არჩიბალდ ვივიან ჰილი (ა. ვ. ჰილი; ინგლ. Archibald Vivian Hill, A.V. Hill; დ. 26 სექტემბერი, 1886, ბრისტოლი, ინგლისი, — გ. 3 ივნისი, 1977, კემბრიჯი) — ინგლისელი ფიზიოლოგი და ბიოფიზიკოსი. მისი ძირითად შრომებში განხილულია ჩონჩხის კუნთებში სითბოს წარმონაქმნა და ნივთიერებათა ცვლა. 1922 წელს ოტო მაიერჰოფთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.

არჩიბალდ ჰილი
ინგლ. Archibald Hill
დაბ. თარიღი 26 სექტემბერი, 1886(1886-09-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი ბრისტოლი
გარდ. თარიღი 3 ივნისი, 1977(1977-06-03)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9](90 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი[10]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ბიოლოგი, პოლიტიკოსი[11] , მათემატიკოსი, ექიმი, ფიზიოლოგი და ბიოქიმიკოსი
მუშაობის ადგილი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი და მანჩესტერის ვიქტორიას უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ტრინიტის კოლეჯი, ტრინიტი-ჰოლი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, Blundell's School და School of Medicine, University of Manchester
განთქმული მოსწავლეები Bernard Katz
მეუღლე Margaret Neville Keynes[12]
მამა Jonathan Hill[12]
დედა Ada Priscilla Rumney[12]
შვილ(ებ)ი Polly Hill[12] , David Keynes Hill[12] , Maurice Hill[12] და Janet Hill[12]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[13] [14], ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი, კოპლის მედალი[15] , სამეფო მედალი, კოთენიუსის მედალი, Bayliss-Starling Prize Lecture[16] , აქტონის პრემია, კრუნის სახელობის პრემია, გატრის ლექცია, ბელის მედალი, Faraday Medal and Prize და Companion of Honour

ბიოგრაფია რედაქტირება

არჩიბალდ ვივიან ჰილი დაიბადა 1886 წელს ბრისტოლში. მამამისი ხე-ტყით მოვაჭრე იყო. მშობლების დაშორების შემდეგ დედის მზრუნველობის ქვეშ იზრდებოდა. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ არჩიბალდი სწავლობდა მათემატიკას კემბრიჯის ტრინიტი-კოლეჯში, შემდეგ თავისი მასწავლებლის, უოლტერ მორლი ფლეტჩერის წაქეზებით ფიზიოლოგიის საკითხების შესწავლა დაიწყო. 1911-1914 წლებში კემბრიჯის უნივერსიტეტში კუნთებისა და ნერვული ქსოვილის ფიზიოლოგიური თერმოდინამიკის პრობლემებზე მუშაობდა. ბაყაყის ქვედა კიდურების ჩონჩხის კუნთებზე დაკვირვებით დაადგინა, რომ ჟანგბადს კუნთი მხოლოდ აღდგენის პერიოდში და არა შეკუმშვის აქტიურ ფაზაში საჭიროებდა. ამან განაპირობა კუნთის შეკუმშვის განმაპირობებელი რიგი ბიოქიმიური რეაქციის აღმოჩენა. ოტო მაიერჰოფმა გაარკვია, რომ ჟანგბადის არარსებობის პირობებში კუნთის მუშაობის საფუძველი ნახშირწყლების დაშლაა, რძემჟავას თანმდევი წარმოქმნით. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს ბრიტანეთის არმიის ოფიცერი იყო, შეიმუშავა ჰაერსაწინააღმდეგო ნაწილების წრთვნის მათემატიკური მოდელი.

1919 წლიდან ჰილი კვლავ მუშაობდა კუნთის ფიზიოლოგიის საკითებზე. 1920-1923 წლებში ჰილი იყო კემბრიჯის, 1923-1925 წლებში — ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი, 1926-1951 წლებში — სამეფო საზოგადოების ფულერტონის კვლევების პროფესორი. 1922 წელს ოტო მაიერჰოფთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში. მისი მნიშვნელოვანი ნაშრომებია: „კუნთების მუშაობა“ (Muscular Activity, 1926), „კუნთური მოძრაობა ადამიანში“ (Muscular Movement in Man, 1927), „ცოცხალი მექანიზმი“ (Living Machinery, 1927). ჰილის მიერ ასევე მოწოდებულია მათემატიკური გამოსახულება — ჰილის განტოლება, რომელიც ჰემოგლობინის მოლეკულაში ჟანგბადის შეკავშირებას აღწერს. 1930-იან წლებში ჰილი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩართული იყო ნაცისტური გერმანიიდან ლტოლვილებზე ზრუნვის და დევნილი მეცნიერების დახმარების საქმეში, სამეცნიერო და თავდაცვის პოლიტიკის განსაზღვრაში. 1940-1945 წლებში ის იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის წარმომადგენელი დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, ასევე დახმარებას უწევდა ინდოეთის მთავრობას სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰილი სამეცნიერო მოღვაწეობას დაუბრუნდა და აქტიურად განაგრძო კუნთის ფიზიოლოგიის საკითებზე მუშაობა.

ა.ვ. ჰილი იყო სამეფო საზოგადოების წევრი (1918), იმავე საზოგადოების მდივანი (1935-1945) და უცხოეთის საქმეთა მდივანი (1946), რამდენიმე ბრიტანული და უცხოური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. დაჯილდოებული იყო ბრიტანეთის იმპერიის ორდენით (1918), საპატიო კავალერთა ორდენით (1948), ვერცხლის პალმის თავისუფლების მედლით (აშშ, 1947), საპატიო ლეგიონის ორდენით (საფრანგეთი, 1950) და სხვ. ჰილი გარდაიცვალა ვირუსული ინფექციის გართულებებით 1977 წელს, 90 წლის ასაკში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Katz, Bernard (1978). „Archibald Vivian Hill. 26 September 1886-3 June 1977“. Biographical Memoirs of Fellows of the Royal Society. 24: 71–149. ISSN 0080-4606.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  4. 4.0 4.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  5. 5.0 5.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  6. 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  8. 8.0 8.1 Académie nationale de médecine
  9. 9.0 9.1 Munzinger Personen
  10. Deutsche Nationalbibliothek Record #101349777 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  11. Hansard 1803–2005
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 12.6 Kindred Britain
  13. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1922Nobel Foundation.
  14. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  15. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  16. Lectures and PrizesThe Physiological Society, 2019.