აუდის თასი 2009 — ოთხთა საფეხბურთო ტურნირის აუდის თასის პირველი გათამაშება, გაიმართა 2009 წლის 29-30 ივლისს გერმანიაში, მიუნხენის ალიანც არენაზე. ტურნირი ჩატარდა აუდის ორგანიზებით ამ საავტომობილო კომპანიის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად.

ტურნირს მასპინძლობდა 2007-08 წლების გერმანიის ბუნდესლიგის გამარჯვებული მიუნხენის „ბაიერნი“, რომელმაც ფინალში, თერთმეტმეტრიანების სერიით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა. მესამე ადგილზე გავიდა „ბოკა ხუნიორსი“, ხოლო მეოთხეზე – „მილანი“.

მონაწილე გუნდები რედაქტირება

გათამაშების ფორმატი რედაქტირება

პირველ დღეს ორი ნახეფარფინალი ჩატარდა, რომელთა გამარჯვებულებიც მეორე დღეს ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ, ხოლო დამარცხებულები ერთმანეთს მატჩში მესამე საპრიზო ადგილისათვის დაუპირისპირდნენ.

შედეგები რედაქტირება

  ნახევარფინალები
29 ივლისი
ფინალი
30 ივლისი
18:30
   მანჩესტერ იუნაიტედი 2  
   ბოკა ხუნიორსი 1  
 
20:45
       მანჩესტერ იუნაიტედი 0 (6)
     ბაიერნი მიუნხენი 0 (7)
მესამე ადგილისათვის
20:45 18:30
   ბაიერნი მიუნხენი 4    ბოკა ხუნიორსი   1 (4)
   მილანი 1      მილანი   1 (3)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება