არტერიებისისხლძარღვები, რომლებსაც სისხლი, ვენებისგან განსხვავებით, გადააქვს გულიდან ორგანოებამდე.

ადამიანის არტერიული სისტემა

სახელწოდება არტერია, ანუ ჰაერის მატარებელი ერასისტრატიდან მომდინარეობს, ის თვლიდა, რომ ვენა შეიცავდა სისხლს, ხოლო არტერია - ჰაერს.

აღსანიშნავია, რომ არტერიებს ყოველთვის არტერიული სისხლი არ გადააქვთ. მაგალითად, ფილტვის არტერიას ჟანგბადით არც თუ ისე მდიდარი სისხლი მიაქვს ფილტვებამდე. გარდა ამისა, არტერიები, რომელთა მეშვეობითაც არტერიული სისხლი ნორმალურად მიედინება, შეიძლება შეიცავდეს ვენურ ან შერეულ სისხლს ისეთი დაავადებებისას, როგორიცაა თანდაყოლილი გულის დეფექტები.

არტერიაში პულსი გულის შეკუმშვის ინტენსივობით იგრძნობა. ამას კი იგრძნობთ იმ ადგილებზე თითის დადებით, სადაც არტერია კანთან ახლოს გადის. ყველაზე ხშირად პულსი იკვრება მაჯის გარშემო, რადიალურ არტერიასთან.

გულის კუნთის შეკუმშვისას გულის კედელი გარკვეული ძალით აწვება სისხლს - ვითარდება წნევა, რომელიც სისხლს ამოძრავებს. სისხლი გარკვეული წნევით იწყებს მოძრაობას გულიდან არტერიებში: აორტასა და ფილტვის არტერიებში, რაც არტერიული წნევაა.

ყოველ ჯერზე გული იკუმშება და შემდეგ დუნდება, ამიტომ არტერიული წნევაც იცვლება გულის შეკუმშვისა და მოდუნების მიხედვით. სისხლის წნევა გულის შეკუმშვისას მაღალია და მას სისტოლური წნევა ჰქვია, ხოლო გულის კუნთის მოდუნებისას წნევა დაბალია - მას დიასტოლური წნევა ეწოდება. როდესაც სისხლი ვენებში იკრიბება, მისი წნევა ძალიან დაბალია, ამიტომ საჭიროა დამატებითი ძალა, რომელიც სისხლს გულისკენ აამოძრავებს. ჩონჩხის კუნთები შეკუმშვისას აწვება ვენების კედლებს და ავითარებს სისხლზე ზეწოლას. ამიტომ სისხლი იწყებს ვენებშ მოძრაობას. სისხლის ერთი მიმართულებით, გულისკენ დინებას უზრუნველყოფს ვენებში არსებული სარქველები, რომლებიც მხოლოდ ულისკენ იღება.

სისხლდენა, ასევე ცნობილი, როგორც არტერიული დინება, წარმოადგენს ეფექტს, როდესაც არტერია გადაჭრილია მაღალი არტერიული წნევის გამო. ამ დროს ადამიანი სისხლისგან სწრაფად იცლება, რაც გულის ცემასთანაა დაკავშირებული. დაკარგული სისხლის რაოდენობა კი შესაძ₾ოა სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს[1].

არტერიის მიკროსკოპული ანატომია
ადაიანის არტერიის გადაკვეთა

წნევა და დაავადებები რედაქტირება

აორტაში სისხლის წნევა ყველაზე მაღალია, ხოლო ზდა და ქვედა ღრუ ვენებში ყველაზე დაბალია.

ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანის მხრის არტერიაში სისტოლური წნევა უტოლდება ვერცხლისწყლის სვეტის 110-140 მმ-ს, დიასტოლური კი 75-80 მმ-ს. მაგრამ ეს მაჩვენებელი ცვალებადია ადამიანის ასაკის, სხეულის მასისა და სხვა ფაქტორების მიხედვით. არტერიების კედლები მრავალშრიანია და სისხლის წნევის ზეწოლას უძლებს. არტერიული წნევა დამოკიდებულია გულის შეკუმშვის ძალაზე და სისხლის მოცულობაზე, რაც უფრო ძლიერ იკუმშება გული, რაც მეტია სისხლის მოცულობა, მით უფრო მაღალია არტერიული წნევა.

უწყვეტი მუშაობისთვს გულს სჭირდება ჟანგბადი და სხვადასხვა საკვები ნივთიერებები. ამ კომპონენტების გულში მოხვედრას უზრუნველყოფს მარჯვენა და მარცხენა კორონალური არტერია, რომელიც იწყება აორტადან, შემდეგ ვრცელდება გულის კუნთის გარშემო და დაყოფილი მცირე სისხლძარღვებად, აღწევს შიგნით. სისხლის მიწოდებასა და საჭიროებას შორის დარღვევის შემთხვეწვაში იწყება კორონალური უკმარისობა, რაც ყველაზე ხშირად უკავშირდება ერთ-ერთი კორონალური არტერიის შემცირებას, სისხლძარღვებში არსებული ცვლილებების გამო. დაავადების პირველი ეტაპი სიმპტომების არსებობის გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ როცა სისხლძარღვის სანათური შესამჩნევად მცირდება, იწყება ტკივილები გულ-მკერდის არეში, შემდეგ კი მწვავდება მგრძნობელობა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Валентин Козлов. Анатомия сердечно-сосудистой системы. Учебное пособие. — М.: Практическая Медицина, 2013. — 192 с. — 1000 экз.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. U.S. Navy Standard First Aid Manual, Chapter 3 (online). ციტირების თარიღი: 3 Feb 2003.