არშაკიდების დინასტია

მრავალმნიშვნელოვანი

არშაკიდების დინასტია, არშაკიანები პართიული დინასტია ირანში ძვ. წ. 250 - ახ. წ. 228 წლებში. არშაკიდები იყვნენ პართიული მოდგმის პარნების ტომისა, რომლებიც ადრიდანვე დამკვიდრდნენ კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (ახლანდელი ხორასანი). ძვ. წ. 250 წელს პარნებმა მეფედ აირჩიეს არშაკი, რომელმაც დასაბმი მისაცა არშაკიდების დინასტიას. ამ დინასტიის ყველა მეფე საკუთარ სახელთან ერთად არშაკის სახელსაც ატარებდა. ტახტის მემკვიდრეობის წესი არშაკიდების დინასტიაში არჩევითი იყო. მეფეს დიდებულთა საბჭო ირჩევდა, რომელშიც სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად მოგვებიც შედიოდნენ, ანგარიში ეწეოდა მეფის ანდერძსაც. მთელს ირანზე გაბატონებამდე არშაკიდების რეზიდენცია ქალაქ ნისაში იყო, შემდგომ კი ჰეკატომპილოსში (ახლანდ. დამგანის მახლობლად აშხაბადის ჩრდილო-დასავლეთით18 კმ-ზე). „ქართლის ცხოვრებაში“ ასახულია არშაკიდების გამოჩენა ირანში:

ვიკიციტატა
„მაშინ შეკრბეს ერისთავნი სპარსეთისანი და დასუეს მეფედ აჟღალან ბრძენი, მაშინ სომეხნი და ქართველნი იყვნეს მორჩილ აჟღალანისა, სპარსთა მეფისა.[1]

ამ დინასტიიის მეფეებს შორის გამორჩეულნი იყვნენ მითრიდატე I (ძვ. წ. 171-138 წწ.), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა პართული სახელმწიფოს ძლიერებას, და მითრიდატე II (ძვ. წ. 123-88 წწ.), რომელმაც საბოლოოდ განამტკიცა პართელების ბატონობა მთელს ირანზე და წინა აზიაზე. 224 წელს არშაკიდების უკანასკნელი წარმომადგენელი არტაბან V (დაახლ. 216-224) დაამარცხა სასანიანმა არდაშირმა და ბოლო მოუღო არშაკიდების დინასტიას ირანში.

ვიკიციტატა
„...მეფე იქმნა სპარსეთს ქასრე ანუშირვან სასანიანი, რომელმან მოსრა მეფენი აჟღალანიანნი[2]

არშაკიდების უმცროსი შტო მეფობდა სომხეთში არშაკუნიანების სახელწოდებით.

გენეალოგია რედაქტირება

 
 
 
არშაკ I
ძვ. წ. 247
 
 
 
ტირიდატე I
ძვ. წ. 247 - ძვ. წ. 211
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
არტაბან I
ძვ. წ. 211 - ძვ. წ. 191
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ფრიაპატი
ძვ. წ. 191 - ძვ. წ. 176
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ფრაატ I
ძვ. წ. 176 - ძვ. წ. 171
 
 
მითრიდატე I
ძვ. წ. 171 - ძვ. წ. 138
 
 
 
არტაბან II
ძვ. წ. 128 - ძვ. წ. 123
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
სანატრუკი
ძვ. წ. 77 - ძვ. წ. 70
 
 
ფრაატ II
ძვ. წ. 138 - ძვ. წ. 128
 
 
 
მითრიდატე II
ძვ. წ. 123 - ძვ. წ. 87
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ფრაატ III
ძვ. წ. 70 - ძვ. წ. 57
 
 
ოროდ I
ძვ. წ. 80 - ძვ. წ. 77
 
 
 
გოტარზ I
ძვ. წ. 91 - ძვ. წ. 81
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ოროდ II
ძვ. წ. 57 - ძვ. წ. 37
 
 
მითრიდატე III
ძვ. წ. 56 - ძვ. წ. 55
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
პაკორ I
ძვ. წ. 51 - ძვ. წ. 38
 
ფრაატ IV
ძვ. წ. 38 - ძვ. წ. 2
 
ტირიდატ II
ძვ. წ. 30 - ძვ. წ. 25
 
მითრიდატე IV
ძვ. წ. 12 - ძვ. წ. 10
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ოროდ III
4 - 7
 
ფრაატ V
ძვ. წ. 2 - 4
 
ვონონ I
პართია 7 - 12
სომხეთი 12 - 16
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
არტაბან III
12 - 38
 
 
ვონონ II
51
 
ტირიდატ III
36 - 37
 
კინამი
37 - 38
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
გოტარზ II
39 - 51
 
ვარდანი
39 - 48
 
ვოლოგეზ I
51 - 81
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
პაკორ II
78 - 109
 
ოროზი
109 - 128
 
ვოლოგეზ II
105 - 147
 
არტაბან IV
80 - 81
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მითრიდატე IV
128 - 147
 
 
 
ვოლოგეზ III
148 - 192
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ვოლოგეზ IV
191 - 208
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ვოლოგეზ V
208 - 223
 
 
არტაბან V
216 - 224
 
 

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 613.
  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6
  • ს. თეზელიშვილი. მსოფლიოს სამეფო დინასტიები. გამომც. "საქართველოს მაცნე". თბ. 1998 წ.

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართლის ცხოვრება, ტ. 1 თბ. 1955, გვ. 43
  2. ქართლის ცხოვრება, ტ. 1 თბ. 1955, გვ. 59