სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არდენი (მრავალმნიშვნელოვანი).

არდენი, არდენული ცხენი — ტვირთმზიდი ცხენის ჯიში, რომლის მოშენებას საუკუნეების განმავლობაში მისდევდნენ ბელგიაში. გამოყვანილია არდენებში. თანამედროვე ტიპის არდენი მიღებულია ბელგიაში მოშენებული არდენის ბრაბანტულ ცხენთან შეჯვარებით. მას აშენებენ საფრანგეთსა და შვედეთში. არდენი მასიური ცხენია, აქვს კარგად განვითარებული მუსკულატურა, მოკლე და მსხვილი ფეხები. ფერად თაფლა, ქურანა, ლურჯა ან სისვია. განაზომი (სმ); აჯილღისა — სიმაღლე მინდაოში 148-160, ტანის ირიბი სიგრძე 160-170, გულმკერდის ირგვლივი 190-220, ნების ირგვლივი 23-25; ცოცხალი მასა 700-800 კგ.

არდენული ცხენი

ლიტერატურა რედაქტირება