ანტიოქე IV ეპიფანესელევკიდების ელინისტური სახელმწიფოს – სირიის მეფე. ანტიოქე III-ის ძე. მეფობდა ძვ. წ. 175-164 წლებში. იზრდებოდა რომში, როგორც მძევალი. განათლება დაასრულა ათენში. იყო კარგი მხედართმთავარი და დიპლომატი, ცდილობდა აღმოსავლეთის ქვეყნების იძულებით ელინიზაციას. ძვ. წ. 170 და 168 წლებში შეიჭრა ეგვიპტეში, მაგრამ რომის ბრძანებით უკან დაიხია. იერუსალიმში იაჰვეს ტაძარი ზევსის ტაძრად გადააქცია, რამაც იუდეველთა აჯანყება გამოიწვია.

ანტიოქე IV ეპიფანეს ბიუსტი, ძველი მუზეუმი (ბერლინი)

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება