აუტიზმიფსიქიკის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ინდივიდს ახასიათებს ჩაკეტილი ცხოვრება და გარემო სამყაროსაგან სრული მოწყვეტა. ინდივიდი ცხოვრობს მის მიერვე შექმნილ არარეალურ სამყაროში. აუტიზმი გონებრივი მოშლილობაა, რომელიც წარმოიშობა ადრეულ ასაკში და ხასიათდება საკუთარ თავში ჩაკეტვით, რომელსაც თან ახლავს რეალობისგან მოწყვეტა, სოციალური ინტერაქტიურობის შესაძლებლობის არქონა, განმეორებითი მოძრაობები და მეტყველების მოშლა.[1]

აუტიზმი
დარგი ფსიქიატრია, ფსიქოლოგია, neuropsychology, პედაგოგიკა, Q17749492, developmental psychology Edit this on Wikidata
სიხშირე 80%
კლასიფიცირება და გარე წყაროები
ICD-10 F84.0
ICD-9 299.00
OMIM 209850
MedlinePlus 001526
Patient UK აუტიზმი

აუტიზმის სიმპტომები ჩვეულებრივ თავს იჩენენ ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევენ მთელი ცხოვრების მანძილზე. 18 თვის ან 2 წლის ასაკში ბავშვი ვერ აღწევს ჩვეულებრივი განვითარების დონეს. მშობელსა და ბავშვს შორის ნორმალური ურთიერთობა ირღვევა. აუტისტი ბავშვები გაურბიან პირდაპირ მზერას და მათი მეტყველება რუდიმენტულია.[2]

გამოხატვის ხარისხის მიხედვით აუტიზმი მრავალნაირია. ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს განმეორებადი, უჩვეულო, თვითსაზიანო და აგრესიული ქცევა. ასეთი ქცევა დიდხანს გრძელდება და მისი შეცვლა ძალიან რთულია. ყველაზე სუსტი ფორმა ჰგავს პიროვნულ დარღვევებს, რომელნიც დაკავშირებულნი არიან სწავლის უნარის დაქვეითებასთან. აუტისტ ბავშვებს იშვიათად შეუძლიათ დამოუკიდებელი ცხოვრება, ძლიერი თერაპიული ინტერვენციის, მშობლის ზრუნვის და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის და წამლების გარეშე.[2]

აუტიზმი მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოაჩინეს. იგი პროფესორმა ლეო კანერმა დააფიქსირა. მალე გამოიყო ნიშანთა ერთობლიობაც, რომლის არსებობის პირობებში აუტიზმის დიაგნოზი ისმება. ეს ტრიადა, როგორც მას სპეციალისტები უწოდებენ, შემდეგია: პირველი ნიშანი — სოციალური ურთიერთობების შემცირება ან ხარისხობრივი გაუარესება; სპეციფიკური მეტყველებითი პრობლემები (შეიძლება სიტყვათა მარაგი არც იყოს მცირე, მაგრამ მეორე ადამიანთან ურთიერთობა მაინც შეუძლებელი ხდება); მესამე — გამეორებადობა, სიახლისადმი ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება, სტერეოტიპების დამკვიდრება.[3]

სქოლიო რედაქტირება