არგენტინის სენატი

არგენტინის სენატი (ესპ. Senado de la Nación Argentina) – არგენტინის ეროვნული კონგრესის, არგენტინის პარლამენტის ზედა პალატა. შედგება 72 ადგილისაგან, რომელთაც იკავებს ქვეყნის თითოეული პროვინციიდან სამი-სამი წარმომადგენელი. წარმომადგენლების რაოდენობა გაისაზღვრა 1994 წელს, ხოლო ძალაში შევიდა 1995 წლის 14 მაისის არჩევნების შემდეგ. სენატს ხელმძღვანელობს არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი. 2019 წლის 10 დეკემბრიდან სენატის პრეზიდენტია ვიცე-პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდესი.

არგენტინის სენატი
ემბლემა
ტიპი
ორგანოს ტიპი ზედა პალატა
ხელმძღვანელები
არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდესი, FdT
2019-დან
პირობითი თავმჯდომარე კლაუდია ლედესმა აბდალა, FdT
2019-დან
უმრავლესობის ლიდერი José Mayans, FdT
2019-დან
უმცირესობის ლიდერი ლუის პეტკოფ ნაიდენოფი, FdT
სტრუქტურა
წევრები 72
სხდომების ადგილი
საიტი
www.senado.gov.ar

არგენტინის კონსტიტუციის 55-ე მუხლის თანახმად არგენტინის სენატის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს:

  • 30 წლის მაინც;
  • არგენტინის მოქალაქე 6 წლით მაინც
  • წარმოშობით იმ პროვინციიდან, სადაც კენჭს იყრის, ან მუდმივად ცხოვრობდეს იმ პროვინციაში ბოლო 2 წლის განმავლობაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება