არქტიკული გოჭალა (ლათ. Salvelinus alpinus) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. ქმნის მრავალ ფორმას, მათ შორის: გამსვლელს, ტბიურ-მდინარეულსა და ტბიურს. მისი გავრცელების არეალი მთელ პოლარულ წრეს მოიცავს. გამსვლელი გოჭალები დიდი ზომის თევზებია; მათი სხეულის სიგრძე 88 სმ, ხოლო წონა 15 კგ აღწევს. აქვს საერთო ნიშნები ჩრდილოეთის ორაგულთან და ტბის კალმახთან.

არქტიკული გოჭალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ორაგულისნაირნი
ოჯახი:  ორაგულისებრნი
გვარი:  გოჭალა
სახეობა:  არქტიკული გოჭალა
ლათინური სახელი
Salvelinus alpinus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 19877

ზღვაში იკვებება თევზით, მტკნარ წყალსატევებში — ზოოპლანქტონით, ბენთოსით, წვრილი თევზით. რიგ რაიონებში არქტიკული გოჭალა ძვირფასი სარეწაო თევზია, არის ადგილობრივი და სამოყვარულო თევზჭერის ობიექტი. ცოცხლობს 32 წლამდე.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Решетников Ю. С. Гольцы // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 373.