათვის წარმოუდგენელი რამ გააკეთა-მან ადგილი თეთრანიანებს არ დაუთმო.

"მძღოლმა მითხრა, რომ თუ არ ავდგებოდი, პოლიციას გამოიძახებდა. მე ვუპასუხე, გამოიძახე-მეთქი. მან ეს გააკეთა. პოლიცია მოვიდა და დამაპატიმრეს.”

როზა პარკსი ციხეში რამდენიმე დღე იჯდა და სეგრეგაციის კანონის დარღვევისათვის 14 დოლარით დააჯარიმეს. ამ ფაქტის შემდეგ, პარკსის საქციელით განცვიფრებული ახალგაზრდა მოძღვარი მარტინ ლუთერ კინგი სათავეში ჩაუდგა მოძრაობას, რომელიც სეგრეგაციის წინააღმდეგ და აფრო-ამერიკელების უფლების დასაცავად იბრძოდა.  იგი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პირველ მასობრივ კამპანიას ჩაუდგა სათავეში და ქალაქის ავტობუსებს ბოიკოტი გამოუცხადა.  იმის გამო რომ მონტგომერიში( ქალაქში სადაც ეს მოვლენები განვითარდა) მოსახლეობის 75 პროცენტს შავკანიანები წარმოადგენდნენ და ყველა შავკანიანი მხოლოდ ფეხით გადაადგილდებოდა, ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანიბი მალე გაკოტრების საშიშოების წინაშე დადგნენ. 1956 წლის ნოემბერში შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ავტობუსებში სეგრეგაცია არაკონსტიტუციურად გამოაცხადა - და ბოიკოტიც ამით დასრულდა.როზა პარკსის სახელი ისტორიის სახელმძღვანელოებში შევიდა – სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობა კი შეერთებულ შტატებში მთელი სიმძლავრით დაიწყო. ავტობუსების ბოიკოტის კამპანიით საკუთარი ორგანიზატორული შესაძლებლობების გამოვლენის შემდეგ, მარტინ ლუთერ კინგი ამ მოძრაობის ლიდერი გახდა.  მთავარი იდეა, რატომაც მარტინ ლუთერ კინგს სურდა, რომ ავტობუსში თეთრკანიანები და შავკანიანები ერთად დამსხდარიყვნენ იყო ის, რომ თუ ავტობუსში სეგრეგაცია აღარ იქნებოდა, მაშინ სეგრეგაციის კანონის მნიშვნელობა ზოგადად უკვე აზრს დაკარგავდა, ანუ მთავარი იყო პირველი ნაბიჯის ზუსტად გადადგმა, ხოლო დანარჩენი შემდეგ უკვე თავისთავად მოხდებოდა. მარტლაც, ამ ფაქტის შემდეგ უკვე სეგრეგაციის გაუქმება სხვა ადგილებშიც დაიწყო.

სეგრეგაციის გაუქმება სკოლებში, „ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ“ რედაქტირება

1951 წელს მოქალაქე ოლივერ ბრაუნმა საკუთარი ქალიშვილის საელით მიმართა სასამართლოს სკოლის საბჭოს წინააღმდეგ, რადგან მას სურდა, რომ მის გოგონას ევლო თეთრკანიანებისათვის განკუთვნილ სკოლაში, რომელიც მისი სახლიდან 5 კვარტლის მოშორებით იყო (შავკანიანების სკოლა კი 21 კვატლის მოშორებით).  მიუხედავად იმისა, რომ კანზასის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ამ ამბის შემდეგ სხვა შტატის მაცხოვრებლებმაც დაიწყეს ამგვარი საჩივრების შეტანა სასამართლოში. როდესაც ცხადი გახდა, რომ უკვე ძალიან ბევრი შავკანიანი ითხოვდა შვილის თეთრკანიანთა სკოლაში ტარებას, მაშინ ეს საქმე უზენაეს სასამართლოს გადაეცა და დადგინდა, რომ სეგრეგაცია სკოლებში ეწინააღმდეგება აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებას, რომელიც "კანონების მხრიდან თანაბარ დაცვას” ითვალისწინებს. იურიდიულად სეგრეგაცია სკოლებში აიკრძალა, თუმცა ბევრ შტატში ამ აკრძალვას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. მაგალითად, ალაბამას შტატში გამოაცხადეს, რომ უზენაესი სასამართლოს დასკვნას ძალა არ აქვს იმ შემთხვევაში, თუ  იგი შტატის შიდა კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. არკანზასის შტატში, ამ კანონის გაუქმების შემდეგ, სკოლაში შტატის შიდა ჯარისკაცები დააყენეს, რათა იქ შავკანიანი მოსწავლეები არ შესულიყვნენ, თუმცა როდესაც ეს ფაქტი გახმაურდა, მთავრობამ ამ ქალაქში 1200 ჯარისკაცი გააგზავნა, რომელიც დაიცავდა შავკანიან მოსწავლეებს და მიაცელებდა მათ სკოლაში. ამ გზით თეთრკანიანი მოსახლეობა ნელ-ნელა კარგავდა ძალას და საბოლოოდ დიდი დამცირებისა და დაცინვის შემდეგ იმ შავკანიანმა ბავშვებმა, რომლებმიც პირველი შავკანიანი მოსწავლეები იყვნენ არკანზასის თეთრკანიანთა სკოლაში, დაამთავრეს თეთრკანიანთა სკოლა.

სეგრეგაციის გაუქმება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რედაქტირება

1961 წელს ჯორჯიის შტატში დაიწყო კამპანია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სეგრეგაციის წინააღმდეგ.  აქტივისტებს შეუერთდა მარტინ ლუთერ კინგიც და მისი ორგანიზებით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.  ამის საპასუხოდ, ქალაქ ოლბანის მთავრობამ დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები და პარალელურად დაიკეტა პარკები, ბიბლიოთეკები და სხვა ადგილები დესეგრეგაციის შესაჩერებლად. ქალაქში მცხოვრები შავკანიანი მოსახლეობის 5 პროცენტი ციხეში მოხვდა. ეს კამპანია წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ ამ მოვლენებიდან ძალიან მალე  ,,რასობრივი თანასწორობის კონგრესის” წევრებმა დაიწყეს ე.წ. ,,თავისუფლების მოგზაურობების” ორგანიზება. ამ კონგრესის წევრი თეთრკანიანები და შავკანიანები მიემგზავრებოდნენ სამხრეთში, სადაც ისინი დემონსტრაციულად, ერთად სადილობდნენ სეგრეგირებულ სასადილეობსა და სასტუმროებში და ამ გზით გამოხატავდნენ ისინი პროტესტს. პარალელურად, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ხდებოდა ზეწოლა აშშ-ზე ლინჩის წესით გასამართლებასა და სეგრეგაცის კანონზე და ამიტომ ამერიკის უზენაესმა სასამართლომ „ჯიმ კროუს კანონების“ რამდენიმე პუნქტი ანტიკონსტიტუციურად ცნო. 1964 წელს პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა გამოსცა აქტი სამოქალაქო უფლებების შესახებ. რასობრივი დისკრიმინაცია საზოგადოებრივ ადგილებში, როგორიცაა თეატრები, ეკლესიები, სასტუმროები და საავადმყოფოები _ აიკრძალა.

დასახლება რედაქტირება

აფრო-ამერიკელთა ხვედრითი წილი აშშ-ის მთლიან მოსახლეობაში უკუპროპორციულად იკლებს ადრეული პერიოდიდან. მე-19 საუკუნის განმავლობაში 50-90 %-მდე აფრო-ამერიკელები ცხოვრობდნენ აგრარულ სამხრეთში. 1970-იან წლებში ნახევარზე მეტი მათგანი გადასახლდა ჩრდილოეთით და ქალაქურ დასახლებებში. ამერიკის 2000 წლის მონაცემებით, 54% აფრო-ამერიკელი ცხოვრობდა სამხრეთში , 19% - შუა დასავლეთში , 18% - ჩრდილო - აღმოსავლეთში და 10% - დასავლეთში.

ეკონომიკა რედაქტირება

საარსებო საშუალება რედაქტირება

აფრო-ამერიკელები არიან ამერიკის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მისი დაარსების დღიდან. ეკონომიკა ძირითადად ემყარებოდა დამონებული ხალხის შრომას.

აფრო-ამერიკელები იყვნენ ამერიკის აგრარული მეურნეობის მთავარი ღერძი. რკინიგზები, ქარხნები, საცხოვრებელი ბინები და სავაჭრო დაწესებულებები ხშირად, სწორედ, მათი აშენებული იყო. მაგრამ ახლა აფრო-ამერიკელები ჩართული არიან ამერიკის ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, თუმცა ზოგიერთ სექტორში მათი ჩართულობა განსაკუთრებით გამოირჩევა. ისინი ყველაზე მეტად ჩართული არიან ინდუსტრიულ საქმიანობაში. აფრო-ამერიკელთა დანარჩენი ნაწილი შორს არიან მცირე ბიზნესისგან და იღებენ განათლებას და გვევლინებიან ისეთი პროფესიებით როგორებიცაა: პედაგოგები, ადვოკატები, ექიმები, მენეჯერები და ა.შ. ეს გამოწვეულია ადრეულ პერიოდში მათ დისკრიმინაციით ბიზნესის სფეროში , რომელიც მთელ სამხრეთში იყო გაბატონებული. აფრო-ამერიკელები ამ პროფესიებით გვევლინებოდნენ იმ საზოგადოებებში , სადაც ისინი დასჭირდებოდათ.

კომერციული საქმიანობა რედაქტირება

ბოლო 20 წლის განმავლობაში, ადრეული პერიოდისგან განსხვავებით , მათ მიერ დაწყებულ ბიზნესთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა. სეგრეგაციის პერიოდში ბევრი ცალკე მდგომი ბიზნესი აფრო-ამერიკელთა მოხერხებულობის გამო ყვაოდა. როდესაც სამოქალაქო უფლებების მოძრაობამ დაასრულა წვრილმან დისკრიმინაციათა უმრავლესობა და შესაძლებელი გახდა ევაჭრათ და ყოფილიყვნენ, ასევე, მყიდველები სხვადასხვა მაღაზიაში , აფრო-ამერიკელთა გაერთიანებებში არსებული ბიზნესი დაზარალდა.

შრომითი დაყოფა რედაქტირება

განსაკუთრებით დიდ და მნიშვნელოვან როლს აფრო-ამერიკელთა საზოგადოებაში თამაშობენ ქალები. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ , ეკონომიკურ თუ სხვადასხვა საქმიანობაში ლიდერთა სახით გვევლინებიაბ ისევ და ისევ ქალები. როგორც ცნობილია , აფრიკელ ამერიკელ ოჯახებთა უმრავლესობაში ქალიცა და მამაკაციც თანაბრად არიან დასაქმებული.

სისხლით ნათესაობა რედაქტირება

სისხლით ნათესაობა და შთამომავლობა რედაქტირება

აფრიკელი ამერიკელები ხშირად იყენებენ ტერმინებს: „ და “ ან „ ძმა “. ასე ხდება იმიტომ , რომ ამით გამოხატავენ შესაძლებლობას , მათ შორის ნათესაური კავშირის არსებობისა. მონობის პერიოდში ერთი და იმავე ოჯახიდან ხშირად ყიდდნენ მათ წევრებს სხვადასხვა მემამულეებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ ახალ სახელს არქმევდნენ და ამის გამო შეიძლებოდა ოჯახის წევრებს სხვადასხვა გავრი ჰქონოდათ. აფრო-ამერიკელთა უმეტესობას ჰქონდათ ის გვარები, რომლებიც თავისმა ახალმა „მეპატრონეებმა“ მიანიჭეს და არა ის რაც ოჯახიდან მოჰყვებოდათ. ისინი არ იყო აფრიკული სახელები, მაგრამ იყო ინგლისური, გერმანული, ფრანგული და ა.შ. აფრო-ამერიკელთა მხოლოდ მცირე ნაწილს თუ შეეძლო საკუთარ წინაპართა კვალის მიგნება.

ქორწინება და ოჯახი რედაქტირება

ქორწინება რედაქტირება

აფრო-ამერიკელთა ქორწინება და ნათესაობა სხვადასხვა სახისაა. მიუხედავად ამისა, ახლა ისინი მიმართავენ ქორწინების იმ სახეს, რომელიც ამერიკელთა უმრავლესობისთვის არის მიღებული. მონოგამია ( ერთქმრიანობა ან ერთცოლიანობა ) არის ყველაზე გავრცელებული არჩევანი დაქორწინებულ წყვილს შორის. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ისლამის გავრცელებასთან ერთად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც პოლიგამიას ( მრავალქმრიანობა, მრავალცოლიანობა ) ანიჭებენ უპირატესობას. დასაოჯახებელ მამაკაცთა მცირე ნაწილი ცდილობს იპოვოს ახალი გზები, თუ როგორ შეინარჩუნონ ტრადიციები და აღზარდონ შვილები.

ოჯახი რედაქტირება

აფრო-ამერიკელ მოსახლეობაში იქმნებოდა ოჯახები, რომელთა წევრებიც ერთმანეთს მოიხსენიებდნენ სიტყვებით, როგორებიცაა: მამა, დედა, დეიდა, ბიძა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის სისხლით ნათესაობა შეიძლება სულაც არ ყოფილიყო. მათ განსაკუთრებით უყვართ ბავშვები და სჯერათ, ოჯახი, რომელსაც ბევრი შვილი ჰყავს, ბედნიერი და იღბლიანია. ამიტომ უჩვეულო სულაც არ არის თუ მათ ოჯახში ოთხზე მეტ შვილს აღმოაჩენთ.

სოციალიზაცია რედაქტირება

აფრო-ამერიკელ ბავშვთა პიროვნებად ჩამოყალიბება ოჯახში ხდება , თუმცა ეკლესიაც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. მშობლებს აქვთ იმედი , რომ ოჯახის სხვა წევრები დასჯიან , მითითებებს მისცემენ და იზრუნებენ ბავშვთ ყოფაქცევაზე იმ შემთხვევაში  თუ ეს ოჯახის წევრები ძალიან ახლობლები არიან ბავშვისთვის და ის მათ კარგად იცნობს. პიროვნებად ამოყალიბების პროცესში დიდი როლი უჭირავს წეს-ჩვეულებებსა და რელიგიურ რიტუალებს. აფრიკელი ბავშვის სოციალიზაციის ნიმუშში იზრდება ინტერესი აფროცენტრული მოძრაობის გამომჟღავნების . მშობლები ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე აცნობენ „mfundalai-ის“ წეს-ჩვეულებებს , რათა ბავშვი აღიზარდოს ისტორიულ კონტექსტში და არ დაივიწყოს ტრადიციები. აფრო-ამერიკელი ბავშვებისთის ამ წესებმა თითქოს ჩაანაცვლეს რელიგიური წეს-ჩვეულებები. მშობლების მხრიდან უნდობლობა საჯარო სკოლების მიმართ გაჩნდა დაახლოებით 1960-90 წლებში, რადგან აფრო-ამერიკელებს სჯეროდათ , რომ ძალიან რთული იქნებოდა მათ შვილებს გამოემუშავებინათ თავდაჯერებულობის გრძნობა მასწავლებლების დახმარებით , რომლებსაც არ ესმოდათ ან იყვნენ გულგრილები კულტურის მიმართ. დაარსდა ახალგაზრდული კლუბები , რომლებმაც ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვეს საზოგადოებაში და მათ ხშირად უწოდებენ „ქუჩის განგსტერებს“ , თუ ისინი დანაშაულებრივ საქმიანობაში მიიღებენ მონაწილეობას. საეკლესიო ჯგუფები და გაერტიანებათა ცენტრის ორგანიზაციები ამგვარი ჯგუფების პოზიტიურ მხარეზეა ორიენტირებული. მასში ერთიანდებიან არაერთი აფროცენტრული ქარხანა და დაინტერესებული ადამიანები , რომლებიც ატრენინგებენ ახალგაზრდებს და აცნობენ მათ ტრადიციებსა და ჩვეულებებს.

სოციოპოლიტიკური ორგანიზაცია რედაქტირება

სოციალური ორგანიზაცია რედაქტირება

აფრო-ამერიკელები შეიძლება შეგვხვდნენ ამერიკელი მოსახლეობის თითქმის ყველა ფენაში. თუმცა, აღსანიშნავია ფაქტია ის, რომ აფრო-ამერიკელთა უმეტესობა აშშ-ს დომინანტური საზოგადოების სოციალური კულტურის გარეთ. დაახლოებით 130 წლის განმავლობაში, რაც აფრო-ამერიკელები გათავისუფლდნენ, მათ არ ჰქონდათ არც სიმდიდრე და არც პერსპექტივა მის მოსაპოვებლად. აფრო-ამერიკელებმა უარყვეს გარკვეული წესები და რეგულაციები, რომლებიც განკუთვნილი იყო დისკრიმინირებული ადამიანებისთვის, აფრო-ამერიკელები კი დაბადებიდან სწორედაც რომ თავისუფლებისა და თანასწორობისთვის იბრძვიან. თანასწორობისათვის ბრძოლაში მონაწილეები ძირითადად იყვნენ NATIONAL ASSOCIATION FOR THE ADVANCEMENT OF COLORED PEOPLE ( NAACP ) და URBAN LEAGUE. ამ ორმა ორგანიზაციამ აფრო-ამერიკელი მოსახლეობის სოცილურ ინტეგრაციაში საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. NAACP არა მხოლოდ ძირითადი სამოქალაქო უფლებათა ორგანიზაციაა, არამედ იგი უძველესიც არის. თანასწორობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის ისტორია ლეგენდარულია. სარგუდ მარშალი იყო პირველი აფრო ამერიკელი, რომელიც იყო უზენაესი სასამართლოს წევრი და ორგანიზაციის ყველაზე ცნობილი ადვოკატი. მას ჰქონდა 24 სასამართლო ქეისი უზენაეს სასამართლომდე , როგორც ადვოკატს, რომელთაგანაც 23 მოიგო. თუმცა მთლიან აფრო-ამერიკელთა მოსახლეობის ოფიციალური ორგანიზაცია არ არსებობს და არც მასობრივი მოძრაობა, რომელიც ხალხთა უმეტესობის ინტერესებზე საუბრობს. NAACP ყველაზე ახლოს დგას ორგანიზაციასთან, რომელიც დაკავებულია რასიზმის, დისკრიმინაციისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლით. ადგილობრივ დონეზე ბევრ გაერთიენებას აქვს ჩამოყალიბებული უხუცესთა კომიტეტები , რომლებიც პასუხისმგებლები არიან გაერთიანებათა სხვადასხვა ქმედებაზე. ეს კომიტეტები არიან არაოფიციალური, თუმცა ისინი განაგებენ თუ რა პოლიტიკური თუ სოციალური ხედვა ექნება ამ კონკრეტულ გაერთიანებას.

პოლიტიკური ორგანიზაცია რედაქტირება

აფრო-ამერიკელები თავისუფლად იღებენ მონაწილეობას ქვეყნის ორ დომინანტ პოლიტიკურ პარტიაში , ესენია: დემოკრატები და რესპუბლიკელები. აფრო-ამერიკელთა უმეტესობა დემოკრატია. ეს არის ფრანკლინ დელანო  რუზველტისა და ახალი კურსის დემოკრატების ერის გამოძახილი, რომლების ზრუნავდნენ სოციალურ სამართლიანობასა და პატივისცემაზე „უბრალო“ ხალხისთვის. 6 ათასი აფრო-ამერიკელი არსებობს , რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს შეერთებული შტატების არჩევნებში. მათ შორის არიან ვირჯინიის გუბერნატორი, ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესის, ფილადელფიისა და დეტროიტისს მერები. ჩიკაგოს წინა მერიც აფრო-ამერიკელი იყო. საინტერესოა ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დღევნდელი პრეზიდენტი,  ბარაკ ობამაც, სწორედ რომ აფრო-ამერიკელია. ცენტრალურ ქალაქებში აფრო-ამერიკელ მოსახლეობას დიდი გავლენა აქვს ძველი ქალაქების პოლიტიკურ პროცესებზე. ეროვნული დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე არის აფრო-ამერიკელთა შთამომავალი და ზოგიერთი გამოჩენილი ადამიანი პარტიებში ასევე აფრო-ამერიკელები არის. ისინი რესპუბლიკელთა პარტიაშიც გვხვდებიან, მაგრამ არა ამ დოზით და ამის მიზეზი ალბათ გასაგებიცაა, ის, რომ აფრო-ამერიკელთა უმეტესობა დემოკრატია და არა რესპუბლიკელი.

