ანტონიო „ტოტო“ დი ნატალე (იტალ. Antonio Di Natale; დ. 13 ოქტომბერი, 1977, ნეაპოლი, იტალია) — ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც უკანასკნელად თამაშობდა იტალიის სერია A-ს კლუბ „უდინეზეში“.

ანტონიო დი ნატალე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ანტონიო დი ნატალე[1]
დაბადების
თარიღი
13 ოქტომბერი, 1977
დაბადების
ადგილი
ნეაპოლი, იტალია
სიმაღლე 170 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
უდინეზე
ნომერი 10
ახალგაზრდული კარიერა
ემპოლი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1996–2004 ემპოლი 158 (49)
1997–1998   იპერძოლა 33 (6)
1998   ვარეზე 5 (0)
1998–1999   ვიარეჯო 25 (12)
2004-2016 უდინეზე 385 (191)
სულ 606 (258)
ეროვნული ნაკრები
2002-2012 იტალია 42 (11)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

უნივერსალური თავდამსხმელი, რომელსაც ჰქონდა გოლის ალღო, შეეძლო შეტევის ნებსიმიერ პოზიციაზე თამაში. მისი დიდი უპირეტესობები იყო დრიბლინგი, გოლის შექმნა და გატანა. ტოტოს 2-ჯერ აქვს მოგებული იტალიის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული 2009-10 და 2010-11 სეზონებში.

საკლუბო კარიერა რედაქტირება

ტოტომ ახალგაზრდული კარიერა „ემპოლიში“ დაიწყო, სანამ იგი ძირითადის ფეხბურთელი გახდა მეტწილად იჯარით სხვადასხვა კლუბებში მოგზაურობდა, თუმცა ემპოლიში მალე იგი ძირითად ფორვარდად დასახელდა და არც თუ ისე ურიგოდ, რადგან მან საბოლოოდ 159 მატჩში 49 გოლის გატანა შეძლო. 2004-ში ემპოლი სერია A-დან გავარდა და ტოტომაც „უდინეზეს“ მიაშურა, სადაც პარტნიორობა შეტევაში ვინჩენცო იაკვინტას და დავიდ დი მიკელეს გაუწია, 1-ლ სეზონში ტოტომ 33 თამაშში 7 გოლის გატანა შეძლო, მისი უდინეზე კი მე-4 ადგილზე და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.

2006-07 სეზონში კი მან 11 გოლის გატანა შეძლო და ნელ-ნელა ძირითადის ფორვარდათაც ყალიბდებოდა. 2007-08 წელს მან თავისი 17 გოლით უდინე ევრო ასპარეზს დაუბრუნა. 2008-ში მას 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს უდინესთან. 2010-ში ტოტომ მე-100 გოლის გატანა შეძლო უდინეს ფორმაში „კალიარის“ წინააღმდეგ, ყველა ტურნირის ჩათვლით. 2009-10 წლები ტოტოს ბენეფისად აღმოჩნდა, მან კალჩოში 29 გოლის გატანა შეძლო, რითაც ბირჰოფის რეკორდი გაიმეორა და იმ წლების საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. 2010-11 სეზონში მან თითქის გაიმეორა წინა წლის შედეგი, თუმცა ამჯერად 28 გოლი გამოუვდა კალჩოში, რითაც იგი ისევ საუკეთესო იყო მაგ წლებში. 2012-ის ზაფხულს კი მან კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა „უდინეზესთან“. 2013-14 სეზონის დასაწყისამდე ჩინეთის კლუბი ევერგრანდე გუანჟოუ 10 მილიონიან კონტრაქტს სთავაზობდა ტოტოს, თუმცა მან უარი თქვა და უდინეში დარჩენა ამჯობინა. 2014 წლის 23 ნოემბერი კი ტოტოსთვის საიუბილეო გამოდგა, მან თავისი მე-400 მატჩი გამართა იტალიის სერია A-ში და მე-200 გოლი გაიტანა, რაც ნამდვილად წარმატებულ შედეგად ჩაითვლება მის კარიერაში.

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

ტოტოს დებიუტი ნაკრებში 2002-წელს 20 ნოემბერს შედგა ამხანაგურ მატჩში თურქეთის წინააღმდეგ. 1-ლი გოლი კი ნაკრებში მან ჩეხეთის წინაარმდეგ შეაგდო 2004 წელს. 2008 წლების ევრო კამპანიაში იტალიის ტოტოც მონაწილეობდა, თუმცა იმ ევროპაზე ტოტო მხოლოდ იმით დაამახსოვრა ხალხს რომ 1/4-ფინალში პენლებში ესპანეთთან პენალტი გააფუჭა. 2009 წელს მან კონფედერაციის თასი გამოტოვა, მუხლის ტრავმის გამო. 2010 წლის მოსფლიოზეც გამოძახებული იყო ტოტო, თუმცა ის წელი იტალიის ნაკრებისთვის ფიასკოთი დასრულდა, ტოტომ კი მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო სლოვაკეტის კარში. 2012 წლის ევროპაზე ტოტომ 1-ლივე შეხვედრაში ესპანეთს გოლი გაუტანა, თუმცა მაგის მერე იგი დიდათ უკვე აღარც გამოჩენილა.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

დი ნატალე ფინანსურად გვერდში დაუდგა მისი გუნდელის პიერმარიო მოროსინის დას, რომელსაც მკურნალობა სჭირდებოდა. 2012-ში პიერმარიო მოროსინი თამაშის დროს გარდაიცვალა რითაც მისი და მარტოდ დატოვა, თუმცა ტოტომ გულკეთილობა გამოიჩინა და ყველა პირობა დადო რათა მოროსინის და მარტო არ დარჩებოდა და იგი ყველაფრით გვერდში დაუდგებოდა.

ტიტულები რედაქტირება

  • სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი (2): 2010, 2011
  • წლის იტალიელი ფეხბურთელი: 2010
  • ვერცხლის ბურთის მფლობელი: 2011

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. FIFA World Cup South Africa 2010 – List of Players (PDF). Fédération Internationale de Football Association (FIFA). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-17. ციტირების თარიღი: 5 ივნსი, 2013.