არქიტექტონიკა (ბერძნ. architektonikē - სამშენებლო ხელოვნება), ნაგებობის კონსტრუქციული სისტემის, აგრეთვე მრგვალი ქანდაკებისა და დეკორაციული ხელოვნების მოცულობითი ნაწარმოების ნიშანდობლივი წყობა, რომელიც გამოიხატება მისი ცალკეული ნაწილების ურთიერთკავშირით, ფორმათა რიტმული განლაგებით, პროპორციებით, ნაგებობის ელემენტთა მასშტაბურობითა და ა. შ.

ფართო გაგებით არქიტექტონიკა გულისხმობს მხატვრული ნაწარმოების (სურათის, სიმფონიის, კინოფილმის, რომანისა და სხვა) ცალკეული ნაწილების, მთავარი და მეორეხარისხოვანი ელემენრების თანაზომიერ განლაგებას. ამ მნიშვნელობით არქიტექტონიკას კომპოზიციის ცნებასთან აიგივებენ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 1, გვ. 604, თბ., 1975