არსებითი სახელი — სრულმნიშვნელობიანი სიტყვა. ატარებს საგნობრივ მნიშვნელობას — აღნიშნავს „საგანს“ ან „მოვლენას“, საგნის ნაწილს, ან მოვლენათა მთელ ჯგუფს. მიუგებს კითხვებზე: „ვინ?“ (ქალი, კაცი, მოსწავლე, გიორგი), „რა?“ (ცხენი, სახლი, სიცოცხლე, თბილისი).

არსებითი სახელი შეიძლება იყოს კონკრეტული ან აბსტრაქტული, საზოგადო ან საკუთარი. სხვა სახელებთან ერთად იგი უპირისპირდება ერთი მხრივ ზმნებს, მეორე მხრივ — უდეტრებს. არსებითი სახელის მორფოლოგიური ნიშნები სხვადასხვა ენაში სხვადასხვაგვარია. სინთეზურ ენებში იგი ხასიათდება სიტყვათცვალებისა და სიტყვაწარმოების დიდი უნარით. წინადადებაში ასრულებს მრავალგვარ სინტაქსურ ფუნქციას, რომელთაგან ძირითადია ქვემდებარისა და დამატების გამოხატვა. ქართულ ენაში არსებითი სახელი იცვლება ბრუნვისა და რიცხვის მიხედვით. მრავალ ენაში მოეპოვება აგრეთვე სქესის ან გრამატიკული კლასის კატეგორია. ზოგიერთ ენაში (მაგ., ჩინურში) არსებითი სახელი ფორმაუცვლელია. არსებითი სახელი იბრუნვის. ერთმანეთისგან განსხვავებულია საზოგადო და საკუთარ არსებით სახელთა ბრუნება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ფეიქრიშვილი ჟ., ქართული ენის მორფოლოგია, ქუთ. 2010;
  • შანიძე ა., ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, ტ. 1, თბ., 1973;


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.