ასლან I ჯაყელი (გ. 1679) — ახალციხის ფაშა 1658-1679 წლებში. როსტომ-ფაშას ძე. მისი მმართველობის დროს გახშირდა მესხთა ზედაფენების ოჯახთა გამაჰმადიანება. ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოს მმართველობა ოსმალეთს ახალციხის საფაშოსთვის ჰქონდა დავალებული. ასლან I-თან ხშირად ჩადიოდნენ იმერეთის მეფე, სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის მთავრები და ფეოდალები. ტახტზე ასვლისთანავე ასლან I იმერეთის საქმეების მოსაგვარებლად გაემგზავრა და ქუთაისის ციხეში თავისი გარნიზონი ჩააყენა. ტახტიდან ჩამოგდებული ბაგრატ IV ისევ აღადგინა, მაგრამ ქრთამის მოყვარე ფაშამ სამეფოში სიმშვიდე მაინც ვერ დაამყარა. შემდგომში, როდესაც იმერეთში ქართლიდან მოწვეული არჩილ II გამეფდა, ასლან I-მა მასთან გააბა ურთიერთობა, რაც სულთნის კარმა საშიშად მიიჩნია. ამ ეჭვიანობის ნიადაგზე ასლან I სიკვდილით დასაჯეს. მისი ერთი ქალიშვილი, ელენე სპარსეთის დედოფალი იყო, ხოლო მეორე, თამარი სულხან-საბა ორბელიანის მეუღლე.

ასლან I
ახალციხის ფაშა
მმართ. დასაწყისი: 1658
მმართ. დასასრული: 1679
წინამორბედი: როსტომ-ფაშა
მემკვიდრე: იუსუფ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ?
გარდ. თარიღი: 1679
შვილები: იუსუფ II
სალიმ-ფაშა
დინასტია: ჯაყელები
მამა: როსტომ-ფაშა

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • შ. ლომსაძე, სამცხე-ჯავახეთი (XVIII ს. შუა წლებიდან XIX ს. შუაწლებამდე), თბ., 1975