ანი-ფრიდ ლიუნგსტადი

ანი-ფრიდ ლიუნგსტადი (შვედ. Anni-Frid Lyngstad; დ. 15 ნოემბერი 1945) — ნორვეგიაში დაბადებული შვედი პოპ- და ჯაზ-მომღერალი, ჯგუფ ABBA-ს წევრი.

ანი-ფრიდ ლიუნგსტადი

ანი-ფრიდ ლიუნგსტადი 2013 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 15 ნოემბერი, 1945
დაბ. ადგილი Ballangen
წარმოშობა ბელინგინი, ნორვეგია
ჟანრ(ებ)ი ჯაზი, პოპ-მუსიკა
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი პიანინო
აქტიური 1967 - 1984; 1996 - 2004
ლეიბლ(ებ)ი EMI
Polar Music
Andersson Records
ხელმოწერა
ანი-ფრიდ ლიუნგსტადი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

ანი-ფრიდ ლიუნგსტადი დაიბადა 1945 წლის 15 ნოემბერს, თვრამეტი წლის სიუნი ლიუნგსტადისა და გერმანელი სამხედრო მოსამსახურის, ალფრედ ჰეიზის რომანის შედეგად, რომელიც ნორვეგიაში იმყოფებოდა, გერმანული საოკუპაციო ჯარების შემადგენლობაში. ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს.

1947 წელს ფრიდმა ბებიასთან ერთად დატოვა ნორვეგია, რადგან ყველას ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა იმის გამო რომ მის დედას გერმანელ ოკუპანტთან ჰქონდა ურთიერთობა. ამის გამო მათ აღარ შეეძლოთ ნორვეგიაში დარჩენა. ასე აღმოჩნდა იგი შვედეთში თავის მეორე ბებიასთან. მისი დედაც გადავიდა შვედეთში და ცოტა ხნით მუშაობდა იქ სანამ არ დაიღუპა 21 წლის ასაკში. მამა დაპირდა მათ რომ ომის შემდეგ დაბრუნდებოდა ნორვეგიაში, თუმცა არ შეუსრულებია ეს პირობა, ალბათ იმიტომ რომ არ იყო დარწმუნებული ფრიდის არსებობაში. ფრიდს ბებია ზრდიდა, რომელსაც მარტოს ბევრი მუშაობა უხდებოდა შვილიშვილის გამოსაკვებად.

ფრიდს ეგონა რომ მამამისი აღარ იყო ცოცხალი, თუმცა 1977 წელს გაარკვია რომ ეს არ იყო ასე, და რომ იგი გერმანიაში ცხოვრობდა. მათ რამდენიმეჯერ ნახეს ერთმანეთი, თუმცა დღეისათვის არ აქვთ ურთიერთობა.

კარიერა რედაქტირება

ფრიდმა მომღერლის კარიერა 1958 წელს დაიწყო 13 წლის ასაკში. შემდეგ იგი შეუერთდა ერთ-ერთ ჯგუფს, რომელიც ჯაზს უკრავდა. 1963 წელს შექმნა თავისი საკუთარი ჯგუფი „Anni-Frid Four“.

2005 წლის ნოემბერში, როდესაც ფრიდი სამოცი წლის იუბილეს აღნიშნავდა, სტუდია Universal Records-მა გამოუვა დისკების კრებული სადაც შესული იყო მისი ყველა სიმღერა, ასევე DVD მისი ბიოგრაფიითა და რამდენიმე ცნობილი კლიპით.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

1963 წლის, 3 აპრილს, 17 წლის ფრიდი ცოლად გაჰყვა რეგნარ ფრედრიკსონს. მათ ორი შვილი ეყოლათ: ჰანს რეგნარ ფრედრიკსონი (დაბ. 1963 წ. 26 იანვარი) და ენ ლიზა-ლოტე ფრედრიკსონი (დაბ. 1967 წ. 25 თებერვალი). ფრიდი და რეგნარი მალე დაშორდნენ ერთმანეთს მეორე შვილის დაბადების შემდეგ, მათი გაყრა ოფიციალურად 1970 წლის 19 მაისს მოხდა. სწორედ ამ დღეს დაიღუპა ფრიდის ბებია, რომელიც 71 წლის იყო.

1969 წელს ფრიდი შეხვდა ბენი ანდერსონს, ისინი მალე დაინტერესდნენ ერთმანეთით. 1971 წლიდან ისინი ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა ოფიციალურად მხოლოდ 1978 წლის, 6 ოქტომბერს იქორწინეს, როდესაც ABBA თავისი პოპულარობის მწვერვალზე იყო. მათი ქორწინება მხოლოდ 3 წელს გაგრძელდა და ისინი 1981 გაშორდნენ.

1982 წელს მან დატოვა შვედეთი და ლონდონში წავიდა. 1984 წელს გამოვიდა მისი ალბომი „Shine“, პარიზში. 1986 წელს იგი კვლავ დაბრუნდა შვედეთში სადაც დღემდე ცხოვრობს.

1992 წელს ფრიდმა იქორწინა თავის დიდი ხნის მეგობარზე, პრინც ჰეინრიხ რუცო რეის ფონ პლაუნზე. მას შემდეგ ფრიდს ოფიციალურად ჰქვია პრინცესა ანი-ფრიდ რეის ფონ პლაუნი. პრინცი ჰეინრიხი 1999 წელს დაიღუპა კიბოსგან. ერთი წლით ადრე კი ფრიდის შვილი ლისა-ლოტა დაიღუპა ავტოკატასტროფაში, დეტროიტის მახლობლად.

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება