ასიკაგა — შუა საუკუნეების იაპონიის სამხედრო ფეოდალური მმართველთა - სოგუნების მეორე დინასტია (1336 (1338) - 1573). დააარსა ასიკაგა ტაკაუძიმ. აშიკაგას დინასტიისა 15 შოგუნი იყო. აშიკაგას ძალაუფლება მტკიცე არ ყოფილა ადგილობრივი ფეოდალების (დაიმიო) გაძლიერების გამო. XV საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო ფეოდალური შინა ომები, გაძლიერდა გლეხთა მოძრაობა, სახელმწიფო სამთავროებად დაიშალა, რამაც დაასუსტა აშიკაგას ძალაუფლება. აშიკაგას დინასტია 1573 დაამხო ოდა ნობუნაგამ.

დინასტიის გერბი

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 1, გვ. 631, თბ., 1975