ასგარდი — ერთ-ერთი ცხრა სამყაროდან სკანდინავიურ რელიგიაში და ასების ტომის ღმერთების სახლი. ის შემოსაზღვრულია დაუსრულებელი კედლით, რომელიც აგებულია ჰრიმტუსის მიერ (ყინულის გიგანტი რომელიც ამხედრებული იყო ცხენზე სახელად სვაოილფარი), გირფლაგინგის (ჩრდილოური მითოლოგიის და ღმერთების შემქმბნელი) მიხედვით. ოდინი და მისი მეუღლე, ფრგი, მართავენ ასგარდი. ერთ-ერთი ცნობილი ადგილი ასგარდში არის ვალჰალა, სადაც ოდინი მართავს.

იგდრასილი

წყაროები რედაქტირება

ძირითადი ინფორმაცია ასგარდის შესახებ მოდის პროზაული და პოეზიური ედდადან, რომელიც დაწერა მეცამეტე საუკუნის მოღვაწე სნორი სტრულსონისნორი სტრულსონმა, რომელიც შეივსო უფრო ძველი სკალდიკური პოეზიის საფუძვლებიდან.

პოეტური ედდა რედაქტირება

ვოლუსპა, პირველი პოემა ნაშრომში, რომელიც აღწერს ასგარდის თვისებებსა და მის ღვთაებებს, როგორებიცაა იგდრასილი და იოავოლრი, აღწერილი სნორის მიერ.

პროზაული ედდა რედაქტირება

პროზაული ედდა წარმოაჩენს ორ შეხედულებას ასგარდის შესახებ.

პროლოგი რედაქტირება

პროლოგში სნორი წარმოაჩენს მისი წინაპრების მითებისა და ლეგენდების ქრისტიანული გავლენით შთაგონებულ ინტერპრეტაციას. ასგარდი არის აზირის სახლი აზ-იაში, რომელიც ქმნის სამი აზ-ის კავშირს. ესენია აზ-ირი „აზიის ხალხი“, და არა ღმერთები, რომლებიც წავიდნენ აზიიდან ჩრდილოეთში და მათი ნაწილი შეერია ადგილობრივ ბინადრებს. სნორის ხედვა მეცამეტე საუკუნის შესახებ შეესაბამება 20 საუკუნის ხედვას ინდო-ევროპულ გადასახლებაზე აღმოსავლეთიდან.

სნორი ასევე წერს, რომ ასგარდი არის ყველაზე ნაყოფიერი მიწა, ასევე დალოცვილი დიდი რაოდენობით ოქროთი და ძვირფასი ქვებით. ამავდროულად აზირელები არემატებიან ყველა სხვა ხალხს სილამაზით, ნიჭით და ფიზიკური ძალით.

სნორის მიხედვით ასგარდის ადგილმდებარეობა არის ტროა, მსოფლიოს ცენტრი. მის გარშემო იყო 12 სამეფო და 12 მმართველი. ერთ-ერთი მათგანი, მუნონი, დაქორწინდა პრიამოსის ქალიშვიზე, ტროანზე, ეყოლათ ვაჟი, ტრორი, რომელიც ძველ ჩრდილოურად გამოითქმის როგორც თორი. ის აღიზარდა თრაკიაში. 12 წლის ასაკში ის იყო უფრო თეთრი ვიდრე სპილოს ძვალი და ჰქონდა თმა ოქროზე მძვინვარე თმა და შეეძლო ათი დათვის აწევა. მამამისი, ოდინი, წარუძღვა მიგრაციას ჩრდილოულ მიწებზე, სადაც ისინი დასახლდნენ და ამით მთელი ჩრდილოეთი მოიცვეს აზიელებმა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Владимир Щербаков Асгард — Город Богов (Москва \ Молодая гвардия 1991 г)
  • Ник Перумов «1000 лет Хрофта»
  • Маковский М. М. Сравнительный словарь мифологической символики в индоевропейских языках: Образ мира и миры образов. — М.: Гуманитарный изд. центр «ВЛАДОС», 1996.
  • Маковский М. М. Язык — миф — культура. Символы жизни и жизнь символов. — М.: Инт-т русск. яз. им. В. Виноградова, 1996.
  • Асгард // Мифологический словарь/ Гл. ред. Е. М. Мелетинский. — М.:Советская энциклопедия, 1990. — 672 с.
  • Скандинавские сказания / Под ред. Б. И. Пуришева. — М.: Дет. лит., 1970.