არტაბან Iპართიის მეფე არშაკიდების დინასტიიდან. არტაბან I სამეფო ტახტზე ტირიდატე I-ის შემდეგ ავიდა, მისი მმართველობა დაიწყო ძვ. წ. 211 წელს და დასრულდა ძვ. წ. 191, მის შემდეგ კი ტახტზე ფრიაპატი ავიდა. ითვლება, რომ არტაბან I-ის ბიძამ არშაკ I-მა ძვ. წ. 247 წელს დააარსა არშაკიდების დინასტია. სავარაუდოდ არსაკის შემდეგ სამეფო ტახტზე მისი ძმა ტირიდატე I ავიდა, მის შემდეგ კი მეფობა არტაბან I-მა განაგრძო, თუმცა გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ დინასტიის წევრები არშაკ I-ის პატივსაცემად მის სახელს ირქმევდნენ, არტაბანის ოფიციალურ სახელი არის არშაკ II, შესაბამისად არსებობს მოსაზრება, რომ არტაბანი სამეფო ტახტზე არშაკ I-ის შემდეგ ავიდა.

არტაბან I

არტაბან I-ის მონეტა
პართიის მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 211
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 191
წინამორბედი: ტირიდატე I
მემკვიდრე: ფრიაპატი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 185
დინასტია: არშაკიდების დინასტია
რელიგია: ზოროასტრიზმი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება