არამაზდი (მთა)

მთა სომხეთში

არამაზდი (სომხ. Արամազդ) — მთა სომხეთში. მდებარეობს სიუნიქის პროვინციაში, სოფელ გეღიდან ჩრდილოეთით 10 კილომეტრში. მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 3392 მეტრია და წარმოადგენს ბარგუშატის ქედის უმაღლეს მწვერვალს. აგებულია ვულკანური ქანებით. ციცაბო ფერდობები დაფარულია მცენარეული საფარით.

არამაზდი
არამაზდის ხედი
არამაზდის ხედი
კოორდინატები: 39°18′37″ ჩ. გ. 46°10′46″ ა. გ. / 39.31028° ჩ. გ. 46.17944° ა. გ. / 39.31028; 46.17944
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
სიმაღლე 3392 
ქედი ბარგუშატის ქედი
არამაზდი (მთა) — სომხეთი
არამაზდი (მთა)

სახელწოდება რედაქტირება

მთის სახელწოდება მომდინარეობს კერპული ღვთაება არამაზდიდან[1].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. არამაზდის ღვთაება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2015-10-14.