ანსოატეგი (ესპ. Estado Anzoátegui) — ვენესუელის 23 შტატიდან სიდიდით მეექვსე. შტატის დედაქალაქია ბარსელონა, ფართობი 43 300 კმ²-ია, მოსახლეობა შეადგენს 1 477 900 ადამიანს (2007 წლის აღწერით), ხოლო სიმჭიდროვე – 34,13 ად/კმ².

შტატი
ანსოატეგის შტატი
Estado Anzoátegui
დროშა გერბი


Tumba de sus tiranos
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ადმ. ცენტრი ბარსელონა
შიდა დაყოფა ანაკოს მუნიციპალიტეტი[1] , არაგუის მუნიციპალიტეტი[1] , სიმონ-ბოლივარის მუნიციპალიტეტი[1] , მანუელ-ესეკიელ-ბრუსუალის მუნიციპალიტეტი[1] , ფრანსისკო-დელ-კარმენ-კარვახალის მუნიციპალიტეტი[1] , ხუან-მანუელ-კახიგალის მუნიციპალიტეტი[1] , დიეგო-ბაუტისტა-ურბანეხას მუნიციპალიტეტი[1] , პედრო-მარია-ფრეიტესის მუნიციპალიტეტი[1] , გუანტის მუნიციპალიტეტი[1] , სან-ხოსე-დე-გუანიპას მუნიციპალიტეტი[1] , ინდეპენდენსიის მუნიციპალიტეტი[1] , ლიბერტადის მუნიციპალიტეტი[1] , სერ-არტურ-მაკგრეგორის მუნიციპალიტეტი[1] , ფრანსისკო-დე-მირანდას მუნიციპალიტეტი[1] , ხოსე-გრეგორიო-მონაგასის მუნიციპალიტეტი[1] , ფერნანდო-დე-პენალვერის მუნიციპალიტეტი[1] , პირიტუს მუნიციპალიტეტი[1] , სან-ხუან-დე-კაპისტრანოს მუნიციპალიტეტი[1] , სანტა-ანას მუნიციპალიტეტი[1] , სიმონ-როდრიგესის მუნიციპალიტეტი[1] და ხუან-ანტონიო-სოტილოს მუნიციპალიტეტი[1]
კოორდინატები 8°57′00″ ჩ. გ. 64°15′00″ დ. გ. / 8.95000° ჩ. გ. 64.25000° დ. გ. / 8.95000; -64.25000
დაარსდა 1909
ფართობი 43 300 კმ²
მოსახლეობა 1 477 900 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 34,13 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC-04:30
ოფიციალური საიტი venezuelatuya.com/estados/anzoategui.htm

ისტორია რედაქტირება

სახელი ანსოატეგი ეწოდა, დიდი გმირის, ხოსე ანტონიო ანსოატეგის (1789-1819) პატივსაცემად. ქალაქი ბარსელონა, რომელიც ახლა შტატის დედაქალაქი და ინდუსტრიული ცენტრია, დაარსდა 1677 წელს. თავიდან ანსოატეგის შტატი შედიოდა კუმანის პროვინციაში, რომელიც Captaincy General of Venezuela შემადგენლობაში იყო სხვა პროვინციებთან (გუაიანა, მარაკაიბო, კარაკასი, მარგარიტა და ტრინიდადი) ერთად. 1810 წელს გამოეყო კუმანის პროვინციას. დღევანდელი სახით მხოლოდ 1909 წელს მოხდა პოლიტიკური განლაგების ჩამოყალიბება.

გეოგრაფია რედაქტირება

ანსოატეგი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთით. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მონაგასის და სუკრეს შტატები, სამხრეთიდანბოლივარის, დასავლეთიდანგუარიკოს, ჩრდილო-დასავლეთიდან — მირანდის შტატი, ხოლო ჩრდილოეთიდან — კარიბის ზღვა.

მოსახლეობა რედაქტირება

2007 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემების მიხედვით, ანსოატეგის შტატის მოსახლეობა 1 477 900 შეადგენს.

ეკონომიკა რედაქტირება

ანსოატეგის შტატის ეკონომიკის ძირითადი რესურსია ნავთობი. იგი გაერთიანებულია ლათინურ ამერიკაში არსებულ ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობპროდუქტების მწარმოებელ კომპანიაში — „Complejo Petroquímico de Jose“. შტატში ასევე განვითარებულია ტურიზმი და თევზაობა.

 
Puerto La Cruz Skyline

მუნიციპალიტეტები რედაქტირება

ანსოატეგის შტატი მოიცავს 21 მუნიციპალიტეტს, ესენია:

მუნიციპალიტეტი დედაქალაქი ფართობი
კმ²
მოსახლეობა
(2007)
რუკა
ანაკო ანაკო 795 124 431  
არაგუა არაგუა-დე-ბარსელონა 2 624 32 558  
დიეგო-ბაუტისტა-ურბანეხა ლეჩერია 12 26 265  
ფერნანდო-დე-პენალვერი პუერტო-პირიტუ 643 29 977  
ფრანსისკო-დელ-კარმენ
-კარვახალი
ვალე-დე-გუანაპე 125 12 936  
ფრანსისკო-დე-მირანდა პარიაგუანი 5 334 42 357  
გუანტა გუანტა 67 31 629  
ინდეპენდენსია სოლედადი 5 929 31 399  
ხოსე-გრეგორიო-მონაგასი მარიპე 9 176 18 154  
ხუან-ანტონიო-სოტილო პუერტო-ლა-კრუსი 244 247 979  
ხუან-მანუელ-კახიგალი ონოტო 1 741 13 747  
ლიბერტადი სან-მატეო 2 043 14 720  
მანუელ-ესეკიელ-ბრუსუალი კლარინესი 1 566 32 532  
პედრო-მარია-ფრეიტესი კანტაურა 7 153 76 892  
პირიტუ პირიტუ 225 24 532  
სან-ხოსე-დე-გუანიპა სან-ხოსე-დე-გუანიპა
ელ-ტიგრიტო
792 76 914  
სან-ხუან-დე-კაპისტრანო ბოკა-დე-უჩირე 123 8 975  
სანტა-ანა სანტა-ანა 1 184 10 919  
სიმონ-ბოლივარი ბარსელონა 1 706 428 391  
სიმონ-როდრიგესი ელ-ტიგრე 703 183 185  
სერ-არტურ-მაკგრეგორი ელ-ჩაპარო 1 115 9 434  

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 OpenStreetMap — 2004.