არიოვისტიძვ. წ. I საუკუნის გერმანული ტომის სვებების ბელადი. გალური ტომების სეკვანების მიერ მეორე გალური ტომის ედუების წინააღმდეგ მიხმობილმა არიოვისტმა ძვ. წ. 71 წელს სვებების ტომის ერთი ნაწილით გადალახა რაინი, ძვ. წ. 61 წელს დაამარცხა ედუები და რაინის მარცხენა ნაპირზე დაასახლა თავისი ქვეშევრდომი გერმანული ტომები ტრიბოკები, ნემეტები და ვანგიონები. განზრახული ჰქონდა სვებების მთლიანი გადასახლება გალიაში, მაგრამ ძვ. წ. 58 წელს ვეზონციოსთან (ახლანდელი ბეზანსონი) გამართულ ბრძოლაში დაამარცხა იულიუს კეისარმა, მძიმედ დაჭრილი არიოვისტი ნავით გადაიყვანე რაიონის მარჯვენა ნაპირზე, სადაც გარდაიცვალა.

ლიტერატურა რედაქტირება