აფექტი (ლათ. affectus) — უეცრად წარმოშობილი და სწრაფად წარმავალი ძლიერი სულიერი ემოცია (გრძნობა, განცდა), რომელიც ეუფლება პირს რაიმე გარემოების ზეგავლენით, ამცირებს შეგნებულ ნებელობით კონტროლს და წარმართავს მის ქცევას.

იმისდა მიხედვით, თუ როგორი იყო ეს განცდა, რამდენად შესუსტდა ის შეგნებული ნებელობითი კონტროლი, რომელსაც ადამიანი თავის თავს უწევს, განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ აფექტს. პათოლოგიური აფექტის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მთლიანად ეკარგება უნარი, გააც-ნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მნიშვნელობა, გაითვალისწინოს შედეგი, რომელიც ქმედებას შეიძლება მოჰყვეს და უხელმძღვანელოს მას. ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირი განიხილება, როგორც შეურაცხადი, რომელიც კანონის თანახმად, თავის ნამოქმედარზე პასუხს არ აგებს. პათოლოგიური აფექტისაგან განსხვავებით, ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ შესუსტებული აქვს თვითკონტროლისა და ქმდების ხელმძღვანელობის უნარი, ამიტომ მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მსუბუქდება, მაგრამ არ გამოირიცხება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება