ართურ ჰენდერსონი

(გადამისამართდა გვერდიდან არტურ ჰენდერსონი)

ართურ ჰენდერსონი (ინგლ. Arthur Henderson; დ. 13 სექტემბერი, 1863 — გ. 20 ოქტომბერი, 1935) — ბრიტანელი ლეიბორისტი პოლიტიკოსი. მას 1934 წელს გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. იგი პოპულარობით სარგებლობდა მის კოლეგებში, რომლებმაც მას უწოდეს ”ბიძა ართური” მისი საქმისადმი ერთგულების გამო. ის იყო გარდამავალი ფიგურა, რომლის პოლიტიკა, პირველ რიგში, უახლოვდებოდა ლიბერალური პარტიის პოლიტიკურ შეხედულებებს. პროფკავშირებმა უარყვეს მისი აქცენტი არბიტრაჟსა და კონსოლიდაციაზე, რითაც შეაფერხეს ლეიბორისტული პარტიისა და პროფკავშირების გაერთიანება.

ართურ ჰენდერსონი
ინგლ. Arthur Henderson
დაბადების თარიღი 13 სექტემბერი, 1863(1863-09-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი გლაზგო[7]
გარდაცვალების თარიღი 20 ოქტომბერი, 1935(1935-10-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
შვილ(ებ)ი William Henderson, 1st Baron Henderson[8] და Arthur Henderson, Baron Rowley[8]
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[9] [10] და Wateler Peace Prize

ადრეული წლები რედაქტირება

ართურ ჰენდერსონი დაიბადა 1863 წელს, პატერსონის ქუჩა №10-ში, ანდერსტონში, გლაზგოში, შოტლანდიაში, ადგილობრივი მოსამსახურის აგნესის და დევიდ ჰენდერსონის ვაჟი, ტექსტილის თანამშრომელი, რომელიც გარდაიცვალა, როდესაც ართური ათი წლის იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ ჰენდერსონები გადავიდნენ ნიუკასლ-აპონ-ტაინზე, ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მოგვიანებით აგნესი დაქორწინდა რობერტ ჰითზე.

ჰენდერსონი თორმეტი წლის ასაკში მუშაობდა კომპანია რობერტ სტეფენსონი და ვაჟების გენერალურ მეტალურგიულ სამუშაოებში. ამის შემდეგ, ჩვიდმეტი წლის ასაკში, ის გადავიდა საუთჰემპტონში, ერთი წლით და შემდეგ დაბრუნდა და განაგრძო მუშაობა შემდუღაბებლად, ნიუკასლ-აპონ- ტაინში.

ჰენდერსონი მეთოდისტად იქცა 1879 წელს (მანამდე იყო კონგრეგაციონალისტი ) და გახდა ადგილობრივი მქადაგებელი . მას შემდეგ, რაც მან სამსახური დაკარგა 1884 წელს, მთელი ყურადღება გადაიტანა მეთოდისტური მოძღვრების ქადაგებაზე.

კავშირის ლიდერი რედაქტირება

1892 წელს ჰენდერსონი შევიდა პროფკავშირული პოლიტიკის რთულ სამყაროში, როდესაც იგი არჩეულ იქნა რკინის მწარმოებლების მეგობრული საზოგადოების ანაზღაურებად ორგანიზატორად. იგი ასევე გახდა წარმომადგენელი ჩრდილოეთ აღმოსავლეთის შერიგების საბჭოში. ჰენდერსონს მიაჩნდა, რომ გაფიცვები უფრო საზიანო იყო, ვიდრე სიკეთის მომტანი და ცდილობდა თავიდან აეცილებინა ისინი, თუკი შესაძლებლობა მიეცემოდა. ამ მიზეზით, იგი ეწინააღმდეგებოდა პროფკავშირების გენერალური ფედერაციის შექმნას, რადგან იგი დარწმუნებული იყო, რომ ეს უფრო მეტ გაფიცვებს გამოიწვევდა.

ლეიბორისტული პარტია რედაქტირება

1900 წელს ჰენდერსონი 129 პროფკავშირელ და სოციალისტ დელეგატთაგან ერთ-ერთი იყო, რომელთაც კირ ჰარდის შუამდგომლობით შექმნეს ლეიბორისტთა წარმომადგენლობის კომიტეტი (LRC). 1903 წელს ჰენდერსონი აირჩიეს ამ კომიტეტის ხაზინადრად და ამავდროულად არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად, შუალედურ არჩევნებში. 1903 წლიდან 1904 წლამდე ჰენდერსონი ასევე მსახურობდა დურჰამის მხარის, ქალაქ დარლინგტონის მერის თანამდებობაზე. [11]

1906 წელს ლეიბორისტთა წარმომადგენლობითმა კომიტეტმა სახელი შეიცვალა ლეიბორისტულ პარტიად და გენერალურ არჩევნებში 29 ადგილი მოიპოვა. 1908 წელს, როდესაც ჰარდი გადადგა ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელობიდან, ჰენდერსონი აირჩიეს მის ნაცვლად. იგი ლიდერად დარჩა ორი წლის მანძილზე, 1910 წლამდე.

