ანრი ბარბიუსი (ფრანგ. Henri Barbusse; დ. 17 მაისი, 1873 — გ. 30 აგვისტო, 1935) — ფრანგი ნოველისტი და საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი.

ანრი ბარბიუსი
ფრანგ. Henri Barbusse
დაბადების თარიღი 17 მაისი, 1873(1873-05-17)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბადების ადგილი ანიერ-სიურ-სენი, საფრანგეთი[13]
გარდაცვალების თარიღი 30 აგვისტო, 1935(1935-08-30)[14] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12](62 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი[14]
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო და Grave of Henri Barbusse
საქმიანობა მწერალი[11] , ჟურნალისტი, სცენარისტი, ბიოგრაფი, რომანისტი, პოლიტიკოსი, მხატვარი, პოეტი[11] და ისტორიკოსი[11]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი[15]
Magnum opus ცეცხლში
ჯილდოები გონკურის პრემია, კონკურ ჟენერალ და საბრძოლო ჯვარი 1914–1918
მეუღლე Hélyonne Mendès
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

ანრი ბარბიუსი დაიბადა 1873 წლის 17 მაისს ანიერ-სიურ-სენში, საფრანგეთი. სორბონის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1895 წელს გამოსცა პესიმიზმით აღსავსე ლექსების კრებული „მოტირალნი“. 1908 წელს გამოცემულმა რომანმა „ჯოჯოხეთი“ დიდი ინტერესი გამოიწვია ორიგინალური კომპოზიციითა და ძლიერი რიტმით. რომანის მთელი მოქმედება სასტუმროს ოთახშე ხდება და ნატურალისტური დეტალებით არის გადატვირთული. ამ რომანით უკვე ჩანს, რომ ბარბიუსი დეკადენტულ გავლენას იცილებს და რეალიზმის პოზიციებზე დგება, რაც კიდევ უფრო ნათლად ჩანს ნოველათა მომდევნო კრებულში „ჩვენ“.

1914-18 წლის ომმა ძირფესვიანად გარდაქმნა ბარბიუსის მსოფლმხედველობა. მწერალი ომში მონაწილეობდა და პირადი გამოცდილება დაუდო საფუძვლად ცნობილ რომანს „ცეცხლი“, რომელმაც სანგრებში წერდა და ფრანგულ გაზეთებში აქვეყნებდა. ამ რომანმა 1916 წელს გონკურის პრემია დაიმსახურა.

ომის შემდეგ ბარბიუსი დიდ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა და ჩამოაყალიბა საერთაშორისო ჯგუფი „სინათლე“. 1919 წელს გამოაქვეყნა წიგნები: „სინათლე“ და „ვინც იყო, იქნება“. ბარბიუსი აღფრთოვანებით შეხვდა ოქტომბრის რევოლუციას და მიუძრვნა მას სტატია — „სხივი უფსკრულში“. ბარბიუსი ავტორია მრავალრიცხოვანი პუბლიცისტიკური, პოლიტიკური და პამფლეტური ხასიათის წერილებისა, როგორიცაა „ჯალათები“, „მებრძოლის სიტყვა“ და სხვა.

ბარბიუსი რამდენიმეჯერ იყო სსრკ-ში. დაწერილი აქვს წიგნები: „აი, რა გაკეთდა საქართველოში“, „რუსეთი“, „დანით კბილებში“, „სტალინი“ და სხვა. იგი ავტორია წერილებისა ფრანგულ ლიტერატურაზე. მასვე ეკუთვნის მონოგრაფია ემილ ზოლას შესახებ.

ბარბიუსი გარდაიცვალა 1935 წლის 30 აგვისტოს ქალაქ მოსკოვში, რუსეთი.

ნამუშევრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ფრანგული ნოველა ორ ტომად – ტომი II; „საბჭოთა საქართველო“, 1976; გვ: 550.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 NooSFere — 1999.
  6. 6.0 6.1 BD Gest'
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  10. 10.0 10.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 The Fine Art Archive — 2003.
  12. 12.0 12.1 Annuaire prosopographique : la France savante
  13. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  14. 14.0 14.1 Барбюс Анри // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  15. LIBRIS — 2012.