არბერის სამთავრო ან ალბანონი (ალბანური: Arbër ან Arbëria, გეგური ალბანური: Arbn ან Arbnia,[2] ბერძ. Ἄρβανον) — შუა საუკუნეებში წარმოქმნილი პირველი ალბანური სახელმწიფო. სათავადო დაახლოებით 1190 წელს, კრუიას რეგიონში არხონმა (მაღალსაჩინო პირი ბიზანტიაში) პროგონმა დააარსა. პროგონი შემდგომში მისმა შვილებმა გიინმა (1198–1208) და დიმიტრმა (1208–1216) შეცვალეს. პროგონების ოჯახის ბოლო მამაკაცი წარმომადგენლის დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა გიინის ქალიშვილის მეუღლე ბერძენი თავადი გრეგორი კამონასი (დაახ. 1216–1253). გრეგორის შემდგომი და სამთავროს ბოლო თავადი იყო მისი სიძე ალბანელი თავადი გოლემი (დაახ. 1252–1254). სათავადო 1255 წელს გაუქმდა.

არბერის სამთავრო
Principata e Arbërit

ავტონომიური სამთავრო 1204 წლამდე ბიზანტიის იმპერიის და 1205-დან ეპირის დესპოტატის შემადგენლობაში[1]

11901255
გერბი

არბერის სამთავროს მისი მაქსიმალური ტერიტორიით.
დედაქალაქი კრუია
ენა ალბანური
რელიგია რომის კათოლიკური ეკლესია
მმართველობის ფორმა სამთავრო
დინასტია უფლისწული (არხონი)
 - 1190–1198 პროგონი (პირველი)
 - 1253–1255 გოლემი (ბოლო)
შუა საუკუნეები
ისტორია
 - დაარსება 1190
 - გაუქმება 1255

თავისი არსებობის განმავლობაში სამთავრო ინარჩუნებდა ავტონომიას ჯერ ბიზანტიის იმპერიის და შემდეგ 1205-დან ეპირის დესპოტატის შემადგენლობაში. მას ასევე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სერბეთთანაც.[1]

მისი ეკონომიკის ძირითად წყაროს წარმოადგენდა ძველი რომაული სავაჭრო გზა Via Egnatia, რომელსაც აქტიურად იყენებდა ბიზანტიის იმპერია.[3]

მმართველები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • History of Albanian People. Albanian Academy of Science. ISBN 99927-1-623-1
  • Kristo Frashëri (1964), The history of Albania: a brief survey. Publisher: s.n.
  • John Clements (1992), Clements' encyclopedia of world governments, Volume 10, Publisher: Political Research, inc.
  • Donald MacGillivray Nicol (1986), Studies in late Byzantine history and prosopography Volume 242 of Collected studies Variorum reprints ; CS242 Volume 242 of Variorum reprint. Illustrated edition. Variorum Reprints, ISBN 0-86078-190-9, ISBN 978-0-86078-190-5
  • Donald MacGillivray Nicol (1957), The despotate of Epiros, Blackwell
  • Thalóczy-Jireček-Sufflay (1913), Acta et diplomata res Albaniae mediae aetatis illustrantia: Collegerunt et digesserunt dr Ludovicus de Thalóczy, dr Constantinus Jireček et dr Emilianus de Sufflay, Volume 1, Editors: Lajos Thallóczy, Konstantin Jireček, Emil von Sufflay. Publisher: typis A. Holzhausen
  • Anamali, Skënder and Prifti, Kristaq. Historia e popullit shqiptar në katër vëllime. Botimet Toena, 2002, ISBN 99927-1-622-3

სქოლიო რედაქტირება