ასპარუხი (ბულგ. Аспарух, ასევე ისპერიხი, ესპერიხი, ისპორი, ესპორი, ესპერერიხი, ასპარ-ხრუკი) (დ. დაახლ. 640 — გ. 700) — ბულგარეთის ხანი. მიეკუთვნება დულოს დინასტიას. დუნაიზე ბულგარული სამეფოს დამაარსებელი. დიდი ბულგარეთის ხანის კუბრატის მესამე შვილი.

ასპარუხი
Аспарух
ბულგარეთის ხანი
მმართ. დასაწყისი: 679
მმართ. დასასრული: 700
წინამორბედი: კუბრატი
მემკვიდრე: ტერველი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 640
გარდ. თარიღი: 700
დინასტია: დულო
მამა: კუბრატი

მან აწარმოა შავიზღვისპირეთში დაპყრობები. 679 წელს დობრუჯის დაპყრობის შემდეგ დააარსა პირველი ბულგარული სამეფო. სლავებსა და ბულგარელებს შორის დაიდო შეთანხმება, რომ დაეხმარებოდნენ ერთმანეთს სამხედრო ძალით ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე IV-მ 681 წელს ბულგარელების სამეფო აღიარა. ამ აღიარებას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, ბულგარეთის სამეფომ მეზობელი ქვეყნების პატივისცემა დაიმსახურა.

689 წელს ასპარუხმა გააუქმა სამშვიდობო ხელშეკრულება ბიზანტიასთან და მისი არმია დაამარცხა თრაკიაში. ეს გახდა იუსტინიანე II-ის მაკედონიაში ლაშქრობის მიზეზი. მისი მიზანი იყო გადაესახლებინა ადგილობრივი სლავები მცირე აზიაში. თავდაპირველად მან წარმატებებს მიაღწია სლავებთან და ბულგარელებთან ბრძოლაში. მივიდა თესალონიკში და სლავების დიდი ნაწილი აჰყარა საცხოვრებელი ადგილებიდან, მაგრამ უკანა გზაზე, მთებში, მას ბრძოლა მოუხდა ასპარუხის ძალებთან. ბულგარელებით ალყაშემორტყმულმა იუსტინიანემ ძლივს შეძლო გაქცევა, უამრავი ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა.

ასპარუხ-ხანი ბულგარეთის ხანების სახელობითი სიის მიხედვით ქვეყანას 61 წელი მართავდა, თუმცა ეს ცნობა ნაკლებად სარწმუნოა. მისი ბიოგრაფიის შესახებ სარწმუნო ცნობებს შეიცავს თეოფანე აღმსარებლისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ ნიკიფორეს ქრონიკები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება