ანკონის პროვინცია

ანკონის პროვინცია (იტალ. Provincia di Ancona) — პროვინცია იტალიაში, მარკეს რეგიონში. დედაქალაქია ანკონა. პროვინციის ფართობი 1 940 კმ²-ია, მოსახლეობა 474 630 (2008). შედგება 49 კომუნისგან.

პროვინცია
ანკონის პროვინცია
Provincia di Ancona
გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ადმ. ცენტრი ანკონა
შიდა დაყოფა Agugliano, ანკონა, Arcevia, Barbara, Belvedere Ostrense, Camerano, Camerata Picena, Castelbellino, Castelfidardo, Castelleone di Suasa, Castelplanio, Cerreto d'Esi, Chiaravalle, Corinaldo, Cupramontana, Fabriano, Falconara Marittima, Filottrano, Genga, ეზი, Loreto, Maiolati Spontini, Mergo, Monsano, Monte Roberto, Monte San Vito, Montecarotto, Montemarciano, Morro d'Alba, Numana, Offagna, Osimo, Ostra, Ostra Vetere, Poggio San Marcello, Polverigi, Rosora, San Marcello, San Paolo di Jesi, Santa Maria Nuova, Sassoferrato, Senigallia, Serra de' Conti, Serra San Quirico, Sirolo, Staffolo და Trecastelli
კოორდინატები 43°37′00″ ჩ. გ. 13°31′00″ ა. გ. / 43.61667° ჩ. გ. 13.51667° ა. გ. / 43.61667; 13.51667
მმართველი Patrizia Casagrande Esposto
ფართობი 1 940 კმ²
მოსახლეობა 474 630 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 244.7 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 60100
საფოსტო ინდექსი 60121–60131 და 60010–60048
საავტომობილო კოდი AN
ოფიციალური საიტი http://www.provincia.ancona.it

პროვინცია გადაჭიმულია ადრიატიკის ზღვიდან აღმოსავლეთით, აპენინის მთებამდე. მისი რელიეფი თანდათანობით მაღლდება და გადადის უფრო მთიანში. მოსახლეობა ძირითადად თავმოყრილია სანაპირო ზოლში და დაახლოებით მეოთხედი თავს იყრის დედაქალაქ ანკონაში.

პროვინციის სანაპიროს ქვიშიანი პლაჟები უფრო მეტად თვით იტალიელებშია პოპულარული, ვიდრე უცხოელებში. შიდა ნაწილი, ცენტრალური რეგიონი გამოიყენება მიწათმოქმედებისათვის, აწარმოებენ თეთრ და წითელ ღვინოებს, ყურძნის სხვადასხვა სახეობებისგან. მთიანი ნაწილი უღრან ტყეებს უჭირავს, სადაც იზრდება სოკო შავი ტრიუფელი, რომელიც ბაზარზე საკმაოდ პოპულარულია.

კომუნები რედაქტირება

ცხრილში მოცემულია პროვინციის ძირითადი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:

 
პროვინციის რუკა
კომუნა მოსახლეობა ფართობი
კმ²
ანკონა 102 047 123,71
სენიგალია 44 536 115,77
ეზი 40 410 107,72
ოზიმო 32 599 105,42
ფაბრიანო 31 745 269,61
ფალკონარა-მარიტიმა 27 964 25,46

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება