ანილინი, ამინობენზოლი, ფენილამინიორგანული ნაერთი, უმარტივესი არომატული ამინი, სუსტი სუნის უფერო სითხე, ქიმიური ფორმულა , tდუღ 184,4°C, წყალში ცუდად იხსნება, სპირტსა და სხვა ორგანულ ნაერთებში — კარგად. ჰაერზე სწრაფად მუქდება, სუსტი ფუძეა, მინერალურ მჟავებთან მარილებს წარმოქმნის, ორგანულ მჟავებთან ურთიერთქმედებისას კი — ანილიდებს. ანილინის მეთილირების პროდუქტებს — მონო- და დიმეთილამინს იყენებენ საღებრებისა და ფეთქებად ნივთიერებათა წარმოებაში. სინთეზის გზით პირველად მიიღო ნიკოლოზ ზინინმა (1842). ქლორიან კირთან შერევისას ანილინი იისფრად იფერება. ანილინის დაჟანგვით ღებულობენ შავ საღებარსანილინშავს. აზოტოვანმჟავასთან ანილინის ურთიერთქმედების შედეგად (მარილმჟავა არეში) მიღებული ნაერთი აზოსაღებრების წარმოებაში მნიშვნელოვანი ნახევარპროდუქტია (იხ. დიაზონაერთები). ანილინს ფართოდ იყენებენ აგრეთვე ფოტოგრაფიაში (გამამჟღავნებელი ნივთიერების სინთეზისათვის). კაუჩუკის ვულკანიზაციის დამაჩქარებლების, ფეთქებად ნივთიერებათა, ფარმაცევტული პრეპარატებისა და სხვათა წარმოებაში.

ანილინი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაანილინი
ტრადიციული სახელწოდებაამინობენზოლი. ფენილამინი
ქიმიური ფორმულაC6H5-NH2
მოლური მასა93.129 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე1.0297 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა−6.3 °C
დუღილის ტემპერატურა184.13 °C
ქიმიური თვისებები
pKa4.87 pKa
ხსნადობა ნივთიერებაში წყალი3.6(20 °C) /100 მლ
უსაფრთხოება
LD50175 პპმ
კლასიფიკაცია
CAS 124-38-9

ანილინი შხამიანია, მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სისხლზე. იწვევს ჰემოლიზს. შესაძლებელია მწვავე ქრონიკული მოწამვლა. ამიტომ საჭიროებს წარმოებაში საწარმოო პროცესის ფართო მექანიზაციის დანერგვა და წარმოების ჰერმეტულობის დაცვა. სამუშაო ზონაში ანილინის დასაშვები ზღვრული კონცენტრაციაა ჰაერში 3 მგ/მ³.

ქიმიური თვისებები რედაქტირება

ანილინის კონცენტრირებულ მარილმჟავასთან ურთიერთქმედებით მიიღება მარილი:

 

მიღებული მარილი კარგად იხსნება წყალში, წყალხსნარზე ტუტის მოქმედებით გამოიყოფა ანილინი:

 

მიღება რედაქტირება

მრეწველობაში ანილინს ღებულობენ თუჯის ბურბუშელათი ნიტრობენზოლის აღდგენით, მარილმჟავას მცირე რაოდენობის თანაობისას. პრაქტიკულად რეაქცია შემდეგნაირად მიმდინარეობს:

 

მეორე გზით ანილინი მიიღება ისევ ნიტრობენზოლის აღდგენით, მაგრამ ამ შემთხვევაში ატომური წყალბადის საშუალებით:

 

ლიტერატურა რედაქტირება