აპაჩიამერიკის მკვიდრი, კულტურად მონათესავე ტომების ჯგუფი, რომელიც ცხოვრობს ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთ მხარეს და მოიცავს ჩირიკაუას, ხიკარილიას, ლიპანის, მესკალეროს, სალინეროს, კაიოვასა და დასავლეთ აპაჩის ტომებს. აპაჩის ტომი ნავახოს ტომის შორეული ნათესავია, რომლებთანაც აქვთ საზიარო სამხრეთ ათაბასკური ენები. აპაჩის თემი არსებობს ოკლაჰომაში, ტეხასში, ასევე რეზერვაციები არიზონასა და ნიუ-მექსიკოში. აპაჩის ხალხი გადაადგილდებოდა შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე და სხვაგან, მათ შორის ურბანულ ცენტრებში. აპაჩის ხალხები პოლიტიკურად ავტონომიურები არიან, საუბრობენ სხვადასხვა ენებზე და გააჩნიათ განსხვავებული კულტურები.

აპაჩი-გოგონა კალათით, 1902 წელი

ისტორიულად, აპაჩების სამშობლო მოიცავდა მაღალმთიანეთს, დაცულ და მორწყვად ველებს, ღრმა კანიონებს, უდაბნოებს, და სამხრეთის დიდ ვაკეებს, მათ შორის არის ის ადგილები, რაც დღეისთვის არის აღმოსავლეთი არიზონა, ჩრდილოეთი მექსიკა (სონორა და ჩიუაუა) და ნიუ-მექსიკო, დასავლეთი ტეხასი და სამხრეთი კოლორადო. ამ ადგილებს კრებითად ეძახიან აპაჩერიას. აპაჩის ტომები, საუკუნეების მანძილზე ებრძოდნენ ესპანელი და მექსიკელი ხალხების შემოსევას. მიიჩინევა, რომ აპაჩების პირველ თავდასხმას სონორაზე, ადგილი ჰქონდა გვიან მე-17 საუკუნეში. მე-19 საუკუნის შეტაკებებში, ამერიკულ-ინდიური ომების დროს, აშშ-ის ჯარებმა აღმოაჩინეს, რომ აპაჩემი იყვნენ სასტიკი მეომრები და ბრწყინვალე საომარი სტრატეგები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება