სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არტანუჯი (მრავალმნიშვნელოვანი).

არტანუჯი — ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთის ცენტრი. ართვინის რეგიონში, ამჟამინდელ ქალაქ არტანუჯის სიახლოვეს (თურქეთი). მდებარეობს მდინარე არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე.

არტანუჯის ციხე
არტანუჯი VIII-X საუკუნეების მესხეთის მხარის რუკაზე

ისტორია რედაქტირება

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ციხე ვახტანგ გორგასლის ბრძანებით აუგიათ[1]. VIII საუკუნის I ნახევარში არტანუჯის ციხე არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ დაანგრია. IX საუკუნეში განაახლა აშოტ I კურაპალატმა. მანვე დააარსა აქ ქალაქი და ააგო ეკლესია. X საუკუნეში გამაგრებული და დიდი რაბათის (წინაქალაქი) მქონე არტანუჯი, მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. აქ საქონელი მოდიოდა ტრაპეზუნტიდან, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდან, სომხეთიდან, სირიიდან და სხვა.[2] დღეისათვის შემორჩენილია უზარმაზარ კლდეზე დაშენებული ციხის გალავნის ნაწილები, ციხის ტერიტორიაზე - ეკლესიისა და სასახლის ნაშთები. ციხის ქვემოთ ნაქალაქარია, რომლის ადგილზეც თანამედროვე ქალაქ არტანუჯის (თურქ. არდანუჩ) ერთი უბანია. ნაქალაქარის ტერიტორიაზე არის ეკლესიის ნანგრევები, ძველი სავაჭრო დუქნები, გალავნის ნაშთები და სხვ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბ., 1955, გვ.177
  2. კონსტანტინე VII პორფიროგენეტი, „De Administrando Imperio“
    ორიგინალი ტექსტი (ქართ.)

    „არტანუჯის ციხე ძალიან მტკიცეა და აქვს დიდი რაბადი და დაბაქალაქიც და იქ მიდის საქონელი ტრაპეზუნტისა, იბერიისა, აფხაზეთისა და არმენიის და სირიის ყველა ქვეყნიდან, და ამ საქონლიდან მას უამრავი ბაჟი შემოსდის. არტანუჯის მიწაწყალი, ესე იგი არზენი დიდი და ნაყოფიერია და წარმოადგენს იბერიის, აფხაზეთის და მესხთა ქვეყნის გასაღებს“.