არმენ ჯიგარხანიანი

თეატრისა და კინოს საბჭოთა, სომეხი და რუსი მსახიობი

არმენ ჯიგარხანიანი (სომხ. Արմեն Բորիսի Ջիգարխանյան; რუს. Арме́н Бори́сович Джигарханя́н; დ. 3 ოქტომბერი, 1935 — გ. 14 ნოემბერი, 2020) — თეატრისა და კინოს საბჭოთა, სომეხი და რუსი მსახიობი. თეატრალური რეჟისორი და თეატრალური პედაგოგი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1985)[1]. 1996 წლიდან არმენ ჯიგარხანიანის მოსკოვის დრამატული თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი, პრეზიდენტი და სამხატვრო ხელმძღვანელი[2][3].

არმენ ჯიგარხანიანი
მშობლიური სახელი Արմեն Բորիսի Ջիգարխանյան
დაბადების სახელი არმენ ჯიგარხანიანი
დაბადების თარიღი 3 ოქტომბერი, 1935
ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ
გაუჩინარდა მოსკოვი, რუსეთი
გარდაცვალების თარიღი 14 ნოემბერი, 2020 (85 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი
აქტიური 1955–2020
საიტი dzigartheater.ru
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

არმენ ჯიგარხანიანი 1935 წლის 3 ოქტომბერს ერევანში დაიბადა. იყო თბილისელი სომხების ერთ-ერთი ძველი გვარის წარმომადგენელი.

როიდესაც არმენი სულ რამდენიმე თვის იყო მამამისი ოჯახიდან წავიდა. ხელმეორედ ისინი მხოლოდ ზრდასრულობის ასაკში შეხვდნენ ერთმანეთს. მას მამინაცვალი ზრდიდა, რომელთანაც არმენს თბილი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. იზრდებოდა რუსულენოვან გარემოში, სწავლობდა რუსულ სკოლაში და ერთნაირი შემართებით ეცნობოდა სომხურ და რუსულ კულტურას. დედა ელენა ვასილევნა თეატრის დიდი მოყვარული იყო და არცერთ დრამატულ და საოპერო წარმოდგენას არ ტოვებდა.

სკოლის პერიოდში გატაცებული იყო თეატრითა და კინოთი. სკოლის დამთავრების შემდეგ (1952) მოსკოვში გაემგზავრა და თეატრალური ხელოვნების რუსულ ინსტიტუტში სცადა ჩაბარება, თუმცა უშედეგოდ. ერევანში დაბრუნების შემდეგ კინოსტუდია „არმენფილმში“ დაიწყო მუშაობა ოპერატორის თანაშემწედ.

1954 წელს ჩააბარა ერევნის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში გ. სუნდუკიანის სახელობის ეროვნულ სახელმწიფო აკადემიურ თეატრში რეჟისორ ვართან აჯემიანის კურსზე. თუმცა დიდი კონკურსის გამო არმენი არმენ გულაკიანის კურსზე გადავიდა (დაამთავრა 1958 წელს).

მსახიობის სასცენო დებიუტი 1955 წლის იანვარში ერევნის კონსტანტინე სტანისლავსკის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში ვიქტორ გუსევის პიესის „ივან რიბაკოვის“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლში შედგა. თეატრის დასში მსახიობი მეორე კურსიდან მიიწვიეს და იქ მან ათ წელზე მეტი იმუშავა.

1967 წელს ანატოლი ეფროსმა მსახიობი ლენკომში მიიწვია.

1969 წელს ჯიგახანიანმა ანდრეი გონჩაროვთან მოსკოვის ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის აკადემიური თეატრის სცენაზე დაიწყო მოღვაწეობა. შეასრულა სტენლი კოვალსკის როლი სპექტაკლში „ტრამვაი „სურვილი“ და დიდი პა-ს როლი სპექტაკლში „კატა გახურებულ სახურავზე“.

1996 წლის სექტემბერში ის თეატრიდან წავიდა, თუმცა კვლავ აგრძელებდა მოღვაწეობას სხვა თეატრების სპექტაკლებში.

მსახიობის კინოდებიუტი 1960 წელს შედგა, როდესაც მან აკოფის როლი შეასრულა ფილმში „ჩამოქცევა“. არმენ ჯიგარხანიანს საყოველთაო აღიარება ფილმში „გამარჯობა, ეს მე ვარ! განსახიერებულმა ახალგაზრდა მეცნიერ-ფიზიკოსის არტემ მანველიანის როლმა მოუტანა. ამ ფილმის გამოსვლისთანავე მას ახალი ნამუშევრები მოჰყვა, რომლებიც კარგად წარმოაჩენდნენ მსახიობის ფართო სამსახიობო დიაპაზონს, ფსიქოლოგიურ უტყუარობასა და გარდასახვის ხელოვნებას – მჭედელი უსტა მუკუჩი „სამკუთხედში“, ლევონ პოღოსიანი დრამაში როცა სექტემბერი დგება, შტაბს-კაპიტანი ოვეჩკინი უპოპულარულეს „მოუხელთებლების ახალ თავგადასავლებში“, ჩეკისტი არტუზოვი სატელევიზიო ფილმში „ოპერაცია „ტრესტი““, მემარცხენე სოციალისტ-რევოლუციონერი პროშიანი ისტორიულ სურათში ექვსი ივლისი, მიხეილ სტიშნოი ჟურავუშკაში. უარყოფითი გმირებისგან ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ბანდის „შავი კატა“ კუზიანი მეთაური კარპი ფილმიდან „შეხვედრის ადგილის შეცვლა შეუძლებელია“.

