ასლან ბალაძე (დ. 5 ივნისი, 1960, ქობულეთი) — ქართველი ფეხბურთელი. სსრკ სპორტის ოსტატი (1984).

ასლან ბალაძე
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
5 ივნისი, 1960 (1960-06-05) (63 წლის)
დაბადების
ადგილი
ქობულეთი
სიმაღლე 186 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1975-1979 ქობულეთის შუქურა 48 (0)
1980-1983 1987-1996 დინამო ბათუმი 286 (2)
1984-1986 დინამო თბილისი 12
ეროვნული ნაკრები
1990 საქართველო 1 (0)
სამწვრთნელო კარიერა
2000 დინამო ბათუმი
2002–2003 დინამო ბათუმი
2012–2013 შუქურა ქობულეთი
2017 დინამო ბათუმი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
ასლან ბალაძე შვილთან ირაკლი ბალაძესთან ერთად, 2002 წელი
ბათუმის დინამოს სამწვრთნელო შტაბი 2015 წელი:შოთა ჭეიშვილი,ასლან ბალაძე და ლევან ხომერიკი
ვლადიმერ გუცაევი და ასლან ბალაძე,2011 წელი, პორტუგალია
ასლან ბალაძე საქართველოს U19 ნაკრების სამწვრთნელო შტაბში. პორტუგალია 2011
ასლან ბალაძე პორტუგალიაში 2011 წელს ევროპის 19 წლამდელთა ჩემპონატისას
ასლან ბალაძე ჯოვანი ტრაპატონისთან ერთად კოვერჩიანოს საფეხბურთო სკოლაში 1999 წელს.
ასლან ბალაძე დინამო ბათუმის სამწვრთნელო შტაბში 2015 წელს
ასლან ბალაძე დინამო ბათუმის შემადგენლობაში,გლაზგოს სელტიკთან მატჩისას.
ასლან ბალაძე დინამო ბათუმის შემადგენლობაში
ასლან ბალაძე თბილისის დინამოს შემადგენლობაში

დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტი (1983). გაიარა იტალიის კოვერჩიანოს საფეხბურთო აკადემიის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები (1999).თამაშობდა ქუბულეთის შუქურაში(1975-1979),ბათუმის დინამოსა(1980-1983, 1987-1996) და თბილისის დინამოში(1983-1986).სსრკ ჩემპიონატის II ლიგაში ჩაატარა 176 მატჩი,I ლიგაში 108,ეროვნულ ჩემპიონატში 148(2 გოლი). საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მეკარე, აღიარებულია დინამო ბათუმის XX საუკუნის საუკეთესო მეკარედ. კარიერის ძირითადი ნაწილი გაატარა ბათუმის „დინამოში“. ამჟამად არის ბათუმის „დინამოს“ გენერალური დირექტორი.

პირადი და ოჯახური ცხოვრება რედაქტირება

ასლან ბალაძე დაიბადა  {{{საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის }}} [წყარო არ არის მითითებული 1166 დღე] მიხეილ ბალაძისა და მერი შარაშიძის ოჯახში.

ასლან ბალაძეს ჰყავს მეუღლე მზია ჩიჩუა-პედაგოგი და ერთადერთი შვილი ირაკლი ბალაძე, რომელიც იყო დინამო ბათუმისა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი, დღესდღეობით არის ბათუმის დინამოს აკადემიის ხელმძღვანელი.

საკლუბო კარიერა რედაქტირება

ქობულეთის შუქურა რედაქტირება

ასლან ბალაძის საფეხბურთო კარიერა დაიწყო ქობულეთის „შუქურა“ს ოსტატ ფეხბურთელთა გუნდში 1975 წელს. აქ ის ირიცხებოდა 1979 წლამდე. ამავე წლებში იგი იცავდა საქართველოს სსრ-ს ახალგაზრდული ნაკრებების ღირსებას და ირიცხებოდა ბათუმის დინამოს ახალგაზრდულ გუნდში.

დინამო ბათუმი რედაქტირება

1980 წლიდან-1983 წლის 12 ნოემბრამდე  ასლან ბალაძე ირიცხებოდა ბათუმის დინამოში. იგი არის იმ ლეგენდარული წარმატების უშუალო მონაწილე და სულისჩამდგმელი,როგორიც არის  დინამო ბათუმის სსრს   მეორე ლიგიდან პირველ ლიაში გადასვლა(1983 წელს დინამო ბათუმმა საკავშირო პირველობის  მეორე ლიგის მეცხრე ზონაში გაიმარჯვა,წარმატებით გადალახა გადასავლელი თამაშები და აღზევდა პირველ ლიგაში) 

თბილისის დინამო რედაქტირება

1984 წლიდან 1986 წლამდე ასლან ბალაძე ირიცხებოდა თბილისის დინამოს შემადგენლობაში.  თბილისის დინამოს ძირითად შემადგენლობაში ჩატარა 12 მატჩი და დუბლშემადგენლობაში ჩაატარა 65 მატჩი. ასლან ბალაძე  თბილისის დინამოს იმ გუნდის შემადგენლობაში იყო,რომელიც რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ევროთასებს.

დინამო ბათუმი რედაქტირება

1987 წელს ასლან ბალაძე დაბრუნდა ბათუმის დინამოში,აქვე დაასრულა კარიერა 1996 წელს.ასლან ბალაძის სახლეს უკავშრდება საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დინამო ბათუმის წარმატებები ეროვნულ ჩემპიონატსა და საქართველოს თასის გათამაშებაში. ამ პერიოდში გუნდმა 2 ჯერ იასპარაზე საქართველოს თასის ფინალში, ხოლო ერთხელ ეროვნულ ჩემპიონატში ვერცხლის მედალი აიღო. ასპარეზის ბათუმის დინამოს ისტორიაში ევროთასებზე პირველი ასპარეზობა, ობილიჩის წინააღმდეგ და გლაზგოს სელტიკის წინააღმდეგ.  ამ პერიოდში ასლან ბალაძემ დინამო ბათუმის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ერთად აღებული 280 მატჩი ჩაატარა,ჯამში კი დინამო ბათუმში 350-მდე თამაში მოუგროვდა,რაც კლუბის ისტორიაში მეკარეებს შორის სარეკოდრო მაჩვენებლად ითვლება.


 
ბათუმის დინამო გლაზგოს სელტიკთან მატჩის წინ, 1995 წელი.

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

 
ასლან ბალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, ლიტვის წინააღმდეგ, 1990 წლის 27 მაისი

ასლან ბალაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი ჩაატარა,მაგრამ ის გახდა ისტორიული მატჩის მონაწილე. ამ დღეს საქართველოს პირველი ეროვნული ნაკრების პირველი მატჩი ჩატარდა ლიტვის წინააღმდეგ,სადაც ასლან ბალაძემ 90 წუთი დაჰყო მოედანზე. ის იყო ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე ორივე ნაკრების შემადგენლობაში.


კარიერა აქტიური სპორტის შემდეგ რედაქტირება

1996 დან 2004 წლამდე ასლან ბალაძე  მუშაობდა შემდეგ თანამდებობებზე:ბათუმის დინამოს ბავშვთა საფეხბურთო სკოლის დირექტორად,ბათუმის დინამოს გუნდის უფროსად და გუნდის მთვარ მწვრთნელად. 2001-2004-მდე.2000 წლიდან აჭარის კომპლექსური სპორტული სკოლის დირექტორად, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივნად და დასავლეთ საქართველოს ბავშვთა ფეხბურთის კურატორად.

 
ასლან ბალაძე და ვალერიან ჩხარტიშვილი 2003 წელი

2005 წელს ასლან ბალაძე ხდება ბათუმის დინამოს გენერალური დირექტორი.

2007 დან 2012 წლამდე ის აგრძელებს მუშაობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში.

2012 წელს ბრუნდება აჭარაში, ქობულეთის შუქურას მთავარ მწვრთნელად. იმავე წელს ინიშნება ქობულეთის შუქურას გენერალურ დირექტორად. 2014 წლიდან 2016 წლამდე იგი არის ბათუმის სამწვრთნელო შტაბში,ამ პერიოდში გუნდმა ერთხელ მოიპოვა ვერცხლის მედალი ეროვნულ ჩემპიონატში და ერთხელაც ბრინჯაო და 14 წლიანი პაუზის შემდეგ იასპარეზა ევროთასებზე.

2016-17 წლებში არის დინამო ბათუმის ბავშვთა სკოლის დირექტორი.

2018-2020 წლებში იყო ბათუმის დინამოს სპორტული დირექტორი,ხოლო 2021 წლის იანვრიდან დღემდე არის დინამო ბათუმის გენერალური დირექტორი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჯიოშვილი ლევან, სპორტი აჭარაში, ბათუმი: ალიონი, 2012, ISBN 978-9941-0-2147-3.
  • ფეხბურთი აჭარაში, ბათუმი 2008,გარუნ აკოფოვი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება