ასხის მასივი[1]კავკასიონის სამხრეთი კალთის კირქვული ზოლის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და მაღალი კარსტული მასივი ლეჩხუმ-იმერეთ-ოდიშის საზღვარზე, მდინარე ტეხურსა და ცხენისწყალს შორის. ასხის მასივის უმაღლესი მწვერვალია გადრეკილა (2519 მ). მასივი ცნობილია კარსტული წარმონაქმნებით (თურჩუ-ტობის მიწისქვეშა დინება, ჯორწყუს მღვიმე, ქვიბიას პოლიე). ზღვის დონიდან 2000-2100 მ სიმაღლეზე მდებარეობს სამკუთხედის ფორმის უტყეო პლატო „მოედანი“, რომელზეც მრავალი კარსტული ძაბრია. მასივის ნაწილში სუბალპური და ალპური მდელოებია, ქვემოთ — წიფლის ტყეები.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება