ანურადჰაპურა (სინჰალ. අනුරාධපුරය, ტამილ. அனுராதபுரம்) — ქალაქი შრი-ლანკაში. ჩრდილო–ცენტრალური პროვინციის დედაქალაქი. განლაგებულია მდინარე არუვას სანაპიროზე. 2011 წლის აღწერის მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 63 ათას მცხოვრებს. ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქია. ცნობილია ლანკანის უძველესი ცივილიზაციის ნაშთებით. მდებარეობს ამჟამინდელ დედაქალაქ კოლომბოდან 205 კმ-ით ჩრდილოეთით.

ანურადჰაპურა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, vi
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 8°21′00″ ჩ. გ. 80°23′00″ ა. გ. / 8.35000° ჩ. გ. 80.38333° ა. გ. / 8.35000; 80.38333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1982  (მე-6 სესია)
ნომერი 200
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 200
ინგლ.რუს.ფრ.

ანურადჰაპურა შრი-ლანკის დედაქალაქი იყო ძვ. წ. IV საუკუნიდან ახ. წ. XI საუკუნემდე. ამ დროის განმავლობაში, ის მთელს სამხრეთ აზიაში პოლიტიკურად ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ, მტკიცე ურბანული ცხოვრების ქალაქს წარმოადგენდა. ქალაქი შედგება ორი ნაწილისაგან ე.წ. " ძველი ქალაქის" (ინგლ. Old City), სადაც განლაგებულია არქეოლოგიური ზონა და რამდენიმე დიდი ტაძარი და მდინარისგან გამოყოფილი ე.წ. "ახალი ქალაქისაგან", რომელშიც მდებარეობს საცხოვრებელი კვარტლები და ტურისტული ზონა. 1950–ან წლებში ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მოსახლეობის ახალ ქალაქში გადასახლების შესახებ, არქეოლოგიური ძეგლების დაცვის მიზნით. დღეისათვის, ქალაქი მთელი მსოფლიოს ბუდისტებისთვის წმინდა ადგილად ითვლება. გარს უამრავი ბუდისტური მონასტერი აკრავს, რომლებიც 40 კმ² ტერიტორიას იკავებენ.

ისტორია რედაქტირება

 
ისურუმუნიას ციხე

ისტორიული ქრონიკები გადმოგვცემენ, რომ ამ ადგილას პირველი მოსახლეობა ძვ.წ.V საუკუნეში გაჩნდა. არქეოლოგიური მონაცემებით კი იგი უფრო ძველი ქალაქია და თავის ასაკს მინიმუმ ძვ.წ.X საუკუნიდან მოითვლის. ქრონიკების თანახმად, ქალაქის აყვავება უკავშირდება მეფე პანდუკაბჰაიეს სახელს (სინჰალ பண்டுகாபயன்). მან ძვ.წ. 337 წელს კუნძულზე პირველი სინჰალური სამეფოს დედაქალაქად აქცია იგი, სეხლწოდებით "ანურადჰა".

ქალაქს ჰქონდა მკაფიო დაგეგმარება; მის გარშემო არსებობდა სარწყავი არხების ფართო სისტემა. სპეციალურად წყალმომარაგებისათვის აშენდა ხელოვნური ტბა, რომელიც დღემდე შემორჩა. ადგილმდებარეობა, უდავოდ, საუკეთესოდ იქნა შერჩეული. მდინარე ქალაქს აკავშირებდა მანარის ყურის სანაპირო ზოლთან. გზათა ქსელი კუნძულის შორეულ რაიონებს ადვილად უკავშირდებოდა, ხოლო სანაპირო ჯუნგლები იცავდნენ გზებს დამპყრობთა და ყაჩაღთა თავდასხმებისაგან.

ანურადჰა დინამიურად ვითარდებოდა, როგორც სავაჭრო და რელიგიური ცენტრი. აქედან ვრცელდებოდა მთელ კუნძულზე ბუდიზმი. ვაჭართა და მომლოცველთა წყალობით, ის ფართოდ იყო ცნობილი მსოფლიოში. კერძოდ, ქალაქი კლავდიუს პტოლემეს რუკებზეც კია აღნიშნული. ახ. წ. 100 წლისათვის ანურადჰას მოსახლეობა შეადგენდა 130 ათას კაცს, ამ მაჩვენებლით მსოფლიოს მაშინდელ უდიდეს ქალაქთა შორის მე–6 ადგილზე იყო. ქალაქი განთქმული იყო სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხით და ყურადღებით, რომელსაც ქალაქის ხელისუფლება აქცევდა ქუჩების სისუფთავეს და ქალაქიდან ნარჩენების გატანას.

XI საუკუნეში ქალაქი დაანგრიეს სამხრეთ ინდოეთიდან შემოჭრილმა დამპყრობლებმა თამილებმა, რომლებმაც შექმნეს დაპყრობილი ტერიტორიები მიუერთეს სახელმწიფო ჩოლას. შედეგად სინჰსლური სახელმწიფოს დედაქალაქი გადატანილ იქნა პოლონარუვაში. ანურადჰამ დაკარგა თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა. მცხოვრებთა ნაწილმა მიატოვა ქალაქი. მიუხედავად ამისა, ქალაქი რჩებოდა შრი–ლანკის რელიგიურ ცენტრად და ბუდისტი მომლოცველებისთვის მნიშვნელოვან ადგილად.

1982 წელს, იუნესკომ ანურადჰაპურა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

1985 წლის 14 მაისს ქალაქში დიდი ტრაგედია მოხდა. თიგვ–ის მეომრებმა ხელში ჩაიგდეს სამგზავრო ავტობუსი და დაიკავეს მთელი ავტოსადგური. მათ ცეცხლი გაუხსნეს მგზავრებს და ავტობუსის მომლოდინე მოსახლეობას. ამის შემდეგ მათ დახვრიტეს მაჰაბოდჰის ხის ტაძრის ბერები და მომლოცველები, დაიკავეს ვილპატის ნაციონალური პარკი და დახვრიტეს 18 თანამშრომელი. ამ ფაქტს შეეწირა სულ 146 ადამიანი.

გეოგრაფია და კლიმატი რედაქტირება

 
ანურადჰაპურას ოლქი

ანურადჰაპურა განლაგებულია შრი–ლანკის ჩრდილოეთით, კუნძულის ცენტრალურ ნაწილში. ზღვის დონიდან 81 მ. სიმაღლეზე, მდინარე არუვას სანაპიროზე, რომელზეც წარმოებს საზღვაო გადაზიდვები მცირე კატარღებისათვის ქალაქის დასავლეთით მდებარეობს ქედები. ისინი წარმოადგენს კუნძულის ორ სანაპიროს შორის წყალგამყოს.

კლიმატი აქ სუბეკვატორიალურია, წვიმების ორი სეზონით (აპრილ–მაისში და ოქტომბერ–იანვარში). ყველაზე მშრალი თვეა ივნისი. ანურადჰაპურა წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე უფრო მშრალ ქალაქს შრი–ლანკაზე. ჰაერის საშუალო ტენიანობა აქ მერყეობს 50-75%–ის ფარგლებში, სეზონებისა და დღე–ღამის დროის მიხედვით.

მოსახლეობა რედაქტირება

2011 მონაცემებით შეადგენს 63 208 ადამიანს. მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა ასეთია:

  • სინჰალები - 91,4%
  • ლარაკალები - 6,8%
  • თამილები - 1,5%

მოსახლეობის რელიგიური მსოფლმხედველობა პრაქტიკულად ეროვნული შემადგენლობის ანალოგიურია. სინჰალები არიან ბუდისტები; ლარაკალები – მუსლიმები; თამილები – ინდუსები (ნაწილი – კათოლიკები).

ეკონომიკა და ტრანსპორტი რედაქტირება

ქალაქის ეკონომიკის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობა. ასევე, ხალხური რეწვა (ხეზე კვეთა), ტურიზმი და ბუდისტ მომლოცველთა მომსახურება. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობის გამო ანურადჰაპურა უძველესი დროიდან დღემდე წარმოადგენს კუნძულის ძირითადი ქალაქების დამაკავშირებელ საგზაო–სატრანსპორტო მაგისტრალურ ცენტრს. სარკინიგზო მაგისტრალი კუნძულის ქალაქებს აკავშირებს ქვეყნის დედაქალაქ კოლომბოსთან. მოქმედებაშია, აგრეთვე, მცირე სამდინარო პორტი.

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

 
ანურადჰაპურას ღირსშესანიშნაობა. რუანველის დაგობა
 
მაჰაბოდჰის ხე

ანურადჰაპურას "ძველი ქალაქის" ფარგლებში შემონახულია ანტიკური ხანის მრავალრიცხოვანი ძეგლები. (ისინი შეტანილია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის იუნესკო–ს ძეგლთა სიაში) - ტუპარამას ზარი ფორმის სტუპა (დაგობა) (თარიღდება ძვ.წ. III საუკუნით) და რუანველის იგივე ფორმის დაგობა (თარიღდება ძვ.წ.II-I საუკუნით) ბუდას ქვის ქანდაკებებით. კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ისურუმუნია, სასახლეები, ხელოვნური წყალვარდნილები. მთელი ეს ღირსშესანიშნაობა მდებარეობს ძველი ქალაქის შემოგარენში, საიდანაც 1950 წელს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოსახლეობა გადაასახლეს ახალ ქალაქში.

პილიგრიმებისათვის მოსალოც ადგილად ითვლება მაჰაბოდჰის ხე და მის სიახლოვეს მდებარე მაჰაბოდჰის ტაძარი. იგი ამოსულია ტოტზე. წმინდა ბოდჰის ხე მდებარეობს ინდოეთის ქალაქ ბოდჰ გაიაში. ლეგენდის თანახმად, მის ქვეშ ბუდაგასხივოსნებულა. მაჰაბოდჰის ხე არის უძველესი არსებულ ხეთა შორის თავისი დოკუმენტირებული ისტორიით. მოგვიანებით, ის რამდენიმეჯერ დაიღუპა, მაგრამ მის ნაცვლად ირგვებოდა ახალი ხე მაჰაბოდჰის წმინდა ხის თესლზე ამოსული ნერგის სახით ანურადჰაპურაში. არსებობს აგრეთვე, მრავალი ბუდისტური მონასტერი (მ.შ. აბჰაიაგირი), არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც შეგროვილია იშვიათი ღირებულების სკულპტურული ნამუშევრები და სხვ.

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: