არია სტარკი (ინგლ. Arya Stark) — გამოგონილი პერსონაჟი ამერიკელი მწერლის, ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ნაწარმოებში „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ და HBO-ს მიერ ამავე ნაწარმოების სატელევიზიო ადაპტაციაში „სატახტოთა თამაში“. სერიალში მას განასახიერებს ინგლისელი მსახიობი მეიზი უილიამსი. ის ერთადერთი პერსონაჟია ნაწარმოებში, რომელიც წიგნების სერიის ყველა გამოცემაში გამოჩნდა.

არია სტარკი
„ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ - პერსონაჟი

მეიზი უილიამსი არია სტარკის როლში, HBO-ს სატელევიზიო სერიალში „სატახტოთა თამაში
პირველი გამოჩენა
ბოლო გამოჩენა „რკინის ტახტი“ (2019)
შემქმნელი ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი
მსახიობი მეიზი უილიამსი
(„სატახტოთა თამაში“)
ინფორმაცია
ზედმეტსახელ(ებ)ი
  • არია ცხენისსახა
  • არი
  • ციყვი
  • კურდღლების მკვლელი
  • გოგონა მგელი
  • არავინ
  • ღამის მგელი
სქესი მდედრობითი
ოჯახი სტარკების საგვარეულო
მეორე ნახევარი გენდრი
ნათესავები

არია სტარკი პირველად 1996 წელს, „სატახტოთა თამაშში“ გამოჩნდა, როგორც ნედ სტარკისა და კეიტლინ სტარკის უმცროსი ქალიშვილი. ის ქალთა ტრადიციულ საქმიანობებს არ ეუფლება და ბიჭებში ხშირად ერევათ. არია ფლობს ციხესიმაგრეში გამოჭედილ ფოლადის მცირე ზომის ხანჯალს, სახელწოდებით „ნემსი“, რომელიც მას თავისმა ნახევარ-ძმამ, ჯონ სნოუმ აჩუქა. არია ბრავოსის სტილში ხმლით ბრძოლაში სირიო ფორელმა გაწვრთნა.

არია სერიალის ყველაზე პოპულარულ პერსონაჟებს შორისაა. უილიამსის შესრულებამ კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. მეიზი უილიამსი როლის შესრულებისთვის ორჯერ იყო ნომინირებული ემის დაჯილდოებაზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის კატეგორიაში, 2016 და 2019 წლებში.[1] უილიამსი სერიალის სხვა მსახიობებთან ერთად კინომსახიობთა გილდიის ჯილდოზე დრამატულ სერიალში სამსახიობო ჯგუფის შესანიშნავი შესრულებისთვის 2011, 2013, 2014, 2015, 2016 და 2017 წლებში იყო წარდგენილი.

პერსონაჟი რედაქტირება

არია დაიბადა 289 წელს (აეგონ ტარგარიენის მმართველობის დამხობიდან), ჩრდილოეთის მმართველ და უინტერფელის ლორდ ედარდ სტარკისა და ლედი კეიტლინ სტარკის ოჯახში, როგორც მესამე შვილი და ყველაზე პატარა ქალიშვილი. პერსონაჟი რომანის დასაწყისში ცხრა წლის იყო. მას ხუთი და-ძმა ჰყავს: უფროსი ძმა - რობი, უფროსი და - სანსა, ორი უმცროსი ძმა: ბრანი და რიკონი და უფროსი, უკანონო ნახევარ-ძმა ჯონ სნოუ. დედის მხრიდან ის ასევე არის რობერტ არინის ბიძაშვილი.

არია ცაციაა და მას კარგად გამოდის შეკრება-გამოკლება. მისი უფროსი დისგან, სანსასგან განსხვავებით, რომელიც ტრადიციული დიდგვაროვანი ქალბატონების საქმიანობითაა დაკავებული, არია ცეკვის, კერვისა და სიმღერით დაინტერესებული არაა და სხვა აქტივობებითაა დაკავებული, მათ შორისაა ჯირითიც. დედამისმა, კეტლინი მას ხშირად მოიხსენიებს, როგორც „მგლისსისხლიანს“, იმპულსურ და „რთულად მოსათვინიერებელს“. არია მუდმივი „თავის ტკივილია“ მისი მასწავლებელის, სეპტა მორდანისთვის. ის განსაკუთრებულად ახლოსაა თავის ნახევარ-ძმა, ჯონ სნოუსთან, რომელიც არიას ეხმარება და რომელმაც, განშორების წინ, დას საჩუქარი მისცა.[2] ნაჩუქარ ხმალს არიამ „ნემსი“ უწოდა. ხმალს პერსონაჟი მოგვიანებით ბრავოსულ „წყლის ცეკვის“ (ფარიკაობა) სასწავლად იყენებს, რაც პერსონაჟს სწრაფად შეტევაში ავარჯიშებს. დროტა განმავლობაში არია დაუნდობელი ხდება.

არია თავის და-ძმას შორის ერთადერთია, რომელსაც სტარკებისთვის დამახასიათებელი ყველა გარეგნული ნიშანი აქვს: ტანის მოყვანილობა, ყავისფერი თმა, ნაცრისფერი თვალები და გრძელი სახე (ამის გამო მას სანსას თანმხლებმა პირებმა „ცხენისსახა“ უწოდეს). ის ძალიან ჰგავს მამიდა ლიანას, როგორც გარეგნობით, ასევე ტემპერამენტრით.[3] მას კარგად აქვს განვითარებული ინსტიქტი და ტელეპათიის უნარი, რითაც თავის მგლის ლეკვს, ნიმერიას აკონტროლებს, განსხვავებული კონტინენტიდანაც კი. სერიალის დასაწყისში ის მოზარდია და ხშირად ერევათ ბიჭებში. მისი ფიზიკურობის ჩამოყალიბებაში დიდი გავლენა მოახდინა ბრავოსში გარეულ კატებზე ნადირობამ.[4]

სატელევიზიო სერიალი რედაქტირება

სერიალში „სატახტოთა თამაში“, არია სტარკის როლს ინგლისელი მსახიობი, მეიზი უილიამსი ასრულებს. არიას როლი უილიამსის სადებიუტო ნამუშევარს წარმოადგენს. მსახიობის შესარჩევად მთელი ინგლისის მასშტაბით 300-მდე გოგონამ გაიარა კასტინგი, სადაც უილიამსმა გაიმარჯვა.[5]

ანტიგმირი რედაქტირება

არია შესაძლებელია ანტიგმირადაც ჩაითვალოს.[6] The Guardian-ის წარმომადგენელმა, სოფი ჰივუდმა არიას რვა სეზონიან ცვლილებას „საყვარელი, პატარა დისგან სერიულ მკვლელად ჩამოყალიბება“ უწოდა (საერთო ჯამში 64 მკვლელობა).[7] არია არის ახალგაზრდა პერსონაჟი, რომელიც მამის უსამართლო სიკვდილით დასჯის მომსწრე გახდა და საკუთარი თვალით იხილა დედისა და ძმის გარდაცვალების შედეგები (ამ უკანასკნელის გვამზე დამაგრებული მგლის თავის ჩათვლით). შურისძიებისთვის პერსონაჟს აქვს შედეგნილი სპეციალური სია, სადაც ჩამოთვლილია იმ პირების სახელები, ვისაც მისი ახლობლების სიკვდილში მიუძღვის წვლილი.[8][9][10] ექვსი სეზონის განმავლობაში მარტო ყოფნის შემდეგ ის ოჯახს დაუბრუნდება როგორც კარგი მებრძოლი და გაწვრთნილი მკვლელი.[11][12] არია სერიალში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. სწორედ მან გადაარჩინა მთლიანად უესტეროსის კონტინენტი კინოსა და ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე გრძელ ბრძოლის სცენაში, როდესაც ღამის მეფე მოკლა („სიკვდილის ღმერთი“). სწორედ ღამის მეფის სიკვდილით განადგურდა თეთრი მოხეტიალეების უზარმაზარი დაუმორჩილებელი არმია.[13][14][15][16]არიას მიერ ღამის მეფის მკვლელობა ბრიტანული აკადემიის სატელევიზიო ჯილდოს ნომინაციებს შორის მოხვდა, „აუცილებლად სანახავი მომენტების“ კატეგორიაში.[17]

 
მეიზი უილიამსი, რომელიც „სატახტოთა თამაშში“ არია სტარკის როლს თამაშობს

პოპულარობა და გავლენა რედაქტირება

ტერმინი არია სამხრეთ აზიის ენებში, რომლის წარმოშობასაც სანსკრიტსა და სპარსულ ენებს უკავშირებენ ორივე სქესის აღსანიშნავად გამოიყენება.[18][19] 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც „სატახტოთა თამაში“ ტელეეკრანებზე ოფიციალურად გამოჩნდა, სახელი არია ყველაზე სწრაფად მზარდი სახელი გახდა გოგონებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით. პოპულარობა 711-ე აგილიდან 413-ე პოზიციაზე გადავიდა, რაც მეიზი უილიამსის პერსონაჟის სიყვარულით იყო განპირობებული.[20][21] 2019 წელს სახელი ამერიკის მასშტაბით პოპულარობით 92-ე იყო, ხოლო მისი სხვაგვარი ვარიაცია (არია, რომელიც Y-ის ნაცვლად I-ის საშუალებით იწერებოდა) სიაში მე-20 ადგილზე აღმოჩნდა.[22][23] სახელი 2017 წელს ახალდაბადებულ გოგონათა ყველაზე პოპულარულ სახელებს შორის შევიდა (200 სახელისგან შემდგარი სია) უელსისა და ინგლისის მასშტაბით.[24][25][26]

2017 წლის საერთაშორისო ჰიტი, „Look What You Made Me Do“, რომელიც ტეილორ სვიფტს ეკუთვნის ნაწილობრივ შთაგონებული იყო უილიამსის შესრულებული არია სტარკის პერსონაჟით. სიმღერის ტექსტი შეიცავს მონაკვეთს, სადაც მომღერალი ამბობს: „მე სახელების სია მაქვს, სადაც შენი წითლადაა, ხაზგასმული“. ინსპირაციის წყაროს სწორედ არია სტარკის „მკვლელობების სია“ წარმოადგენდა. კანადელმა რეპერმა, დრეიკმა არია სტარკს მადლობა გადაუხადა ღამის მეფის მოკვლისთვის 2019 წელს ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას.[27][28] მეიზი უილიამსი ასევე იყო სატახტოთა თამაშის ათი მსახიობიდან ერთ-ერთი, რომელიც Royal Mail-ის პირველი კლასის საფოსტო მარკებზე დაიტანეს. ეს საფოსტო ბარათები გაერთიანებული სამეფოს ფოსტამ 2018 წლის იანვარში გამოუშვა სერიალში ბრიტანეთის წვლილის აღსანიშნავად.[29][30][31]

სქოლიო რედაქტირება

  1. Rice, Lynette. (July 14, 2016) Emmy nominations 2016: See the full list. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: July 14, 2016
  2. A Game of Thrones: Chapter 10, Jon II.
  3. A Game of Thrones: Chapter 22, Arya II.
  4. A Storm of Swords: Chapter 3, Arya I.
  5. Banks, Alec. (September 28, 2017) Maisie Williams Is Starkly Honest in Our Latest Cover Story. Highsnobiety. ციტირების თარიღი: December 4, 2017
  6. Ehrlich, Lara. (26 April 2016) Allure of the Antihero. Boston University. ციტირების თარიღი: 11 June 2020
  7. Maisie Williams: 'I was covered in blood and gnawing on pizza'. The Guardian (14 April 2019). ციტირების თარიღი: 8 May 2020
  8. 'Game of Thrones': 5 Moments From Arya's Journey That Prove She's Not Beyond Saving. Indiewire (25 July 2017). ციტირების თარიღი: 9 June 2020
  9. 'Game of Thrones' Final Path: The Journey of Arya Stark (24 February 2019). ციტირების თარიღი: 21 May 2020
  10. What happened to Arya Stark in the Game of Thrones finale - and what's west of Westeros? (21 May 2019). ციტირების თარიღი: 21 May 2020
  11. Arya Stark Is Obscenely Overpowered (17 July 2017). ციტირების თარიღი: 10 June 2020
  12. Game of Thrones: The Hidden Meaning Behind Arya's Big Fight (7 August 2017). ციტირების თარიღი: 10 June 2020
  13. 'Game of Thrones' Final Season: Why Arya Stark Is Likely to Die (30 April 2019). ციტირების თარიღი: 10 June 2020
  14. After eight series of blood, sweat and blindness, Arya Stark has become a modern femme fatale (12 May 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2023. ციტირების თარიღი: 3 May 2020
  15. Game of Thrones recap of Winterfell battle: A dark, epic bloodbath (28 April 2019). ციტირების თარიღი: 6 June 2020
  16. The Long Night: how they filmed Game of Thrones' grisliest battle yet (30 April 2019). ციტირების თარიღი: 9 June 2019
  17. Bafta TV Awards 2020: nominations in full (4 June 2020). ციტირების თარიღი: 6 June 2020
  18. Gandhi, Maneka (2004). The Penguin Book of Hindu Names for Girls. New Delhi: Penguin Books, გვ. 9. ISBN 978-0-14-303169-7. OCLC 60454994. 
  19. Gandhi, Maneka (2004). The Penguin Book of Hindu Names for Boys. New Delhi: Penguin Books, გვ. 32. ISBN 978-0-14-303168-0. OCLC 60391724. 
  20. Carlson, Adam (10 May 2013). 'Game of Thrones' domination is nearly complete: 'Arya' is the fastest-rising name for baby girls“. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: 8 May 2020.
  21. Sorry, Walder – Arya Is Still the Most Popular 'Game of Thrones' Baby Name. IndieWire (11 May 2019). ციტირების თარიღი: 1 June 2020
  22. The 50 most popular baby girl names. CBS News (29 April 2021). ციტირების თარიღი: 15 May 2021.
  23. The Baby Names That Defined the Decade. ნიუ-იორკ ტაიმზი (15 April 2020). ციტირების თარიღი: 15 May 2021.
  24. Arya after Arya Stark of Game of Thrones. ციტირების თარიღი: 8 May 2020
  25. Mzimba, Lizo (20 September 2017). „Game of Thrones Arya among 200 most popular names“. BBC News. ციტირების თარიღი: 8 May 2020.
  26. Game of Thrones baby names still proving popular. BBC News (21 September 2018). ციტირების თარიღი: 15 May 2021.
  27. Suskind, Alex (9 May 2019). „Taylor Swift reveals how Game of Thrones (and Arya's kill list) inspired reputation. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: 18 June 2020.
  28. Drake shouts out Arya Stark during Billboard Music Awards win, possibly cursing her to death (1 May 2019). ციტირების თარიღი: 18 June 2020
  29. Send a raven: Game of Thrones stamps are coming (3 January 2018). ციტირების თარიღი: 4 May 2020
  30. 'Game Of Thrones': Stamps To Feature Jon Snow, Arya Stark, More (3 January 2018). ციტირების თარიღი: 4 May 2020
  31. Game of Thrones postage stamps issued for 10 characters (3 January 2018). ციტირების თარიღი: 4 May 2020