არგენტინის პრიმერა დივიზიონი

არგენტინის პრიმერა დივიზიონი (ესპ. Primera División de Argentina) — არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის (ესპ. Asociación del Fútbol Argentino) მიერ ორგანიზებული ქვეყნის უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატი.[2] არგენტინის პრიმერა დივიზიონში 30 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან სეზონის ბოლოს 2 ყველაზე დაბალი ქულის მქონე გუნდი ქვეითდება არგენტინის მეორე დივიზიონში (ესპ. Primera B Nacional). შესაბამისად, მეორე დივიზიონის პირველი 2 გუნდი პრიმერა დივიზიონში ინაცვლებს. ითვლება ერთ-ერთ უძლიერეს ჩემპიონატად მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატებს შორის. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ 2016 წლის 7 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით იკავებდა მეოთხე ადგილს — ესპანეთის პრიმერა დივიზიონის, იტალიის სერია A-ს და ბუნდესლიგის შემდეგ.[3] 2017–18 წლის სეზონიდან არგენტინის პრიმერა დივიზიონს გადაერქვა სახელი და ეწოდა არგენტინის საფეხბურთო სუპერლიგა (ესპ. Superliga Argentina de Fútbol).[4]

არგენტინის საფეხბურთო სუპერლიგა
Superliga Argentina de Fútbol
ქვეყანა არგენტინის დროშა არგენტინა
კონფედერაცია კონმებოლი
CONMEBOL
დაარსდა 1891
კლუბ. რაოდენობა 30
ქვეითდება პრიმერა B ნასიონალი
საშინაო თასები არგენტინის თასი
არგენტინის სუპერთასი
საერთაშ. თას(ებ)ი ლიბერტადორესის თასი
სამხრეთ ამერიკის თასი
მოქ. ჩემპიონი ბოკა ხუნიორსი
(28-ე ტიტული) (2019–20)
ყველაზე ტიტულოვანი რივერ პლეიტი
(36 ტიტული)[1]
ტვ პარტნიორები Fox Sports
Turner

ისტორია რედაქტირება

არგენტინა პირველი ქვეყანაა გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ, სადაც 1891 წელს საფეხბურთო ლიგა იქმნება.[5] იმავე წელს არგენტინის საფეხბურთო ლიგის ასოციაციის (AAF) ორგანიზებით (პრეზიდენტი ინგლ. F.L. Wooley) იმართება პირველი ეროვნული ჩემპიონატი.[6] არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის (არგენტინის პრიმერა დივიზიონი) პირველი გამარჯვებული ხდება ოლივოსის წმ. ანდრია მოციქულის სახელობის შოტლანდიური სკოლის საფეხბურთო გუნდი — „სენტ ენდრიუსი“ (ინგლ. St. Andrew's) [7][8] მომდევნო 1892 წელს ჩემპიონატი არ იმართება. 1893 წელს იქმნება ახალი ორგანიზაცია მსგავსი სახელწოდებით (არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია). მისი შექმნის ინიციატორია შოტლანდიელი პედაგოგი და სპორტსმენი — ალექსანდრ უოტსონ ჰატონი (ინგლ. Alexander Watson Hutton),[9][10] რომელსაც არგენტინული ფეხბურთის ფუძემდებლად მიიჩნევენ.[11]

არგენტინის პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატების ჩატარება 1931 წლიდან იწყება. ამდენად, არგენტინული საფეხბურთო კლუბების საჩემპიონო ტიტულების აღრიცხვისას მანამდე გამართული ტურნირების შედეგები მხედველობაში არ მიიღება. 1931–1966 წლებში გამარჯვებულის გამოვლენა ჩემპიონატის გათამაშების სტანდარტული ორწრიანი სისტემით ხდება. 1967–1985 წლებში ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში იმართება ორი საფეხბურთო ტურნირი — ნასიონალი (ესპ. Torneo Nacional) და მეტროპოლიტანო (ესპ. Torneo Metropolitano). ორივე ტურნირის (როგორც მეტროპოლიტანოს, ასევე ნასიონალის) ჩემპიონის ტიტული თანაბარმნიშვნელოვანი სტატუსით სარგებლობს.[12] ფაქტობრივად, მეტროპოლიტანოს და ნასიონალის ჩემპიონატები წარმოადგენს არგენტინის პრიმერა დივიზიონის ორ ნაწილს. პირველად ტარდება ნასიონალის გათამაშება (წლის პირველ ნახევარში), ხოლო შემდეგ — მეტროპოლიტანოს (წლის მეორე ნახევარში). მეტროპოლიტანოს გათამაშებისას იცვლება როგორც მონაწილე კლუბების რაოდენობა, ისე მისი ჩატარების ფორმატი. გამოიყენება როგორც ერთიანი გათამაშების სტანდარტული სისტემა, ასევე, ორ ჯგუფად გაყოფილი ტურნირის ფორმატი, შემდგომი ნახევარფინალური მატჩებით. მეტროპოლიტანოს პირველი (1967) გათამაშების გამარჯვებული ხდება ლა-პლატას „ესტუდიანტესი“.[13]

1986 წლიდან 1991 წლამდე — არგენტინის პრიმერის გათამაშება ე. წ. „ფსევდო-ევროპული“ სისტემით ტარდება, როდესაც თითოეული სეზონის ბოლოს ერთი ჩემპიონი ვლინდება. თუმცა, ამ სისტემის დანერგვა საბოლოოდ ვერ ხერხდება. 1991 წლიდან 2012 წლამდე იმართება ორი დამოუკიდებელი ჩემპიონატი — აპერტურა (ესპ. Torneo Apertura) და კლაუსურა (ესპ. Torneo Clausura). 2012 წლიდან ჩემპიონატის რეფორმირება იწყება. სეზონის პირველ ნახევარს აპერტურას ნაცვლად ეწოდება — ინისიალი (ესპ. Torneo Inicial), ხოლო მეორე ნახევარს კლაუსურას ნაცვლად — ფინალი (ესპ. Torneo Final). გათამაშების ფორმატი არ იცვლება. ამ ორი ტურნირის ორი გამარჯვებული გუნდი ერთმანეთს — „აბსოლუტური ჩემპიონის“ ტიტულის მოსაპოვებლად უპირისპირდება, რის შემდეგაც ქვეყნის „აბსოლუტური ჩემპიონი“ — არგენტინის თასის (ესპ. Copa Argentina) მფლობელს ხვდება. მათ შორის გამარჯვებული არგენტინის სუპერთასს (ესპ. Supercopa Argentina) ეუფლება. 2015 წლიდან ისევ იცვლება გათამაშების ფორმატი და ერთ სეზონში კვლავ ერთი გამარჯვებულის გამოვლენა ხდება. პრიმერის მონაწილე გუნდების რაოდენობა მეორე დივიზიონში მოასპარეზე კლუბების ხარჯზე — 30-მდე იზრდება.

არგენტინის ჩემპიონები წლების მიხედვით რედაქტირება

სამოყვარულო ერა

სეზონი ჩემპიონი
1891 სენტ ენდრიუსი
1892 ჩემპიონატი არ გამართულა
1893 ლომასი
1894 ლომასი
1895 ლომასი
1896 ლომას აკადემი
1897 ლომასი
1898 ლომასი
1899 ბელგრანო
1900 ალუმნი
1901 ალუმნი
1902 ალუმნი
1903 ალუმნი
1904 ბელგრანო
1905 ალუმნი
1906 ალუმნი
1907 ალუმნი
1908 ბელგრანო
1909 ალუმნი
1910 ალუმნი
1911 ალუმნი
1912 AFA კილმესი
FAF პორტენიო
1913 AFA რასინგ კლუბი
FAF ესტუდიანტესი
1914 AFA რასინგ კლუბი
FAF პორტენიო
1915 რასინგ კლუბი
1916 რასინგ კლუბი
1917 რასინგ კლუბი
1918 რასინგ კლუბი
1919 AFA ბოკა ხუნიორსი
AAmF რასინგ კლუბი
1920 AFA ბოკა ხუნიორსი
AAmF რივერ პლეიტი
1921 AFA ურაკანი
AAmF რასინგ კლუბი
1922 AFA ურაკანი
AAmF ინდეპენდიენტე
1923 AFA ბოკა ხუნიორსი
AAmF სან-ლორენსო
1924 AFA ბოკა ხუნიორსი
AAmF სან-ლორენსო
1925 AFA ურაკანი
AAmF რასინგ კლუბი
1926 AFA ბოკა ხუნიორსი
AAmF ინდეპენდიენტე
1927 სან-ლორენსო
1928 ურაკანი
1929 ხიმნასია ი ესგრიმა
1930 ბოკა ხუნიორსი

პროფესიონალური ერა

სეზონი ჩემპიონი
1931 AFA ესტუდიანტილ პორტენიო
LAF ბოკა ხუნიორსი
1932 AFA სპორტივო ბარაკასი
LAF რივერ პლეიტი
1933 AFA დოკ სუდი
LAF სან-ლორენსო
1934 AFA ესტუდიანტილ პორტენიო
LAF ბოკა ხუნიორსი
1935 ბოკა ხუნიორსი
1936 (CH) სან-ლორენსო
(CC) რივერ პლეიტი
(CO) რივერ პლეიტი
1937 რივერ პლეიტი
1938 ინდეპენდიენტე
1939 ინდეპენდიენტე
1940 ბოკა ხუნიორსი
1941 რივერ პლეიტი
1942 რივერ პლეიტი
1943 ბოკა ხუნიორსი
1944 ბოკა ხუნიორსი
1945 რივერ პლეიტი
1946 სან-ლორენსო
1947 რივერ პლეიტი
1948 ინდეპენდიენტე
1949 რასინგ კლუბი
1950 რასინგ კლუბი
1951 რასინგ კლუბი
1952 რივერ პლეიტი
1953 რივერ პლეიტი
1954 ბოკა ხუნიორსი
1955 რივერ პლეიტი
1956 რივერ პლეიტი
1957 რივერ პლეიტი
1958 რასინგ კლუბი
1959 სან-ლორენსო
1960 ინდეპენდიენტე
1961 რასინგ კლუბი
1962 ბოკა ხუნიორსი
1963 ინდეპენდიენტე
1964 ბოკა ხუნიორსი
1965 ბოკა ხუნიორსი
1966 რასინგ კლუბი

