არსენ მგელაძე
არსენ მგელაძე (დ. 27 ნოემბერი, 1955, სოფ. დანდალო, ახლანდ. ქედის მუნიციპალიტეტი – გ. 5 მაისი, 2016) — ქართველი პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მუშაკი.
არსენ მგელაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 27 ნოემბერი, 1955 |
დაბადების ადგილი | სოფ. დანდალო, ქედის რაიონი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 5 მაისი, 2016 (60 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქედის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქედის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „დემოკრატიული აღორძინების კავშირი“.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- არსენ მგელაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- არსენ მგელაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)