არაბული ცხენი — საჯდომი ცხენის უძველესი ჯიში. მისი სამშობლოა არაბეთის ნახევარკუნძული, სადაც I ათასწლეულში, ხალხური სელექციის გზით იგი ცალკე ჯიშად ჩამოყალიბდა. შუა საუკუნეებში არაბული ცხენი ევროპაში შეიყვანეს და ადგილობრივი ცხენების გაუმჯობესებით მიიღეს მსუბუქი საკავალერიო ცხენი. აღმოსავლეთ ქვეყნებში მას საჯდომ ცხენად იყენებედნენ. არაბული ცხენის მონაწილეობით გამოყვანილია საჯდომი (ინგლისური წმინდასისხლიანი) და ჩორთმავალი (ორლოვის) ცხენის ჯიშები.

არაბული ცხენი

არაბული ცხენი ტანად მომცროა, მკვრივი კონსტრუქციისა, ღონიერ ფეხებს და მსუბუქად ადგამს. ფერად ლურჯაა, ქურანა ან თაფლა. განაზომი (სმ): სიმაღლე მინდაოში 150-152, ტანის ირიბი სიგრძე 149-150, გულმკერდის ირგვლისი 170-175, ნების ირგვლივი 18-19.

არაბული ცხენი ნაკლებმომთხოვნია და კარგად იტანს შორ მანძილზე გადარბენას. ჯიშში 3 ტიპს განასხვავებენ: ხადბანს, ქუჰეილანს და სიგლავს.

ლიტერატურა რედაქტირება