მეტროპოლიტანო და ნასიონალი

სეზონი ჩემპიონი
1967 მეტ. ესტუდიანტესი
ნას. ინდეპენდიენტე
1968 მეტ. სან-ლორენსო
ნას. ველეს სარსფილდი
1969 მეტ. ჩაკარიტა ხუნიორსი
ნას. ბოკა ხუნიორსი
1970 მეტ. ინდეპენდიენტე
ნას. ბოკა ხუნიორსი
1971 მეტ. ინდეპენდიენტე
ნას. როსარიო სენტრალი
1972 მეტ. სან-ლორენსო
ნას. სან-ლორენსო
1973 მეტ. ურაკანი
ნას. როსარიო სენტრალი
1974 მეტ. ნიუელს ოლდ ბოისი
ნას. სან-ლორენსო
1975 მეტ. რივერ პლეიტი
ნას. რივერ პლეიტი
1976 მეტ. ბოკა ხუნიორსი
ნას. ბოკა ხუნიორსი
1977 მეტ. რივერ პლეიტი
ნას. ინდეპენდიენტე
1978 მეტ. კილმესი
ნას. ინდეპენდიენტე
1979 მეტ. რივერ პლეიტი
ნას. რივერ პლეიტი
1980 მეტ. რივერ პლეიტი
ნას. როსარიო სენტრალი
1981 მეტ. ბოკა ხუნიორსი
ნას. რივერ პლეიტი
1982 მეტ. ესტუდიანტესი
ნას. ფერო კარილ ოესტე
1983 მეტ. ინდეპენდიენტე
ნას. ესტუდიანტესი
1984 მეტ. არხენტინოს ჯუნიორსი
ნას. ფერო კარილ ოესტე
1985 ნას. არხენტინოს ჯუნიორსი

ლიტერატურა რედაქტირება

  • Iwanczuk, Jorge (1992) Historia del Fútbol Amateur en la Argentina. Autores Editores. ISBN 950-434-384-8
  • Estévez, Diego (2010) Campeones del fútbol argentino 1891-2010. Ediciones Continente. ISBN 978-950-754-301-2

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Fútbol Argentino: Torneo Argentino de Primera Division, Títulos por Equipo. sobrefutbol.com. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2017.
  2. Argentina Primera Division (Football News and Videos). goalazo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-04. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2017.
  3. THE STRONGEST LEAGUE IN THE WORLD 2015. Prepared and maintained by International Federation of Football History & Statistics (IFFHS) (7 იანვარი, 2016). ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2017.
  4. Daniel Avellaneda (3 მაისი, 2017). La Superliga ya tiene fecha de largada. La reunión de Comité Ejecutivo de la AFA derivó en la discusión del nuevo formato para el próximo campeonato, la famosa Superliga, que ya tiene día de largada. Clarín. წაკითხვის თარიღი: 17 მაისი, 2019.
  5. Hace 120 años, el fútbol tenía su primer torneo local. afa.com.ar. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2017.
  6. Campeones de Primera División. Sitio web oficial de la Asociación del Fútbol Argentino (afa.org.ar) (12 დეკემბერი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-18. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2017.
  7. St. Andrew's Former Pupil's Club. St. Andrews Scots School (5 მაისი, 2006). ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2017.
  8. Argentina 1891. Saint Andrew's 3–1 Old Caledonians. Prepared and maintained by Osvaldo José Gorgazzi for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation (9 იანვარი, 2014). ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2017.
  9. Argentine football returns to roots of its Scottish founder. scotsman.com (14 ნოემბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2017.
  10. Argentine Association Football League დაარქივებული 2012-07-23 საიტზე Wayback Machine. El 21 de Febrero de 1893 Watson Hutton fundó la "Argentine Association Football League". 10 ოქტომბერი, 2009. წაკითხვის თარიღი: 19 მარტი, 2017.
  11. La AFA. Historia. Orígenes. afa.com.ar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-17. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2017.
  12. Argentina – List of Champions and Runners-Up. Prepared and maintained by Osvaldo José Gorgazzi and Héctor Villa Martínez for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation (12 აგვისტო, 2016). ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2017.
  13. Argentina – First Division A 1967 – Metropolitano Championship. Final: Estudiantes LPG 3–0 Racing Club. Prepared and maintained by Osvaldo José Gorgazzi for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation (20 ოქტომბერი, 2006). ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2017.