არგოსის არქეოლოგიური მუზეუმი

არგოსის არქეოლოგიური მუზეუმი (ბერძ. Αρχαιολογικό Μουσείο Άργους) — მუზეუმი არგოსში, პელოპონესის არგოლისის პრეფექტურაში, საბერძნეთი. მუზეუმის ისტორია იწყება 1932 წლიდან, როდესაც ჯ. კალერგისის მემკვიდრეებმა შენობა არგოსის ქალაქის საბჭოს უსახსოვრეს. საბჭომ თავის მხრივ შენობა საბერძნეთის მთავრობას გადასცა ახლომახლო არემარესთან ერთად 1955 წლის 25 ოქტომბერს.

არგოსის თეატრი

მუზეუმი ორი ნაწილისგან შედგება: კალერგიოს მუზეუმი, რომელიც 1957 წელს გაიხსნა, და 1961 წელს გახსნილი ახალი ნაწილი. საფრანგეთის არქეოლოგიური სკოლის დამსახურებაა მრავალი ექსპონატის აღმოჩენა არგოსში, რომლებიც ამჟამად მუზეუმშია გამოფენილი. მათი უმეტესობა შუა ელენისტური პერიოდიდან (დაახ. ძვ. წ. 2000) გვიანდელ ანტიკურობამდე (ახ. წ. 600) თარიღდება. ექსპონატების დიდი ნაწილი აღმოჩენილ იქნა უძველეს აგორაში, ძველი რომაული თეატრის არემარეს და ასევე მიკენის პერიოდის საფლავში დერასში.