ანტიოქე I სოტერი (ძვ. წ. 324 - 261) – სელევკიდების ელინისტური სახელმწიფოს – სირიის მეფე. სელევკე I ნიკატორის ძე. ძვ. წ. 293-280 წლებში მამის თანამოსაყდრე. ძვ. წ. 280 წლიდან დამოუკიდებელი მმართველი. დააარსა ახალი ქალაქები, უშედეგოდ ცდილობდა ბითინიის შემოერთებას. ძვ. წ. 278 წელს დაამარცხა მცირე აზიაში შემოჭრილი კელტები (გალატები). ძვ. წ. 274-271 წლებში წარუმატებლად ებრძოდა ეგვიპტის მეფე პტოლემე II ფილადელფოსს. ცდილობდა პერგამონის სამეფოს შემოერთებას, მაგრამ მარცხი განიცადა.

აი-ხანუმში ნაპოვნი ანტიოქე I-ის ოქროს მონეტა

ლიტერატურა რედაქტირება