აპველინგი[1] (ინგლ. upwelling; up — ზევით და well — ამოჩქეფა) — წყალსატევის სიღრმიდან წყლის ქვედა ფენების ამოსვლა ზედაპირზე, როდესაც ზედაპირული წყლის ფენები ქარის ქროლის შედეგად ზღვისაკენ მიედინება.[1] აპველინგი განსაკუთრებით აქტიურია ოკეანისა და ზღვის სანაპირო ზონაში, სადაც ქარებისა და დინებების შედეგად მიმდინარეობს წყლის აწევა 100-300 მეტრის სიღრმიდან.[2]

აპველინგის გავრცელების რაიონები (აღნიშნულია წითელი ხაზით)
აპველინგი ოკეანეში

სტაბილური და ძლიერი აპველინგი უმთავრესად დაკავშირებულია პასატებთან და აღმოსავლეთ მოსაზღვრე დინებებთან ატლანტისა და წყნარ ოკეანეებში. მუდმივი აპველინგის გამოვლინების საერთო ფართობი თანამედროვე ოკეანეში შეფასებულია დაახლოებით 1 მლნ. კმ²-ით. აპველინგთან დაკავშირებულია სასარგებლო წიაღისეულების წარმოქმნა. ასეთია მაგალითად ფოსფორიტი. მასზე მიუთითებს (პალეოგეოგრაფიული რეკონსტრუქცია) კამბრიულისწინა და ფანეროზოურის დროინდელი ფოსფორიტების აუზები, სადაც ფოსფორიტების მოზრდილი ადგილსამყოფელი წარმოქმნილია ოკეანურ შელფზე, რომელიც თავის მხრივ, მძლავრი აპველინგითაა გარშემორტყმული.

სანაპირო აპველინგის გამოვლინების რაიონებია: პერუსა და ჩილეს სანაპიროები, არაბეთის ზღვა, სამხრეთი აფრიკის დასავლეთ სანაპირო, ახალი ზელანდიის აღმოსავლეთი, ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთი და კალიფორნიის ნაპირები. ოკეანეში კვების ჯაჭვი ასე გამოიყურება: ფიტოპლანქტონი → ზოოპლანქტონი → მტაცებელი ზოოპლანქტონი → მფილტრავი ორგანიზმები → მტაცებელი თევზები. ამრიგად კვების ჯაჭვის თითოეული ეს ელემენტი აპველინგისთვის ძირითადია.

აპველინგი იქმნება ასევე არაოკეანურ გარემოშიც, მაგ.: ტბაში, მანტიაში, ვარსკვლავთა პლაზმაში და სხვა. იქ აპველინგი ნაწილობრივ კონვექციის შედეგია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Mann, K.H., Lazier, J.R.N. (2006) "Dynamics of Marine Ecosystems: Biological-Physical Interactions in the Oceans." Oxford: Blackwell Publishing Ltd. ISBN 1-45051-1118-6
  • Jennings, S., Kaiser, M.J., Reynolds, J.D. (2001) "Marine Fisheries Ecology." Oxford: Blackwell Science Ltd. ISBN 0-632-05098-5

სქოლიო რედაქტირება