სოციალური კონტროლი რედაქტირება

აფრო-ამერიკელთა საზოგადოებაში კონფლიქტი, როგორც წესი, ლეგალურად იჭრება, მაგრამ მათ აქვთ პირველად კონსენსუსის მიღწევის მცდელობა და ყველანაირად ერიდებიან კონფლიქტს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Asante, Molefi K. Culture Summary: African Americans. New Haven, Conn.: Human Relations Area Files (HRAF) 2010.: online document, 1942.
  • Baker, Lee D. The Color-Blind. From. “Savate to Negro: Anthropology and Construction of the Race, 1896 – 1954”. HRAF: 2010. Berkeley, California University Press: pp 208–  228, 282-286: 1998. 1966.
  • Clifford, James. The Predicament of Culture: Twentieth-century Ethnography, Literature, and Art. Cambridge, MA: Harvard UP, 1988. Print.
  • Drake, St. Clair Clayton, Horace R. Black Metropolis: A study of Negro Life in a Northern City. Vol.I. New York: Harcourt, Brace & World, 1970. pp 1–377. HRAF 2010. 1970.
  • Fordham, Signithia. Blacked Out: Dillemas of Race, Identity, and  Success at Capital High”. Chicago University Press, 1996. Pp 411. HRAF 2010. 1996.
  • Kottak, Conrad Phillip. Cultural Anthropology. Boston: McGraw Hill, 2008. Print.
  • Mahon, Maureen. Black Like this: Race, Generation, and Rock in  the Post-Civil Rights Era. From “American Ethnologist” – Vol. 27, n.2. pp. 283–311. HRAF: 2010. 2000.
  • Mullings, Leith. Resistance and Resilience: The Sojourner Syndrome and the Social Context of Repdoduction in Central Harlem. From: “Transofrming Antrhopology” – Vol 13, no.2. Berkely, California University Press: 2005. HRAF: 2010. 2005.
  • Robbins, Richard H. Cultural Anthropology: A Problem-based Approach. Australia: Wadsworth/Cengage Learning, 2013. Print.
  • Stack, Carol B. All Our Kin. New York: Basic Books, 1997. Pp 175. HRAF 2010. 1997.

დამატებითი საკითხავი რედაქტირება

  • Altman, Susan (2000). The Encyclopedia of African-American Heritage. ISBN 0-8160-4125-3. 
  • Finkelman, Paul, ed. Encyclopedia of African American History, 1619-1895: From the Colonial Period to the Age of Frederick Douglass (3 vol Oxford University Press, 2006).
  • Finkelman, Paul, ed. Encyclopedia of African American History, 1896 to the Present: From the Age of Segregation to the Twenty-first Century (5 vol. Oxford University Press, USA, 2009).
  • John Hope Franklin, Alfred Moss, From Slavery to Freedom. A History of African Americans, McGraw-Hill Education 2001, standard work, first edition in 1947.
  • Gates, Henry L. and Evelyn Brooks Higginbotham (eds), African American Lives, Oxford University Press, 2004—more than 600 biographies.
  • Darlene Clark Hine, Rosalyn Terborg-Penn, Elsa Barkley Brown (eds), Black Women in America: An Historical Encyclopedia, Paperback Edition, Indiana University Press 2005.
  • Kranz, Rachel. African-American Business Leaders and Entrepreneurs' (Infobase Publishing, 2004).
  • Salzman, Jack, ed. Encyclopedia of Afro-American culture and history, New York, New York : Macmillan Library Reference USA, 1996.
  • Stewart, Earl L. (1998). African American Music: An Introduction. ISBN 0-02-860294-3. 
  • Southern, Eileen (1997). The Music of Black Americans: A History, 3rd, W. W. Norton & Company. ISBN 0-393-97141-4. 

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Lynch, H. (n.d.). African Americans. Retrieved from https://www.britannica.com/topic/African-American
  2. Религия негров. Негритянская семья, Этнография - Народы Америки. (n.d.). Retrieved from http://lib7.com/amerika/1023-religion-negru.html
  3. Mufwene, S. S. (n.d.). African American English Retrieved from https://www.britannica.com/topic/African-American-English
  4. Вознюк, С А. (n.d.). Эбоникс как афроамериканский вариант английского языка. Retrieved from http://www.km.ru/referats/335705-eboniks-kak-afroamerikanskii-variant-angliiskogo-yazyka
  5. Афроамериканский английский язык - Эбоникс. (n.d.). Retrieved from http://www.flarus.ru/?smid=244
  6. Robbins, Richard H. Cultural Anthropology: A Problem-based Approach. Australia:          Wadsworth/Cengage Learning, 2013. Print.
  7. “Thus, “whites” (more specifically, northern European “whites”) were not merely socially superior; they were also biologically superior.” (Robbins, 275)    
  8. პრიმიტულ კულტურაზე ე.გ. პატარა მიმოხილვა იხილეთ: Kottak-ის წიგნში, გვ. 43. 
  9. “Robert B. Moore discusses how judgments about race are coded into the way we speak. References to the color black are scattered throughout English language – generally negative meanings: having a black outlook, to blackball or blacklist someone, or to be a black sheep. The word ‘tribal’ is often applied to discussions of African politics but not European affairs.” (Robbins, 226)
  10. “Mr. McGriff's decision to “throw them in there”—that is, “You see white folks are already ahead of you”—was virtually all Lisa heard. Comparing Black people to White people at Capital High is totally unacceptable! It is the ultimate faux pas.” (Fordham, 111)
  11. Though Sidney and Max scored higher than most of the high-achieving males on the PSAT, nonetheless their response was to avoid learning what their scores were and, once that was no longer possible, to minimize the importance of what they had done. Since their friends are like them—football players and other athletes—they do not want to call attention to themselves in areas other than athletics. Max confesses: “I knew what [Page 291] I was capable of doing, but sometimes I held back. I just held myself from doing it, to make somebody else happy. That's all I was doing, really” (interview, March 11, 1983). (Fordham, 304)
  12. “In a way, I mean, but, you know, you already know they're ahead. But why rub it in? I mean, he could say—he could have left that “white folks already ahead of you” out. He could have said, “You're already behind. It's time for us to catch up,” or something like that. He didn't have to—he threw them in. (Interview of Lisa, March 10, 1983) (Fordham, 111)
  13. Most of the classic studies of black family life have compared the black family to the white middle-class model. For over fifty years, leading scholars of black family life have been content to pigeonhole black culture into preconceived concepts of the mother-father-child (the nuclear model) or the matriarchy (the matrifocal model), hardly questioning their cultural validity. (Stack, 38)
  14. “Later Alice concludes that “everybody wants to be like everybody else … Nobody really wants to be themselves, be what they are and do what they can do” (interview, May 23, 1983). Her response is not atypical of the high-achieving students.” (Fordham, 111)
  15. Students of black family life have generally ignored the interpretations that black people have of their own life experience. Moreover, they have defined the “poverty problem” in the [Page 23] United States from the point of view of white society, without regard for the explanations constructed by the poor. The explanatory power of such models is obviously weak, but that they exist is not surprising. Stack 38.
  16. “The North made the shipping of Africans its business; the South made the working of Africans its business. From 757,208 in 1790 to 4,441,830 in 1860, the African American population grew both through increased birthrates and through importation of new Africans. By 1860, slavery had been virtually eliminated in the North and West, and by the end of the Civil War in 1865, it was abolished altogether. After the war, 14 percent of the population was composed of Africans, the ancestors of the overwhelming majority living in the United States today.” (Molefi, 4)
  17. For Americans of African descent, belief in the power of public schooling to make dreams come true is not new. Our ancestors shared this perspective: schools mitigate racial barriers. What is different today is both the context in which this belief now functions and the attendant social forces. “successful” Black people, also known as role models, are sometimes accused of being the Other and/or acting white. (Sacks, 77)    
  18. Black adolescents learn the meaning of fictive kinship from their parents and peers while they are growing up. And it appears that they learn it early enough and well enough so that they more or less unconsciously associate their life chances and potential for success with those of their peers and other members of the Black community in ways that suggest a great sense of mutual dependence. Group membership is essential in Black peer relationships. (Mullings, 112)
  19. “In Bourdieu's formulation, schools, with their “value-inculcating and value-imposing operations,” train citizens not only in academics, but in the cultural preferences and practices associated with the dominant group; as a result, they are essential to the accumulation of cultural competence and cultural capital (1984:23). African Americans have long been cogniant of this relationship and, consequently, have viewed education as central to upward mobility, social equality, and inclusion in the United States.’’[null 21]  (Mullings, 13)
  20. “It is also important to consider the interaction of race, class, and gender discrimination on the one hand with agency and resistance on the other (see Karlsen and Nazroo 2002). As many scholars have pointed out, there is also a liberatory potential that emerges from the sites of race, gender, and class subordination. The Sojourner Syndrome—which speaks not only to the structural constraints that have implications for illness but also to what people do about them—represents a strategy for fostering the reproduction and continuity of the Black community.  (Mullings, 11)
  21. “By providing B.R.C. members and other African Americans access to the information, skills, and dispositions associated with mainstream success, an integrated education had the potential to increase their cultural as well as economic capital. This opportunity was primarily available to African Americans with parents who had the economic means or the ideological disposition to move into jobs, schools, and housing that were slowly being desegregated. Indeed, for most B.R.C. members, the encounter with integrated education was not simply a matter of being in the right place at the right time, but a result of their parents' concerted efforts to secure for them the best education possible.” (Mullings, 14)    
  22. “African Americans have added so much color to American popular arts. Proverbs, poems, songs, and hollers, which come with the historical saga of a people whose only epics are the spirituals, the great songs, provide a rich texture to the ever-evolving language of the African American people. Indeed, the most dynamic aspects of popular music in the United States have been added by African American artists including many contemporary rap musicians and past jazz musicians.”  (Molefi, 3)
  23. “Indeed an ignorance of cultural context seems almost a precondition for artistic appreciation. In this object system a tribal piece is detached from one milieu in order to circulate freely in another, a world of art – of museums, markets, and connoisseurship.” (Clifford, 200) - “At the Center tribal contexts and functions are described along with individual histories of the objects on display. Now firmly classified as masterpieces, African objects escape the vague, ahistorical location of the “tribal” or the “primitive.”” (Clifford, 205)
  24. “Actually the tribal and modern artifacts are similar only in that they do not feature the pictorial illusionism or sculptural naturalism that came to dominate Western European art after the Renaissance. Abstraction and conceptualism are, of course, pervasive in the arts of the non-Western World.” (Clifford, 192)
  25. რელიგიის და კულტურის დამოკიდებულებაზე მიმოხილვა იხილეთ Kottak-ის წიგნში გვ. 304.    
  26. “Since the First World War, Negroes have found little trouble in securing more than their share of the jobs which expose them to dirt, grease, grime, and low pay. In the last year of prosperity, Chicago used about 170,000 workers to do the heavy lifting and heaving, the sweeping, tinkering, and furnace-tending. At least 35,000—twenty in every hundred—of these workers were Negroes. (Tables 8 and 9.)” (Drake, 322)
  27. “They argued that general intelligence is reflected by Spearman's g, which is defined as “a person's capacity for complex mental work” and constitutes the “broadest conception of intelligence.” They suggested that g, IQ, or intelligence can be accurately measured by standard intelligence tests, that IQ is 40 to 80 percent heritable, and that results of IQ tests are relatively stable over an individual's lifetime. They reported that African Americans' IQ scores are significantly lower than White Americans' but then linked those numbers to ideas that low IQ is the cause of social problems such as poverty, crime, unemployment, illegitimacy, welfare dependency, and that high IQ is the only means to success. Alan H. Goodman devised a useful syllogism to summarize the particular logic that underscores the authors' argument:[null 20] GENES MAKE BRAINS. BRAINS MAKE THOUGHTS. THOUGHTS MAKE BEHAVIORS.BEHAVIOR MAKES SOCIETIES AND ECONOMIES. Finally, Herrnstein and Murray posited, the world is rapidly dividing into a cognitive elite and a not-so-cognitive underclass. Persons of low IQ, they suggested, are outbreeding persons of high IQ, and measures, such as the denial of welfare benefits, must be taken to limit the population of people with low IQs in the United States.”  (Baker, 8)    
  28. “Herrnstein and Murray were careful not to use outrageous stereotypes, although the researchers they used to support their arguments did not hesitate to do so. The authors' sweeping national policy proposals rested on bold claims fashioned from fragile arguments gleaned from marginal racial theorists and eccentric eugenicists. The authors drew many of their conclusions from racialist research conducted by William Shockley, Arthur Jensen, J. Philippe Rushton, and Robert Gordon.” (Baker, 9)
  29. “David, a guitarist born in 1954, explained how his parents insisted that he stay on a rigorous academic track throughout elementary school and junior high. This led to his acceptance to Stuyvesant, one of New York City's specialized public high schools, and his introduction to social movements that challenged the mainstream he was being prepared to enter.[null 24] He recalled:Stuyvesant High School was on the Lower East Side … and this is 1967, '68, '69 when the Fillmore East and the Lower East Side and the Love Generation and the Black Panthers, all that stuff, was happening and I was right down there. Student rebellion and stuff. It was near [New York University] and the Village. So I got involved in all of that. And I had a friend named Andy who went to Stuyvesant who lived [on the Lower East Side]. So after school we used to hang out at his crib on Fridays and we'd walk down to the Fillmore East…. We all were into trying to learn guitar. At Stuyvesant, an integrated school environment put David in contact with other students who were fascinated by the burgeoning counterculture of the late 1960s and drawn to the Fillmore East where musical acts, including black rocker Jimi Hendrix, performed. David and his friends formed connections across racial lines and based on shared cultural interests.” (Mullings, 15)
  30. “Both in their own minds and in the minds of their peers—as “different,” leading to the position Geoff described as being “caught in the middle between two worlds” and their eventual involvement in the B.R.C. For many, the recognition of interracial difference was more significant than questions of interracial relations.”