არაბული ვიკიპედია

არაბული ვიკიპედია (არაბ. ويكيبيديا العربية ან ويكيبيديا، الموسوعة الحرة) — ვიკიპედიის განყოფილება არაბულ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. გაეშვა 2003 წლის 9 ივლისს. 2012 წლის მარტის მდგომარეობით შეიცავდა 170 000 სტატიას. დარეგისტრირებულია 400 ათასზე მეტი მომხმარებელი, არსებობს 12,000 გამოსახულება. დღეისათვის არაბული ვიკიპედია სტატიების რაოდენობით 25-ე ადგილზეა და სემიტურ ენებზე არსებული ერთადერთი ვიკიპედიაა, რომელიც სცდება სტატიების 100,000 ზღვარს. სხვა ვიკიპედიებთან შედარებით არაბული ვიკიპედიის იერ-სახე განსხვავებულია. განსაკუთრებით თავისებურია არაბული ენა, რომლის დამწერლობის ტექსტი იწერება მარჯვნიდან მარცხნივ (როგორც საერთოდ სემიტურ დამწერლობაში).

ვიკიპედიის ნიშანი არაბული ვიკიპედია
ويكيبيديا العربية
განყოფილების ლოგო
მისამართი: ar.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: არაბული
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
სტატიების რაოდენობა: 1 229 991
გვერდების რაოდენობა: 8 398 917
რედაქტირებების რაოდენობა: 66 456 295
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 2 562 974
აქტიური მომხმარებელი: 3 576
ადმინისტრატორი: 23
სიღრმე: 268.8

2008 წლის 30 აპრილს სირიაში მთავრობის მიერ ოფიციალური მიზეზის გარეშე არაბული ვიკიპედია დაიბლოკა.[1] არაბულ ვიკიპედიას ბლოკი მოეხსნა 2009 წლის 13 თებერვალს. დაბლოკვისა და ბლოკის მოხსნის მიზეზები არ გახმაურდა. დღემდე არის დაბლოკილი Wikimedia. 2008 წლის 2 აპრილს მუშაობაში გაეშვა ვიკიპედიის განყოფილება არაბული ენის ერთ-ერთ დიალქტზე, ამრიგად შეიქმნა – ეგვიპტურ-არაბული ვიკიპედია.

არაბულ ვიკიპედიას ჰყავს 24 ადმინისტრატორი. აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი 3 ათასს ადამიანს აღემატება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება


 
ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
არაბულ ენაზე
ويكيبيديا العربية