ანტონიო ადან გარიდო (ესპ. Antonio Adán Garrido; 13 მაისი 1987, მადრიდი) — ესპანელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „სპორტინგის“ მეკარე.[2]

ანტონიო ადანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ანტონიო ადან გარიდო[1]
დაბადების
თარიღი
13 მაისი, 1987 (1987-05-13) (36 წლის)
დაბადების
ადგილი
მადრიდი, ესპანეთი
სიმაღლე 190 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სპორტინგი
ნომერი 1
ახალგაზრდული კარიერა
1997–2004 რეალ მადრიდი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004–2006 რეალ მადრიდი C 51 (0)
2006–2010 რეალ მადრიდი B 84 (0)
2010–2013 რეალ მადრიდი 7 (0)
2013–2014 კალიარი 2 (0)
2014–2018 რეალ ბეტისი 160 (0)
2018–2020 ატლეტიკო 2 (0)
2020– სპორტინგი 32 (0)
ეროვნული ნაკრები
2002 ესპანეთი 16-წლ 5 (0)
2002–2005 ესპანეთი 17-წლ 19 (0)
2006 ესპანეთი 19-წლ 8 (0)
2007 ესპანეთი 20-წლ. 6 (0)
2007 ესპანეთი 21-წლ. 2 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 17 მაისი, 2021

კარიერა რედაქტირება

მადრიდის რეალი რედაქტირება

ადანი „რეალის“ აღზრდილია. მას 2004 წლიდან „სამეფო კლუბის“ 3 გუნდში აქვს ნათამაშები. 2006 წელს, მთავარ გუნდს გაყვა აშშ-ს ტურნეში.

2009 წელს „რეალიდან“ „ხეტაფეში“ წავიდა ჟორდი კოდინა და მისი ადგილი ძირითად გუნდში ახალგაზრდა ადანმა დაიკავა.

„რეალის“ რიგებში სადებიუტო მატჩი ადანმა 2010 წლის 8 დეკემბერს ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე „ოსერის“ წინააღმდეგ, მან ტრავმირებული იერჟი დუდეკი შეცვალა. ესსპანეთის ჩემპიონატში ანტონიომ პირველად 2011 წლის 13 თებერვალს ითამაშა „ესპანიოლის“ წინააღმდეგ, გუნდის კაპიტანმა იკერ კასილიასმა წითელი ბარათი მიიღო და ადანი მოედანზე გავიდა. სასტარტო შემადგენლობაში პირველად თამაში მას მომდევნო ტურში „ლევანტეს“ წინააღმდეგ მოუწია, მან ამ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა.

2012 წლის 5 მაისს ესპანელი კიპერი კვლავ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში, 37-ე ტურში მან „გრანადას“ წინააღმდეგ ითამაშა, ამ მატჩში მან 1 გოლი გაუშვა. „რეალი“ 0–1-ს აგებდა, თუმცა „სამეფო კლუბმა“ ამ თამაშის შემოტრიალება შეძლო და საბოლოოდ 2–1 იმარჯვა. 2012 წელს მან კლუბთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და 2013 წელს კლუბი დატოვა.

კალიარი რედაქტირება

2013 წლის ზაფხულში ადანი „რეალიდან“ გადავიდა იტალიურ „კალიარში“, სადაც ითამაშა მხოლოდ 2 ოფიციალური შეხვედრა. 2014 წლის ზამთარში კი ორმხრივი გადაწყვეტილებით ადანმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა[3].

რეალ ბეტისი რედაქტირება

2014 წლის 27 იანვარს ანტონიო ადანი თავისუფალი აგენტის სტატუსით „ბეტისის“ რიგებში ჩაირიცხა.[4]