მინისტრთა კაბინეტი რედაქტირება

როდესაც, 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა რემსი მაკდონალდმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა ის ჰენდერსონმა ჩაანაცვლა.

1915 წელს, პრემიერ-მინისტრ ჰერბერტ ასკვითის გადაწყვეტილების საფუძველზე, კოალიციური მთავრობა შეიქმნა, ჰენდერსონი იყო პირველი ლეიბორისტული პარტიიდან, რომელიც გახდა საბჭოს წევრი და დაიკავა განათლების საბჭოს ხელმძღვანელის პოზიცია.

1916 წელს დევიდ ლოიდ ჯორჯმა აიძულა ასკვითი თანამდებობიდან გადამდგარიყო და პრემიერ-მინისტრის პოსტი თავად დაიკავა. ჰენდერსონი მცირე ომის კაბინეტის წევრი გახდა და დაიკავა უპორტფელო მინისტრის პოსტი.(ლეიბორისტული პარტიის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც შეუერთდნენ ლოიდ ჯორჯის კოალიციურ მთავრობას იყვნენ ჯონ ჰოჯჯი, რომელიც გახდა დასაქმების სახელმწიფო მინისტრი და ჯორჯ ბარნსი, რომელიც გახდა პენსიების სახელმწიფო მინისტრი). ჰენდერსონი გადადგა 1917 წლის აგვისტოში მას შემდეგ, რაც მისი წინადადება ომის საკითხების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის გამართვაზე, მთელი კაბინეტისგან უარყოფილ იქნა. [12]

ჰენდერსონმა ყურადღება გაამახვილა ლეიბორისტული პარტიისთვის დამხმარე ქსელის დაფუძნებაზე. ადრე მას მცირე ეროვნული ორგანიზაცია ჰქონდა, რომელიც ძირითადად ემყარებოდა პროფკავშირებს და სოციალისტურ საზოგადოებებს. 1918 წელს რემსი მაკდონალდთან და სიდნი ვებთან მუშაობით ჰენდერსონმა დააარსა კონსტიტუციონალური ორგანიზაციების ეროვნული ქსელი. ისინი პროფკავშირებისგან და აღმასრულებელი კომიტეტისგან დამოუკიდებლად მუშაობდნენ და ღია იყო ყველასთვის, ვინც თანაუგრძნობდა პარტიის პოლიტიკას. ჰენდერსონმა უზრუნველყო სიდნი ვების შემუშავებული პარტიული პოლიტიკის ყოვლისმომცველი განცხადების მიღება. სახელწოდებით "შრომა და ახალი სოციალური წესრიგი", იგი დარჩა ლეიბორისტული პარტიის ძირითად პლატფორმად 1950 წლამდე. მან გამოაცხადა საზოგადოებრივი პარტია, რომლის პრინციპები მოიცავს ყველასთვის გარანტირებულ ცხოვრების მინიმალურ სტანდარტს, ინდუსტრიის ნაციონალიზაციას და დიდი შემოსავლისა და სიმდიდრის მძიმე დაბეგვრას. [13]

"კუპონის არჩევნები" და 1920-იანი წლები რედაქტირება

ჰენდერსონმა დაკარგა ადგილი 1918 წლის 14 დეკემბრის "კუპონის არჩევნებში", რომელიც გამოცხადდა საომარი მოქმედებების დასრულებიდან ოცდაოთხ საათში და რასაც შედეგად მოჰყვა ლოიდ ჯორჯის მიერ ჩამოყალიბებული კოალიციის გამარჯვება. [14] თუმცა, ჰენდერსონი პარლამენტში დაბრუნდა 1919 წელს ვაინდსში შუალედური არჩევნების მოგების შემდეგ.

1924 წელს ჰენდერსონი დაინიშნა შინაგან საქმეთა მდივნად პირველ ლეიბორისტულ მთავრობაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა რემსი მაკდონალდი. ეს მთავრობა დამარცხდა იმავე წლის და ასევე მომდევნო არჩევნებზეც .

1924 წელს, ხელახლა არჩევისას ჰენდერსონმა უარი თქვა მაკდონალდის გამოწვევაზე პარტიის ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად.

საგარეო საქმეთა მდივანი რედაქტირება

1929 წელს ლეიბორისტებმა ჩამოაყალიბეს უმცირესობის მთავრობა და მაკდონალდმა დანიშნა ჰენდერსონი საგარეო საქმეთა მდივნად, ჰენდერსონმა თანამდებობა გამოიყენა, ევროპაში, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული დაძაბულობის შესამცირებლად. დიპლომატიური ურთიერთობები ხელახლა დამყარდა სსრკ-სთან და ჰენდერსონი წარმოადგენდა ბრიტანეთის სრული მხარდაჭერის გარანტს ერთა ლიგის მიმართ . [15]

მოგვიანო კარიერა რედაქტირება

 

ჰენდერსონი პარლამენტში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც კლეი კროსში შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა და მიაღწია უნიკალურ მდგომარეობას შუალედურ არჩევნებზე ხუთჯერ არჩევით. მან დაამყარა რეკორდი დაკარგულ პოზიციაზე (პარლამენტის წევრად) ყველაზე ხშირი დაბრუნებით.

ჰენდერსონმა მთელი ცხოვრება გაატარა იმის ცდაში, რომ ომის ქარიშხალი ნაწილობრივ მაინც შეეჩერებინა. იგი მუშაობდა მშვიდობის მსოფლიო ლიგასთან და ხელმძღვანელობდა ჟენევის განიარაღების კონფერენციას, 1934 წელს კი მიენიჭა ნობელის პრემია. (2013 წლის 3 აპრილს მისი ნობელის მედალი მოიპარეს ნიუკასლის მერის ოფიციალური რეზიდენციიდან). [16]

ჰენდერსონი გარდაიცვალა 1935 წელს, 72 წლის ასაკში. ჰენდერსონის სამივე ვაჟი მსახურობდა სამხედრო სამსახურში, დიდი ომის დროს, უფროსი, დევიდი, 1916 წელს ერთ-ერთი სამხედრო მოქმედების დროს დაიღუპა, როდესაც მიდლექსის პოლკის კაპიტანად მსახურობდა. მისი გადარჩენილი ვაჟები ასევე გახდნენ ლეიბორისტი პოლიტიკოსები: მეორე ვაჟს, უილიამს 1945 წელს ბარონი ჰენდერსონის წოდება მიენიჭა, ხოლო მის მესამე ვაჟს, ართურს, ბარონი როულის წოდება, 1966 წელს.

მანჩესტერის სახალხო ისტორიის მუზეუმის, ლეიბორისტული ისტორიის არქივი და სასწავლო ცენტრი ინახავს ართურ ჰენდერსონის , 1915-1935 წლებში შესრულებულ, ნაშრომებს მათ კოლექციაში. [17]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Carlton, David (1970). MacDonald versus Henderson: The Foreign Policy of the Second Labour Government. Palgrave Macmillan. ISBN 9781349006755. 
  • Hamilton, Mary Agnes. Arthur Henderson: A Biography (1938), a detailed and favourable account by a former colleague
  • McKibbin, Ross. "Arthur Henderson as Labour Leader," International Review of Social History (1978) pp. 79–101
  • Riddell, Neil. "Arthur Henderson, 1931–1932," in Leading Labour: From Keir Hardie to Tony Blair, ed. Kevin Jefferys (1999)
  • Thorpe, Andrew. "Arthur Henderson and the British Political Crisis of 1931," Historical Journal (1988) pp. 117–139 in JSTOR
  • Winkler, Henry H. "Arthur Henderson," in The Diplomats, 1919–1939, ed. Gordon A. Craig and Felix Gilbert (1953)
  • Winter, J M. "Arthur Henderson, the Russian Revolution and the Reconstruction of the Labour Party," Historical Journal (1972) pp. 753–73. in JSTOR
  • Wrigley, Chris. Arthur Henderson (1990), a scholarly biography

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  5. 5.0 5.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  6. 6.0 6.1 Munzinger Personen
  7. 7.0 7.1 Who's who(untranslated), 1849. — ISSN 0083-937X
  8. 8.0 8.1 Lundy D. R. The Peerage
  9. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1934/
  10. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  11. <https://www.thenorthernecho.co.uk/news/10330798.arthur-henderson-a-labour-pioneer/>
  12. Eric Hopkins, 'A Social History of the English Working Classes, 1815–1945 (Hodder & Stoughton, 1979) p. 219. ISBN 0713103167.
  13. Bentley B. Gilbert, Britain since 1918 (1980) p 49.
  14. Katz, Liane (4 April 2005) "Women and the Welsh Wizard". Politics.guardian.co.uk. Retrieved on 12 September 2015.
  15. MacDonald versus Henderson: The Foreign Policy of the Second Labour Government. Palgrave Macmillan. 
  16. "Nobel Peace Prize Medal Stolen in Newcastle". BBC News. 3 April 2013.
  17. Collection Catalogues and Descriptions, Labour History Archive and Study Centre, http://www.phm.org.uk/archive-study-centre/online-catalogue/. წაკითხვის თარიღი: 20 January 2015 დაარქივებული 13 January 2015[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები