ანტუან ლაჰადი (არაბ. أنطوان لحد, ელ-კვატარა, 1927 — 10 სექტემბერი, 2015, პარიზი) — ლიბანელი  სამხედრო და მემარჯვენე-ქრისტიანი პოლიტიკოსი, რომელიც მეთაურობდა სამხრეთ ლიბანის არმიას საად ჰადადის შემდეგ 1984-2000 წლებში. ისრაელის სამხედრო და პოლიტიკური მოკავშირე. მას ლიბანში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 2000 წლიდან —პოლიტიკური ემიგრანტი.[1][2]

ანტუან ლაჰადი
არაბ. أنطوان لحد
დაბადების თარიღი 1927
დაბადების ადგილი ელ-კვატარა
გარდაცვალების თარიღი 10 სექტემბერი 2015
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთი
მოქალაქეობა ლიბანის დროშა ლიბანი
რელიგია ქრისტიანი მარონიტი
საქმიანობა პოლიტიკოსი, სამხედრო

სამხედრო და პოლიტიკოსი რედაქტირება

 
ანტუან ლაჰადი

დაიბადა მარონიტების ოჯახში შუფის რაიონის ერთ-ერთ სოფელში (მთიანი ლიბანი). 1952 წელს დაამთავრა ლიბანის სამხედრო აკადემია. 1972-1973 წლებში გაიარა სამხედრო სწავლება საფრანგეთში. მსახურობდა სამხედრო დაზვერვაში.  ჰქონდა გენერალ -მაიორის სამხედრო წოდება.

პოლიტიკურად, ანტუან ლაჰადი იზიარებდა მემარჯვენე ქრისტიანულ,  ანტიკომუნისტურ შეხედულებებს. მან ორიენტაცია აიღო  ეროვნულ -ლიბერალურ პარტიაზე (ელპ), იყო ეროვნულ -ლიბერალურ პარტიის დამფუძნებლის, ლიბანის ყოფილი პრეზიდენტის, ქამილ შამუნის პირადი მეგობარი. გამოდიოდა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის  და პალესტინის  ლიბანში ყოფნის წინააღმდეგ, მხარს უჭერდა  ისრაელთან, განსაკუთრებით ცაჰალთან, კონტაქტების გაფართოებას და თანამშრომლობას.[3]

ლიბანის სამოქალაქო ომის დროს ანტუან ლაჰადმა დაიკავა მემარჯვენე ქრისტიანული ბლოკის პოზიცია. ის ცდილობდა შეენარჩუნებინა  მემარჯვენე ქრისტიანების ალიანსი სირიელებთან პგო-სა და კომუნისტების წინააღმდეგ, მაგრამ ამავე დროს  ორიენტირებული იყო ისრაელთან თანამშრომლობაზე, გამოდიოდა ამალის მოძრაობის წინააღმდეგ.

სამხრეთ ლიბანის არმიის მეთაური რედაქტირება

 
სამხრეთ ლიბანის არმიის მეთაური

1984 წელს, საად ჰადადის გარდაცვალების შემდეგ, ქამილ შამუნმა ანტუან ლაჰადს ურჩია  სამხრეთ ლიბანის არმიის (სლა) ხელმძღვანელობა. ვრცელი კონსულტაციების შემდეგ გენერალი ლაჰადი დათანხმდა.

ანტუან ლაჰადმა მოახდინა სამხრეთ ლიბანის არმიის რეორგანიზაცია სამ პოლკად — ქრისტიანების, შიიტების და დრუზების. საერთოდ, მან განაგრძო პგო-სა და სხვა პალესტინურ დაჯგუფებთან დაპირისპირების პოლიტიკა, რომელსაც ატარებდა ჰადადი. მაგრამ  წინა პლანზე თანდათან წამოვიდნენ სხვა მოწინააღმდეგეები —სირიელი ოკუპანტები, ამალი, შემდეგ ისლამისტური ჰეზბოლა.

1988 წლის 17 ნოემბერს ანტუან ლაჰადზე განხორციელდა თავდასხმა: ლიბანის კომუნისტური პარტიის აქტივისტმა სუჰა ბეშარამ  ლაჰადის ცოლს აერობიკის ინსტრუქტორად წარუდგინა თავი და ამგვარად შეაღწია მათ ოჯახში. ლაჰადს ჩაუსაფრდა  და საღამოს  ჩაის სმის დროს სამჯერ ესროლა, ლაჰადმა სამმაგი ჭრილობა მიიღო. სუჰა ბეშარა მცველებმა დააკავეს. ლაჰადი გადარჩა, მაგრამ ორი თვე გაატარა საავადმყოფოში. მას მარცხენა ხელი პარალიზებული დარჩა.

ანტუან ლაჰადი ასევე განაგრძობდა სამხრეთ  ლიბანის არმიის  მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სოციალურ განვითარებას (კერძოდ, საავადმყოფოების აქტიური მშენებლობას). ასევე ირიბად  მონაწილეობდა ლიბანის ზოგად პოლიტიკაში, ინარჩუნებდა კავშირებს ბეირუთის პოლიტიკურ წრეებთან.

2000 წლის გაზაფხულზე ისრაელის მთავრობამ ეჰუდ ბარაკის ხელმძღვანელობით მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ ლიბანიდან გასვლის შესახებ. ამან რადიკალურად შეცვალა ძალთა ბალანსი — სამხრეთ ლიბანის არმიას არ შესწევდა ძალა მარტო შეწინააღმდეგებოდა ჰეზბოლას და სირიის ძალებს. ლაჰადს იმედი ჰქონდა, რომ გააგრძელებდა წინააღმდეგობას მემარჯვენე ქრისტიანული ძალების დახმარებით, მაგრამ ამისათვის მას სჭირდებოდა ისრაელიდან  დაფინანსება, მატერიალურ- ტექნიკური მარაგი და დახმარებას დაჭრილების სამკურნალოდ. ბარაკის მთავრობა არ დაეთანხმა ამას. სამხრეთ  ლიბანის არმიის ბოევიკები, მათ შორის ანტუან ლაჰადი, იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ლიბანი.

გამოსვლები ემიგრაციაში რედაქტირება

თავდაპირველად, ანტუან ლაჰადი დასახლდა საფრანგეთში, შემდეგ გადავიდა ისრაელში. ის დაკავებული იყო ბიზნესით, ფლობდა რესტორანს თელ-ავივში. [4] იგი გამოდიოდა  პოლიტიკური განცხადებებით, აქტიურად გმობდა  ჰეზბოლას ტერორისტულ საქმიანობას და სირიის მიერ ლიბანის ოკუპაციას. ლიბანელი პოლიტიკოსების, მათ შორის პიერ ამინ ჯემაიელის მკვლელობაში ადანაშაულებდა სირიის დაზვერვის სამსახურებს.[5]

ლაჰადმა საჯაროდ გამოხატა თანაგრძნობა ებრაელი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ, მან განსაკუთრებით დადებითად შეაფასა არიელ შარონის საქმიანობა (ეჰუდ ბარაკისადმი მისი  დამოკიდებულება გაცილებით თავშეკავებული იყო), ასევე დადებითად ისაუბრა მაჰმუდ აბასზე.

2004 წელს ისრაელის გამომცემლობამ Yediot Ahronot  ივრითზე გამოაქვეყნა  ანტუან ლაჰადის ბიოგრაფია ქარიშხლის ცენტრში. ორმოცდაათი წელი ლიბანის კონფლიქტებში.[6]

ანტუან ლაჰადი ენთუზიაზმით მიესალმა კედრების რევოლუციას, თუმცა ამით მისი მდგომარეობა არ შეცვლილა. თავად ამის მიზეზად სირიის მიერ ლიბანზე პოლიტიკური კონტროლის შენარჩუნებას ასახელებდა. ლიბანის მართლმსაჯულებამ ლაჰადს ბრალი დასდო ღალატში, ჯაშუშობასა და მკვლელობაში. სასამართლომ მას დაუსწრებლად გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი.

ანუტან ლაჰადი გარდაიცვალა გულის შეტევით  საფრანგეთში მოგზაურობის დროს.[7]

ოჯახი. ანტუან ლაჰადის პიროვნება რედაქტირება

ანტუან ლაჰადი იყო დაქორწინებული. ჰყავდა ორი შვილი.

 
„ლიბანელი გენერალის ანტუან ლაჰადის ცხოვრება პარადოქსებით იყო სავსე. ის თავს ლიბანელ პატრიოტად თვლიდა, მაგრამ თანამშრომლობდა მტერთან, რისთვისაც მას ლიბანის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა სიკვდილი. პროფესიით სამხედრო, ჩართული იყო პოლიტიკაში. კეთილი ადამიანი კარგი მანერებით, ასევე შეიძლება ყოფილიყო  უხეში და სასტიკი.“

ლიტერატურა რედაქტირება

  • Lahad, Antoine. In the Midst of a Storm: an Autobiography (Tel Aviv: Yedioth Ahronoth Publ. 2004), ed. Estelle Golan. In Hebrew. [1] (ივრით)
  • Ynetnews, Interview with Antoine Lahad, 26 November 2006. [2]
  • Harald List: Antoine Lahad. in: ORIENT 2/88 p. 179-187. Biography in German.
  • Augustus Richard Norton: Hizballah and the Israeli Withdrawal from Southern Lebanon. in: Journal of Palestine Studies, Vol. 30, No. 1 (Autumn, 2000), pp. 22–35 [3]
  • "ISRAEL: LEBANON COORDINATOR LUBRANI MEETS GENERAL LAHAD." IPR Strategic Business Information Database (May 28, 2000): NA. General OneFile. Gale. University of Michigan - Ann Arbor. 7 Apr. 2009

სქოლიო რედაქტირება

  1. وفاة أنطوان لحد.. قصة خيانة مُعلنة لـ"جنرال ساقط" (არაბ.)
  2. Béchara, Souha [with Gilles Paris], Résistante (N.P.: J. C. Lattès, 2000); trans. as Soha Bechara, Resistance: My Life for Lebanon (Brooklyn, NY: Soft Skull P, 2003)
  3. "Israeli Politicians, Brass Eulogize Staunch Ally, Former South Lebanon Army Commander". Algemeiner Journal. September 16, 2015. Retrieved 2013-12-21.
  4. أنطوان لحد.. من قائد جيش لبنان الجنوبي إلى صاحب مطعم بتل أبيب (არაბ.)
  5. Lahad: Syria behind Gemayel’s murder
  6. «אני מאד רוצה לחזור ללבנון» (ივრით.)
  7. "Antoine Lahd, ancien chef de l'ALS, est décédé à Paris". 11 September 2015.