ანტიკლინი (ძვ. ბერძნ. ἀντι- — წინააღმდეგ და κλίνω — ვხრი) — ქანების ფენათა ნაოჭი, რომელიც ზევით არის ამობურცული.[1] მისი თაღოვანი ნაწილი ზევითაა მიმართული, ხოლო ფრთები ერთმანეთის საწინააღმდეგოდაა დაქანებული. ანტიკლინის გულში უფრო ძველი ქანებია, ვიდრე ფრთებში. ღერძული სიბრტყის მდებარეობისა და დახრის მიხედვით ანტიკლინი შეიძლება იყოს: ა) სწორი. ბ) დახრილი. გ) გადაბრუნებული. დ) დაწოლილი. ე) დაყვინთული. ინტენსიური დისლოკაციის დროს ფრთების დაქანება ძალიან მრავალფეროვანია. მოხაზულობის მიხედვით განასხვავებენ ხაზობრივ ანტიკლინს — თუკი სიგრძე საგრძნობლად ჭარბობს სიგანეს; ბრაქიანტიკლინს — თუკი სიგრძე რამდენადმე მეტია სიგანეზე; გუმბათს — როდესაც სიგრძე და სიგანე დაახლოებით თანაბარია.[2] ანტიკლინის საპირისპიროა სინკლინი — ქანების ნაოჭი, რომელიც ზევიდან ქვევით არის გამობურცული.[3]

ანტიკლინის დიაგრამა

აღსანიშნავია, აშშ-ში კალიფორნიის შტატში მდებარე ანტიკლინის ქედი, რომელიც წარმოადგენს ანტიკლინური სტრუქტურის ზედაპირულ იერს.

სქოლიო რედაქტირება