ანტონ გიზეტი

რუსეთის არმიის, სამხედრო ისტორიკოსი (1836—1911)

ანტონ ლუდვიგის ძე გიზეტი (რუს. Антон Людвигович Гизетти) (დ. 11 ივნისი, 1836 — გ. 1911, თბილისი) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1890), სამხედრო ისტორიკოსი, კავკასიოლოგი.

ანტონ გიზეტი
დაბადების თარიღი 11 (23) ივნისი, 1836
გარდაცვალების თარიღი 1911
გარდაცვალების ადგილი თბილისი
წოდება გენერალ-მაიორი
ჯილდოები წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი და წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი

სამხედრო სამსახურში იყო 1855 წლიდან. დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია (1863). მსახურობდა გენერალური შტაბის უწყებებში. 1882 წლიდან მსახურობდა კავკასიაში, 1885 წლიდან იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ადგილობრივი ჯარების შტაბის უფროსი. 1878 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1890 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან გენერალ-მაიორის წოდებით. მომდევნო წლებში დაკავებული იყო სამხედრო ისტორიის საკითხების კვლევით.

სწავლობდა კავკასიის ომების ისტორიას, შეადგინა „კავკასიის ჯარების ქრონიკა“ (ნაწილი 1-2), რომელიც გამოიცა 1896 თბილისში. მისი ნაწერები შეიცავს საინტერესო მასალას საქართველოს ისტორიის შესახებ.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Хроника Кавказских войск. Первое продолжение 1895—1908. Тф., 1908 (при участии Г. К. Билёва).

ლიტერატურა რედაქტირება