სპორტინგი რედაქტირება

2020 წლის 20 აგვისტოს თავისუფალი აგენტის სტატუსით ლისაბონის „სპორტინგში“ გადავიდა. როგორც გუნდის ძირითადმა მეკარემ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „სპორტინგის“ პორტუგალიის ჩემპიონობაში, რომელიც კლუბმა 2001–02 წლების სეზონის შემდეგ პირველად, — 19-წლიანი შესვენების შემდეგ მოიპოვა. „სპორტინგში“ ადანმა თავისი საკლუბო კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა, ჩემპიონატის 32 მატჩიდან 19 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა, ხოლო დანარჩენ მატჩებში მხოლოდ 19 გოლი გაუშვა. პორტუგალიის ჩემპიონობის გარდა, კლუბთან ერთად ადანმა პორტუგალიის ლიგის თასი და პორტუგალიის სუპერთასიც მოიპოვა. სეზონის დასრულების შემდეგ იგი პრიმეირა ლიგის წლის გუნდის შემადგენლობაში დაასახელეს.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ანტონიო ადანის კუმირი არის პაკო ბუიო. ის მოედანზე ყოველთვის მარცხენა ფეხით შედის.

საკლუბო სტატისტიკა რედაქტირება

განახლდა: 15 მაისი, 2021[5]
კლუბი სეზონი ლიგა თასი ევროპა ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
რეალ მადრიდი B 2006–07 6 0 0 0 6 0
2007–08 11 0 0 0 11 0
2008–09 31 0 0 0 31 0
2009–10 36 0 0 0 36 0
Total 84 0 0 0 84 0
რეალ მადრიდი 2010–11 3 0 1 0 1 0 5 0
2011–12 1 0 2 0 2 0 5 0
2012–13 3 0 4 0 1 0 8 0
სულ 7 0 7 0 4 0 18 0
კალიარი 2013–14 2 0 0 0 0 0 2 0
სულ 2 0 0 0 0 0 2 0
რეალ ბეტისი 2013–14 17 0 0 0 4 0 21 0
2014–15 40 0 0 0 0 0 40 0
2015–16 36 0 1 0 0 0 37 0
2016–17 37 0 0 0 0 0 37 0
2017–18 30 0 0 0 0 0 30 0
სულ 160 0 1 0 4 0 165 0
ატლეტიკო
მადრიდი
2018–19 1 0 4 0 0 0 5 0
2019–20 1 0 1 0 0 0 2 0
სულ 2 0 5 0 0 0 7 0
სპორტინგი 2020–21 32 0 3* 0 2 0 37 0
სულ 32 0 3* 0 2 0 37 0
სულ ჯამში 287 0 16 0 10 0 313 0

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

  რეალ მადრიდი
  რეალ ბეტისი
  ატლეტიკო მადრიდი
  სპორტინგი

სანაკრებო რედაქტირება

  ესპანეთის 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები
  • ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე ფეხბურთელთა შორის: 2006[11]

ინდივიდუალური რედაქტირება

  • პრიმეირა ლიგის წლის გუნდი: 2020–21[12]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Acta del partido celebrado el 18 de mayo de 2019, en Valencia es. Royal Spanish Football Federation (18 მაისი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2021. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი 2021
  2. Antonio Adán. Eurosport. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2021
  3. Адан покинул «Кальяри» и стал игроком «Бетиса». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-02. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2021.
  4. „«Бетис» подтвердил подписание Антонио Адана“. bigtransfers.ru. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Adán. Soccerway. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2021
  6. Pineda, Rafael (25 მაისი, 2015). „Las siete claves del ascenso del Betis“ [The seven keys of Betis' promotion]. El País (ესპანური). ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  7. Sanders, Emma. (15 აგვისტო, 2018) Real Madrid 2–4 Atlético Madrid. BBC Sport. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2021
  8. Kundert, Tom. (11 მაისი, 2021) 10 reasons why Sporting are Champions of Portugal. PortuGOAL. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2021
  9. Ribeiro, Patrick. (23 იანვარი, 2021) Sporting battle their way to League Cup glory with victory over Braga. PortuGOAL. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2021
  10. Sporting CP win Supertaça with victory over SC Braga. Sporting CP (31 ივლისი, 2021). ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2021
  11. Díaz Rubio, Julián. European U-19 Championship 2006. RSSSF. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2021
  12. Presenting the Liga NOS Team of the Year!. Liga Portuguesa de Futebol Profissional (9 ივნისი, 2021). ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2021