ანტინაწილაკი — შესაბამისი ელექტრონული ნაწილაკის, ე. წ. „ორეულის“, იდენტური მასისა და სხვა ფიზიკური სიდიდის მქონე, მაგრამ ურთიერთქმედების ზოგიერთი მახასიათებლის (მაგ. ელექტრული მუხტი, მაგნიტური მომენტი) ნიშნით განსხვავებული ელემენტარული ნაწილაკი, რომლის მიმართ ეს „ორეული“ თავის მხრით „ანტინაწილაკს“ წარმოადგენენ. ყველა ცნობილ ელემენტარულ ნაწილაკს, გარდა ფოტონისა და ნეიტრალური პი () და ეტა () მეზონებისა აქვს შესაბამისი ანტინაწილაკი.

ნაწილაკისა და ანტინაწილაკის მაგალითებია:

ნაწილაკ-ანტინაწილაკთა წყვილისათვის დამახასიათებელია ანიჰილაცია.

თვით ნაწილაკისა და ანტინაწილაკის ცნება პირობითია. შეიძლება პოზიტრონს და ანტიპროტონს ეწოდოს ნაწილაკები, ხოლო ელექტრონს და პროტონს — ანტინაწილაკები. მაგრამ ვინაიდან სამყაროს ჩვენ მიერ დამზერილ ნაწილში ნივთიერების ატომები შეიცავს სწორედ პროტონებსა და ელექტრონებს, ამიტომ ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკური ჩასახვისას XX საუკუნის 20-იან წლებიდან „ნაწილაკები“ ეწოდა ელექტრონსა და პროტონს.

კვლევის ისტორია რედაქტირება

1930 წელს პირველი ანტინაწილაკის — პოზიტრონის — არსებობა იწინასწარმეტყველა ინგლისელმა ფიზიკოსმა პ. დირაკმა, ხოლო 1932 წელს კოსმოსურ სხივებში ექსპერიმენტულად აღმოაჩინა ამერიკელმა ფიზიკოსმა კ. ანდერსონმა. 1936 წელს ასევე კოსმოსურ სხივებში იქნა აღმოჩენილი კიდევ ერთი ნაწილა-ანტინაწილაკის წყვილი: დადებითი და უარყოფითი მიუონი (  და  ). 1947 წელს დადგინდა, რომ კოსმოსური სხივების მიუონები წარმოიქმნება შედარებით მძიმე ნაწილაკების — პი-მეზონების (  და  ) დაშლის შედეგად. 1955 წელს აღმოჩენილ იქნა აგრეთვე ანტიპროტონებიც. ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის მხოლოდ ანტიომეგა-ნაწილაკი [თვით ომეგა ნაწილაკი ( ) აღმოჩენილია 1965 წელს] და შემდგომში აღმოჩენილი რეზონანსული ნაწილაკების შესაბამისი ზოგიერთი ანტინაწილაკი.

ანტინაწილაკებისაგან შესაძლებელია აიგოს ანტინივთიერება ზუსტად ისევე, როგორც ნაწილაკებისაგან — ნივთიერება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება