აუდიოსიგნალი

აუდიოსიგნალი — წარმოადგენს ჟღერადობას, ელექტრონულ ძაბვას როგორც ანალოგური სიგნალებისთვის, ის

აუდიოსიგნალი — წარმოადგენს ჟღერადობას, ელექტრულ ძაბვას როგორც ანალოგური სიგნალებისთვის, ისე ციფრული სიგნალებისთვის ორმაგ რიცხვს. აუდიოსიგნალებს აუდიოსიხშირის დიაპაზონში დაახლოებით 20-დან 20 000-მდე ჰერცი (Hz) გააჩნია (ადამიანის სმენის დიაპაზონი). აუდიოსიგნალები შეიძლება სინთეზირებული იყოს როგორც პირდაპირ, ისე ტრანსფორმატორზე წარმოქმნილი, როგორიცაა მიკროფონი, მუსიკალური ინსტრუმენტი, ფონოგრამის კარტრიჯი ან ფირი. ელექტრულ აუდიოსიგნალებს მოსმენად ხმად ხმის გამაძლიერებლები და ყურსასმენები გარდაქმნიან.

ციფრული აუდიოსისტემები აუდიოსიგნალებს სხვადასხვა ციფრულ ფორმატში წარმოადგენენ.[1]

აუდიოარხი ან აუდიოტრეკი, აუდიოსიგნალის შენახვის მოწყობილობასთან ან ხმის ციფრული მიქშერის საკომუნიკაციო არხს წარმოადგენს, რომელიც გამოიყენება როგორც მრავალხმიანი ჩანაწერის შესაქმნელად, ისე ხმის გასაძლიერებლად.

სიგნალის ნაკადი რედაქტირება

სიგნალის ნაკადი არის გზა რომლის მეშვეობითაც აუდიო სიგნალი სპიკერს ან ჩამწერ მოწყობილობას გადაეცემა.

ნაკადი შეიძლება იყოს, მოკლე და მარტივი როგორც სახლის აუდიოსისტემაში, ხანგრძლივი და ციფრულად დამუშავებული ხმისჩამწერ სტუდიაში და გამაძლიერებელი სისტემის გამოყენებით უფრო მაღალი ხმა, რომლის სიგნალიც აუდიომართვის პულტის მრავალი სექცია შეიძლება გაიაროს და გარე აუდიო ტექნიკას ან სხვადასხვა სისტემას დაუკავშირდეს.

პარამეტრები რედაქტირება

აუდიოსიგნალები შეიძლება შეიცავდეს პარამეტრებს, როგორიცაა მათი გამტარობა, დენის დეციბელი (dB) და ძაბვის დონე. დენის და ძაბვის ურთიერთდამოკიდებულება განისაზღვრება სიგნალის გზების წინაღობით, რომელიც შეიძლება იყოს ერთჯერადი ან დაბალანსებული.

აუდიოსიგნალებს აქვთ გარკვეულწილად სტანდარტიზებული დონეები, რომლებიც პროგრამის გამოყენების მიხედვით არის დამოკიდებული.

პროფესიული აუდიომართვის პულტის შედეგები მეტწილად ხაზის დონეზეა.

მიკროფონების ზოგადი შედეგები ქვედა დონეზეა რაც, საყოველთაოდ „მიკროფონის დონედ“ მოიხსენიებენ.

სამომხმარებლო აუდიოაპარატურის შედეგები ასევე ქვედა ძაბვის დონეზე გამოდის.

ციფრული ეკვივალენტი რედაქტირება

როგორც უმეტესი, ძველი, ანალოგურმა აუდიოაპარატურამ ემულაცია განიცადა ციფრული ფორმატის აუდიოაპარატურასთან, თანამედროვე ციფრული აუდიოსისტემის აუდიოდანამატების განვითარებას, ციფრული ინფორმაციის პროგრამულ უზრუნველყოფას (აუდიოაპარატურიდან აუდიოდანამატებით აუდიოტრეკის გავლა) ასევე აუდიოსიგნალს ან სიგნალის ნაკადს უწოდებენ.

ციფრული აუდიოსიგნალი, რომელიც სადენის მეშვეობით არის გამოგზავნილი, რამდენიმე ფორმატში შეიძლება გამოყენება.

ოპტიკური (ADAT, TDIF), კოაქსიალური (S/PDIF), XLR (AES/EBU) და ეთერნეტი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Hodgson, Jay (2010). Understanding Records, p.1. ISBN 978-1-4411-5607-5.