1978 წელს შეასრულა სომხეთის ეროვნული გმირის, XVIII საუკუნის მხედართმთავარ მხითარ სპარაპეტის როლი სერო ხანზადიანის ისტორიულ დრამაში „იმედის ვარსკვლავი“.

1989-დან 1997 წლამდე სამსახიობო ხელოვნებას ასწავლიდა რუსეთის სერგეი გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში.

გარდაიცვალა 2020 წლის 14 ნოემბერს, 85 წლის ასაკში.[4][5] დაკრძალულია მოსკოვში, ვაგანკოვოს სასაფლაოზე.

ჯილდოები და წოდებები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Джигарханян А. Б., Дубровский В. Я. Армен Джигарханян: Я одинокий клоун : Диалоги, монологи, реплики. — М.: АСТ-Пресс, 2002. — 336 с. — 10 000 экз. — ISBN 5-7805-0949-2. — Рецензия
  • Джигарханян А. В искусстве важно — кто! // Неистовый Андрей Гончаров [: Антология]. М.: АСТ-Пресс, 2003. С.135—140. — ISBN 5-462-00062-6
  • Григорян Л. Р. Армен Джигарханян. — М.: Искусство, 1983. — 160, [32] с. — (Мастера советского театра и кино). — 25 000 экз.
  • Вартанов А. С. Армен Джигарханян. — М.: Киноцентр, 1987. — 100 с. — 100 000 экз.
  • Колосов С. Азарт: Армен Джигарханян // Мой любимый актёр: Писатели, режиссёры, публицисты об актёрах кино: сб. / Сост. Л. И. Касьянова. М.: Искусство, 1988. С.353—370.
  • Дубровский В. Я. Армен Джигарханян // Ленком: сб. / Сост. Б.Поюровский. М.: Центрполиграф, 2000. С. 203—233. — ISBN 5-227-00880-9 («Звёзды московской сцены»)
  • Цыркун Н. А. Армен Джигарханян: Очерк жизни и творчества. — М.: ЭКСМО-Пресс, 2002. — 384 с. — 4 100 экз. — ISBN 5-04-009428-0.
  • Цыркун Н. А. Армен Джигарханян. — М.: Панорама, 2000. — 176 с. — («Мир кино»). — 5 000 экз. — ISBN 5-85220-218-5.

ინტერნეტ-რესურსები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Армен Борисович Джигарханян
  2. Президент театра, Армен Джигарханян. დაარქივებული 2017-11-10 საიტზე Wayback Machine. არმენ ჯიგარხანიანის მოსკოვის დრამატული თეატრის ოფიციალური საიტი // dzigartheater.ru
  3. Постановление Правительства Москвы от 12 марта 1996 года № 246 «О создании Московского драматического театра под руководством А. Б. Джигарханяна». АО «Кодекс» // docs.cntd.ru
  4. Умер Армен Джигарханян. interfax.ru. ციტირების თარიღი: 2020-11-14.
  5. Ушел из жизни Армен Джигарханян. Театр Армена Джигарханяна (2020-11-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-16. ციტირების თარიღი: 2020-11-14.
  6. Джигарханян Армен Борисович — Киносозвездие — авторский проект Сергея Николаева
  7. Указ Президента Российской Федерации от 3 октября 2010 года № 1203 «О награждении орденом „За заслуги перед Отечеством“» II степени Джигарханяна А. Б.
  8. Указ Президента Российской Федерации от 3 октября 1995 года № 1002 «О награждении орденом „За заслуги перед Отечеством“» III степени Джигарханяна А. Б.
  9. Указ Президента Российской Федерации от 1 декабря 2005 года № 1380 «О награждении орденом „За заслуги перед Отечеством“ IV степени Джигарханяна А. Б».
  10. Распоряжение Президента Российской Федерации от 16 сентября 2002 года № 427-рп «О поощрении работников Московского государственного театра „Ленком“»
  11. ИА PanARMENIAN // Армен Джигарханян награждён армянским Орденом Почета // 18 ноября 2010
  12. Российские актеры получили медали «10 лет Астане». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-23. ციტირების თარიღი: 2018-07-15.
  13. Указ Мэра Москвы от 28 сентября 2005 года № 61-УМ «О награждении знаками отличия и присвоении почетных званий города Москвы»
  14. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-20. ციტირების თარიღი: 2018-07-15.
  15. Премия "Человек года". Федерация Еврейских Общин России. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-14. ციტირების თარიღი: 2013-04-14.
  16. Царскосельскую художественную премию вручат в Санкт-Петербурге. Телеканал «Культура» (18 октября 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-23. ციტირების თარიღი: 2011-10-18.
  17. „Царскосельская художественная премия вручена в Санкт-Петербурге“. ИТАР-ТАСС. 2011-10-18. ციტირების თარიღი: 2011-10-18.
  18. НФ Слава Отечества :: Мероприятия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-26. ციტირების თარიღი: 2018-07-15.
  19. [http://mbf.net.ua/medalman/44/[მკვდარი ბმული] Армен Борисович Джигарханян: Кавалеры ордена Международный Благотворительный Фонд «Меценаты Отечества»
  20. Новости Великого Новгорода — «Великий Новгород. Ру». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-04. ციტირების თარიღი: 2018-07-15.
  21. На торжественной церемонии был вручен почетный знак «Самарский крест». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-17. ციტირების თარიღი: 2018-07-15.
  22. [1]